ის რაც დიეგოს სურს - 18 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 18 » ის რაც დიეგოს სურს
23:28
ის რაც დიეგოს სურს

ზი­და­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში წე­სი­ე­რი, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი კა­ცია. სო­ლი­დუ­რი ბი­ძა და სა­მა­გა­ლი­თო მე­ო­ჯა­ხეა ფრანც ბე­კენ­ბა­უ­ე­რი.
მი­შელ პლა­ტი­ნი მა­ლე ზეპ პლა­ტერს ჩა­ა­ჩო­ჩებს და ისე­დაც მშვე­ნი­ე­რი პერ­სო­ნაა. იოჰან კრუ­ი­ფი თა­ვის­თ­ვის, მშვი­დად იძ­ლე­ვა რჩე­ვებს, სკან­და­ლებ­ში არ ერე­ვა და "ბარ­სე­ლო­ნა­ზე" ლო­ცუ­ლობს. ბო­ბი ჩარ­ლ­ტო­ნი სე­რი გახ­და და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, პრო­ფილ­ში, ბე­ი­კერ სთრი­თის ერთ ცნო­ბილ პერ­სო­ნაჟს ჰგავს. თუ ბუ­დიზ­მი ნაკ­ლი არ არის (და, ალ­ბათ, არც არის), რო­ბერ­ტო ბა­ჯო საყ­ვა­რე­ლი, ბუნ­ჩუ­ლა იტა­ლი­ა­ნო იყო და არ შეც­ვ­ლი­ლა. არ ან­ცობს ლეო მე­სი და ყვე­ლა ამ­ბავ­ში კარ­გი ვინ­მე იქ­ნე­ბა.
ამ მშვიდ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ვერ ძმა­კა­ცობს და ყვე­ლას­გან ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მა­გა­რი დი­ე­გო, ყვე­ლა­ზე ცუ­დი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, ყვე­ლა­ზე აფე­რის­ტი გე­ნი­ო­სი, ყვე­ლა­ზე გა­დამ­გ­დე­ბი ნე­ა­პო­ლე­ლი მო­ქა­ლა­ქე და კლა­უ­დია კა­ნი­ჯას პარ­ტ­ნი­ო­რი (შე­თავ­სე­ბით, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლი) მა­რა­დო­ნა. რო­მე­ლიც დი­ე­გოა. და რო­მელ­საც ისევ მწვრთნე­ლო­ბა მო­უნ­და.
დი­ე­გო გა­ერ­თო ლონ­დონ­ში, ჩოგ­ბურ­თე­ლე­ბის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რომ ჩაფ­რინ­და. თით­ქ­მის ყვე­ლა VS-ზე მა­რა­დო­ნე­ბის ოჯა­ხი სა­მე­ფო ლო­ჟა­ში იყო ჩა­ლა­გე­ბუ­ლი და დი­ე­გო ბედ­ნი­ე­რი ფი­ზი­ო­ნო­მი­ით უკ­რავ­და ტაშს ყვე­ლას. ერ­თხელ ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მა და პა­ტა­რა შეც­დო­მა და­უშ­ვა. ტო­მაშ ბერ­დი­ხი ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს ხვდე­ბო­და. დი­ე­გო იქ იყო და მატ­ჩის შემ­დეგ გა­მარ­ჯ­ვე­ბულს დიდ სა­სუ­ვე­ნი­რო ბურ­თ­ზე ავ­ტოგ­რა­ფი და რამ­დე­ნი­მე სა­სი­ა­მოვ­ნო სიტყ­ვა და­უ­ტო­ვა.
"ტო­მაშ, შე­ნი ჩოგ­ბურ­თის დი­დი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ, ძა­ლი­ან გა­ფა­სებ. კი­დევ ბევ­რი მო­გე­გოს", - ეწე­რა ბურ­თ­ზე. ის მატ­ჩი ჯო­კო­ვიჩ­მა მო­ი­გო.
არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­ში დი­ე­გომ იხა­ლი­სა, მე­სის მთე­ლი ტურ­ნი­რი სამ­მა­გი არ­ბე­ნი­ნა და არ­გენ­ტი­ნაც ისე გა­ვარ­და, აზ­რ­ზე ვერ მო­ვი­და, მა­რა­დო­ნას რა უნ­დო­და.
დი­ე­გოს "ბო­კა ხუ­ნი­ორ­ს­ში" მის­ვ­ლა უნ­და. წო­ნა­ში და­იკ­ლო, ბლან­ჟე მო­ი­წეს­რი­გა, თმას ის­წო­რებს, რეს­პექ­ტა­ბე­ლურ ადა­მი­ანს და­ემ­ს­გავ­სა და, ალ­ბათ, თეთრ ფხვნილ­შიც არ ეღ­ვი­ძე­ბა. დი­ე­გომ "ბო­კას" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა.
ერ­თი პრობ­ლე­მაა. კლუბს მა­რა­დო­ნას ინი­ცი­ა­ტი­ვამ­დე ჰქონ­და დაწყე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა ხუ­ლიო სე­ზარ ფალ­ჩო­ნის­თან, რო­მე­ლიც მა­ლე "ბო­კა ხუ­ნი­ორ­სის" ახა­ლი მწვრთნე­ლი გახ­დე­ბა.
ფალ­ჩო­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სერ­ხიო გრე­კომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მი­სი კლი­ენ­ტი "ბან­ფილ­დი­დან" წა­ვი­და და "ბო­კას" კა­ლუ­სუ­რას დაწყე­ბამ­დე ჩა­ი­ბა­რებს. ფალ­ჩო­ნი კარ­გი მე­კა­რე იყო და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნის იმი­ჯი აქვს. "ბო­კა ხუ­ნი­ორ­ს­ში" მას ორ­წ­ლი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­უ­ფორ­მე­ბენ და სე­ზონ­ში მი­ლი­ონ ევ­როს გა­და­უხ­დი­ან.
50 წლის დი­ე­გოს ყვე­ლა­ზე მე­ტად არ მო­ე­წო­ნა ის ფაქ­ტი, რომ "ბო­კა­ში" მთა­ვარ მწვრთნე­ლად ყო­ფი­ლი მე­კა­რე ინიშ­ნე­ბა. დი­ე­გოს არც ის მო­ე­წო­ნა, რომ "ბო­კა" ფალ­ჩო­ნის მი­ლი­ონ ევ­როს გა­და­უხ­დის. მე თუ ამიყ­ვანთ, ამ­ბობს მა­რა­დო­ნა, 700 000 ევ­რო­ზეც ვი­მუ­შა­ვებ. მთა­ვა­რია ტრა­დი­ცი­ე­ბი და არა ფუ­ლიო. დი­ე­გომ თა­ვის ამ­ბავ­ში შე­უ­ბე­რა და ყუ­რადღე­ბას ითხოვს.
Clarin-თან სა­უ­ბარ­ში მა­რა­დო­ნამ წა­ი­წუ­წუ­ნა, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ცო­ტა­თი არ გა­მი­მარ­თ­ლა და ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა არ შე­მარ­ჩი­ნე­თო. თუ "ბო­კა­ში" გა­და­ვალ, ყვე­ლა­ფერს მო­ი­გებთ და მე­რე ისევ არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­ში მინ­და დაბ­რუ­ნე­ბაო.
მა­რა­დო­ნა: "ბო­კა­ში" მა­ლე მი­ვალ. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ კლუ­ბის დი­რექ­ტო­რა­ტის წევ­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბით მომ­მარ­თა­ვენ და ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად დას­რულ­დე­ბა. ფალ­ჩო­ნი კარ­გი ბი­ჭია, მაგ­რამ შე­უძ­ლია სად­მე სხვა­გან ჩა­ა­ტა­როს ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი. "ბო­კა­ში" ყო­ფი­ლი მე­კა­რე მთა­ვარ მწვრთნე­ლად არ უნ­და და­ი­ნიშ­ნოს. თა­ვი­დან "ბო­კას" პრე­ზი­დენ­ტი ხორ­ხე ამორ ამე­ა­ლი სუ­ლე­ლი მე­გო­ნა. მას, უბ­რა­ლოდ, არ გა­ახ­სენ­და დი­ე­გო მა­რა­დო­ნა და კი­დევ ერთ შანსს ვაძ­ლევ. "ბო­კას­თან" ერ­თად ბევრს მო­ვი­გებთ."
არ­გენ­ტი­ნის ფეხ­ბურ­თის ასო­ცი­ა­ცი­ამ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ დი­ე­გოს მთა­ვარ მწვრთნე­ლად დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა. ოღონდ მა­რა­დო­ნას სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტა­ბი ახა­ლი ხალ­ხით უნ­და შე­ევ­სო. ეს არ მო­ე­წო­ნა დი­ე­გოს, მი­სი წიკ­ვი­ნი ყელ­ში ამო­უ­ვი­დათ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში და მა­რა­დო­ნაც გა­უშ­ვეს. არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლია სერ­ხიო ბა­ტის­ტა.
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 411 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა