ადილ რამი მოხარულია "ვალენსიაში" გადასვლით - 9 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 9 » ადილ რამი მოხარულია "ვალენსიაში" გადასვლით
19:15
ადილ რამი მოხარულია "ვალენსიაში" გადასვლით



ვალენსიას ახალი შენაძენი ადილ რამი მოხარულია მისი ახალ გუნდში გადმოსვლით.
"მე მოხარული ვარ ჩემი ახალი გუნდით, რადგან ვალენსია ესპანეთის ჩემპიონატის ერთ–ერთი წამყვანი გუნდია. ესპანეთის ჩემპიონატი კი უმაღლესი დონის ჩემპიონატია, რადგან აქ თამაშობენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები. მე ლილიში 4 წელი გავატარე და ჯერჯერობით ეს არის ჩემი კარიერის საუკეთესო წლები. მე ლილიში კიდევ 6 თვე უნდა ვითამაშო, ამ დროის განმავლობაში კი ვეცდები ლილის მაისურით საუკეთესო შეხვედრები ჩავატარო. ლილი ამჯერად პირველ ადგილზე იმყოფება. მე კი მსურს ჩემპიონი გუნდი დავტოვო,ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მე უკვე 25 წლის ვარ და მგონი დროა კარიერაში საუკეთესო მატჩები ჩავატარო. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ვალენსიაში ტრანსფერი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, მე უკვე ვნახე აქაური ატმოსფერო და გადმოსვლას მოუთმენლად ველოდები, თუმცა ამავე დროს ლილის დატოვება მიჭირს. მე ძალ–ღონეს არ დავიშურებ, რათა შემდეგ სეზონში ვალენსიას მაღალი ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო" განაცხადა ადილ რამიმ თავის პირველ პრესკონფერენციაში.
შეგახსენებთ, რომ თეთრებმა ადილ რამი 3 იანვარს შეიძინეს. მისი სატრანსფერო ღირებულება კი €6–10მლნ. შეადგენს. ბოლო დროს რამის შეძენა ბევრ გრანდს სურდა. მან საფრანგეთის ნაკრებში, ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა, რაც მის მაღალ კლასზე მეტყველებს.
კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 388 | დაამატა: chicharito | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა