გალიანიმ რონალდინიოს "ფლამენგო" გადაუწყვიტა - 9 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 9 » გალიანიმ რონალდინიოს "ფლამენგო" გადაუწყვიტა
13:43
გალიანიმ რონალდინიოს "ფლამენგო" გადაუწყვიტა
პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია _ რონალდინიო, რომელიც ორნახევარი სეზონის განმავლობაში "მილანის” ღირსებას იცავდა, კარიერას "ფლამენგოში” გააგრძელებს. ეს ამბავი გუშინ, "როსონერის” ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისა და ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტ პატრისია ამორიმის შეხვედრაზე გადაწყდა. ასე რომ, ამით წერტილი დაესვა გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, თითქოს "დინიო” მის მშობლიურ "გრემიოში” აპირებდა დაბრუნებას.
"მე და "ფლამენგოს” პრეზიდენტი ყველაფერზე შევთანხმდით. ჩემი აზრით, რონალდინიო 99,9%-ით უკვე "ფლამენგოს” ფეხბურთელია”, - აღნიშნა პრესასთან საუბრისას გალიანიმ.
ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტმა კი დაამატა, რომ 30 წლის ვარსკვლავთან პირადი კონტრაქტის მცირე დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელი აქვს, რისთვისაც დაახლოებით 2-3 დღე დასჭირდება. შემდეგ კი, ფეხბურთელთან ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდება. რაც შეეხება კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების ფინანსურ მხარეს, ამაზე საუბრისგან ორივე სუბიექტმა თავი შეიკავა.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ "მილანმა” რონალდინიო 2008 წელს "ბარსელონასგან” 18 მილიონ ევროდ შეიძინა. "როსონერის” შემადგენლობაში ჩატარებულ 82 შეხვედრაში მას 25 გოლი აქვს გატანილი, პარტნიორებს კი ასისტენტობა 28-ჯერ გაუწია. იმასაც დავამატებთ, რომ "ფლამენგომ” ბრაზილიის გასული ჩემპიონატი მე-14 ადგილზე დაასრულა.


კატეგორია: იტალია | ნანახია: 396 | დაამატა: Tat0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა