"ატლეტიკო-რეალი" - 20 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 20 » "ატლეტიკო-რეალი"
20:39
"ატლეტიკო-რეალი"


"სამეფო კლუბმა” პირველი მატჩი 3:1 მოიგო და ცალი ფეხით ნახევარფინალშია. თუმცა "ატლეტიკო” არაფერს დათმობს და "ბლანკოსს” დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს.

მართალია "რეალს” პირველი მატჩი მოგებული აქვს, მარგამ "ატლეტიკო” სახიფათო მეტოქეა. "თეთრებმა” ბოლომდე მობილიზებულებმა უნდა იასპარეზონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა შეცდომაც კი შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ.

ჯერ-ჯერობით უცნობია ძირითადი შემადგენლობა, მაგრამ ცნობილია განაცხადი. მოურინიომ იგივე 20 მოთამაშე იახლა, რომლებიც გასულ უიკენდზე "ალმერიას” წინააღმდეგ.

"ატლეტიკოს” მწვრთნელმა კიკე სანჩეს ფლორესმა განაცხადა: "ჩვენი გუნდი არასოდეს დანებდება. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და არც დღევანდელი მატჩი იქნება გამონაკლისი. მართალია ორი ბურთით ჩამოვრჩებით, მაგრამ მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და გულშემატკივრების იმედი მაქვს. ვიცი ისინი ბოლომდე დაგვიჭერენ მხარს და ჩვენც არ უნდა გავუცრუოთ იმედები.”

"როხიბლანკოს” ამოცანას ისიც ურთულებს, რომ მათ ვერ დაეხმარებიან სერხიო აგუერო, მარიო სუარესი და ხორხე პულიდო. სამივე მათგანი ტრავმირებულია. ასევე გუნდს ვერ დაეხმარება ანტონიო ლოპესი, რომელსაც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. მისი შეცვლა ბორხა გონსალესსა და ალბერტო პერეას შეუძლიათ.

ისტორიას თუ გადავხედავთ ის რეალის მხარესაა. "ატლეტიკოს” "სამეფო კლუბი” არ დაუმარცხებია 1999 წლის 30 ოქტომბრის შემდეგ. ასევე "ბლანკოსმა” მეტოქეს კოპა დელ რეიზე 15 მატჩიდან 10 მოუგო. ხოლო "ბლანკოსმა” 3:1 პირველი მატჩის მოგება 5-ჯერ შეძლო და ხუთჯერვე გავიდა მომდევნო ეტაპზე.
კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 376 | დაამატა: Tat0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა