იგუაინს ძველი ნაცნობი შეცვლის?! - 15 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 15 » იგუაინს ძველი ნაცნობი შეცვლის?!
12:59
იგუაინს ძველი ნაცნობი შეცვლის?!


მოგეხსენებათ, რომ მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ დაადასტურა ფაქტი, რომ თავდამსხმელის ძიებაშია.

რეალის ხელმძღვანელებს განუზრახავთ გადაიბირონ ფეხბურთელი, რომელიც გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

გონსალო იგუაინი დაახლოებით 4 თვე მოედნის მიღმა იქნება და მოურინიოს დაჟინებული მოთხოვნით კლუბის ხელმძღვანელები მისი შემცვლელის ძიებაშჲ არიან.  ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი გვარი სახელდებოდა, მათ შორის იყო გერმანიის ნაკრების ვეტერანი თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე, ლისანდრო ლოპესი, ადებაიორი და სხვები.

დღეს კი ესპანური "მარკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ რეალში შესაძლოა რუუდ ვან ნისტელროი დაბრუნდეს. ფეხბურთელს კარიერა გერმანიაში დიდად ვერ წაუვიდა და ორიოდე თვის წინ მისი ჰოლანდიაში დაბრუნებაზეც იწერებოდა. ნიდერლანდი ფეხბურთელი შესაძლოა იდეალური ვარიანტიც კი იყოს მადრიდელთათვის, რამდენადაც ეს უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგის მიმდინრე გათამაშებაშიც შეძლებს რეალის დახმარებას.

ინფორმაცია ნისტელროის რეალში შესაძლო დაბრუნების შესახებ ჰოლანდიურმა ტელევიზიამ გააშუქა. მოგვიანებით კი რუუდის რეალში დაბრუნების შესახებ ხმა გერმანულმა "კიკერმაც" დაადასტურა.

კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 369 | დაამატა: RooneyChichaGiggsFan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა