"ბარსელონამ მორიგი სამი ქულა მოიპოვა" - 17 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 17 » "ბარსელონამ მორიგი სამი ქულა მოიპოვა"
15:13
"ბარსელონამ მორიგი სამი ქულა მოიპოვა"
კატალონიის ბარსელონა ახლა უკვე 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, მადრიდის რეალს. ნოუ კამპ-ზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებს პრობლემები არ შექმნიათ მალაგას მხრიდან. საბოლოოდ ბლაუგრანამ 4-1 გაიმარჯვა.

ბარსელონა 4:1 მალაგა
გოლები: ინიესტა 8′, ვილია 18′, 74′, პედრო 36′ – დუდა 68′.

ბარსელონა: ვალდესი, ალვეში (ადრიანო), პიკე, პუიოლი, აბიდალი, ჩავი, ბუსკეთსი, ინიესტა (აფელაი), პედრო (კრკიჩი), მესი, ვილია.

მალაგა: ასენხო, გასპარი, დემიკელისი, ველიგტონი, მტილიგა, აპონიო, კამაჩო (რესიო), მარესკა (რონდონი), კვინსი (ელიზეუ), დუდა, ბაპტიშტა.

გაფრთხილება: აბიდალი – დემიკელისი

ფეხბურთელთა მატჩის შემდგომი განცხადებები

კარლეს პუიოლი

"ძალიან კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ და სხვაობა უფრო გავზარდეთ 4 ქულამდე. მაგრამ ეს იმის საბაბს არ გვაძლევს, რომ მოვდუნდეთ. ჩვენ იგივე ტემპში იგივე რიტმში უნდა გავაგრძელოთ თამაში, თუკი სხვაობა კიდევ გაიზრდება ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის იქნება კარგი”. გაისმა ხმა იმის შესახებ, რომ მილიტო აღარ ტოვებს "ბარსელონას”, ამ ფაქტის შესახებ რათმაუნდა მოხარული ვარ, იმედია მილიტო კიდევ დდიდხანს დარჩება "ბლაუგრანაში”.

დავიდ ვილია

"მნიშვნელოვანია, როდესაც პირველ წრეს ლიდერის რანგში ამთავრებ. ჩვენ ეს შევძელით და სხვაობაც 4 ქულამდე გავზარდეთ. მინდა ამ გუნდში დავრჩე რაც შეიძლება დიდხანს, ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივია "ბლაუგრანას” მაისურის ტარება. ჩვენ წელს კარგ გზაზე ვართ და ნამდვილად მივაღწევთ წარმატებას”.

პედრო

"ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი მაღალ დონეზე, მოვიპოვეთ კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, მოხარული ვარ ჩემი გოლით. მაგრამ უნდა ითქვას, რომ პირველი ტაიმი უკეთ ჩავატარეთ”.

ვიქტორ ვალდესი

"ჩვენ კართან არ იყო მომენტების ცვენა, მაგრამ გოლი მაინც გაგვივიდა. აღსანიშნავია დუდას შესანიშნავი დარტყმაც. კატასტროფა არ არის გოლის გასსვლა, მთავარია ჩვენ გავიტანეთ მათზე მეტი. მწვრთნელს სურს, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო კარგები და კარგები. ისტორია გვაჩვენებს, რომ ეს გუნდი ნამდვილად დასაფასებელია”.

ანდრეს ინიესტა

ეს უკვე მე– 6 გოლია ინიესტას ანგარიშზე. "ბოლო დროს გოლების გატანას მოვუხშირე, რაც ძალიან მახარებს მე კიდევ და კიდევ გავაგრძელებ ჩემს თავთან მუშაობას და ვარჯიშს. მატჩები არ არის იოლი გადასალახი, მაგრამ ჩვენ კვლავ შევძელით ლამაზი თამაშით 3 ქულის მოპოვება. გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია. სხვაობა გაიზრდა რაც ძალიან მახარებს, მაგრამ ეს ჯერ არაფერს წყვეტს”.

ერიკ აბიდალი

"მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ გუნდისთვის რაც შეიძლება სარგებლიანი ვიყო. ჩვენ კიდევ ერთი მატჩი მოვიგეთ და პირველი წრის ბოლოს სხვაობა 4 ქულამდე გავზარდეთ”.
კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 390 | დაამატა: Tat0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა