კაკა: “მეშინოდა, რომ ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი” - 9 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 9 » კაკა: “მეშინოდა, რომ ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი”
17:11
კაკა: “მეშინოდა, რომ ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი”
კაკა დაბრუნდა – 240 დღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მადრიდის "რეალის” შემადგენლობაში ესპანეთის პრიმერადივიზიონის მორიგი ტურის "ხეტაფესთან” მატჩში ბრაზილიელი ნახევარმცველი მოედანზე გამოვიდა. 28 წლის ფეხბურთელმა ბოლო 20 წუთი ითამაშა და მინდორი ბედნიერმა დატოვა.

"ბედნიერი ვარ, რომ საფეხბურთო მოედანზე დავბრუნდი, ახლა განსაკუთრებულ გრძნობებს განვიცდი, იმის მიუხედავად, რომ სულ 20 წუთით თამაშის საშუალება მომეცა. არაფერი არ ჯობია იმას, როდესაც გამარჯვებით ბრუნდები, ("ხეტაფე”–"რეალი” 2:3) მე ძალიან მაკლდა ფეხბურთით გამოწვეული სიხარული, მაგრამ ახლა კვლავ მწყობრში ვარ და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ საუკეთესო ფორმა აღვიდგინო. ხანდახან იმის შიში მიპყრობდა, რომ ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი მოედანზე.

ვერავინ ვერ წარმოიდგენს ჩემი მეუღლის, ნათესავებისა და მეგობრების გარდა, თუ რა მძიმე პერიოდი გადავიტანე. ვიცი, რომ ძალიან ძნელი იქნება ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნება, მაგრამ ჩემს გულში ნამდვილი ცეცხლი ანთია, რათა ძველი შეგრძნებები დავიბრუნო: გულშემატკივრების გამო თამაში, შესანიშნავი ატმოსფერო კლუბის შიგნით. მზად ვარ ვიბრძოლო ჩემი ადგილის მოსაპოვებლად გუნდში” – თქვა რიკარდო იჟექსონ დოშ სანტოშ ლეიტემ (კაკას სრული სახელი და გვარი).

2007 წელს უეფას მიერ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა კაკამ ბოლოჯერ "რეალის” შემადგენლობაში გასული წლის 8 მაისს იასპარეზა ესპანეთის ჩემპიონატში ბილბაოს "ატლეტიკის” წინააღმდეგ. ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა ბრაზილიის ნაკრებში, ტურნირის დასრულებისთანავე კი რთული ოპერაცია გადაიტანა. ახლა ბრაზილიელი ვარსკვლავის მთავარი მიზანია დაეხმაროს ჩემპიონთა თასის 9-გზის მომგებ "რეალს” ფრანგული "ლიონის” ბარიერი დაძლიოს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. თავად კაკას უკვე აქვს ეს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოგებული "მილანთან” ერთად.

კაკას დაბრუნებით "სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო (რომელიც 2010 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს) კი გახარებულია, თუმცა გაჩნდა სხვა პრობლემა – მძიმე დაზიანება მიიღო არგენტინის ნაკრების ფორვარდმა გონსალო იგუაინმა, რომელსაც შესაძლოა მთელი სეზონი გაუცდეს. ბრაზილიელმა მორალური მხარდაჭერა გამოხატა თავისი თანაგუნდელის მიმართ: "სერიოზული ტრავმის შემდეგ მოთამაშე მეტად მარტოხელად გრძნობს თავს, მაგრამ იგუაინი ნამდვილი პროფესიონალია და ვიმედოვნებ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება” – თქვა ნახევარმცველმა.
კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 400 | დაამატა: Tat0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 ResPecTaA   (09.01.2011 17:13) [Entry]
MaGaRi kaCia :X.. MeVaSeBa MaGraD :X

რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა