კახაბერ კალაძე - 10 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 10 » კახაბერ კალაძე
15:14
კახაბერ კალაძე
კახა კალაძე არის საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ მილანის წევრი. მილანში ჩარიცხვამდე იგი თბილისის დინამოში (1993-97) და კიევის დინამოში (1998-2001) თამაშობდა. 2001 წელს კი გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, მილანმა მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. კლუბში იგი თამაშობს როგორც მარცხენა, ასევე ცენტრალურ მცველად. კალაძე საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი კაპიტანია. იგი რამდენჯერმე დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.

სამტრედია და თბილისის დინამო
კალაძემ საკლუბო კარიერა მშობლიურ კლუბ სამტრედიის ლოკომოტივში დაიწყო, ფორვარდის პოზიციაზე. კლუბის პრეზიდენტი იყო მისი მამა, კარლო კალაძე. 1993 წელს კახა თბილისის დინამოში გადავიდა, სადაც 82 საჩემპიონატო მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. მისი დებიუტი დინამოში 1993–94 წლის სეზონში მოხდა, როცა კახა კალაძე 16 წლის იყო. კალაძე აცხადებს, რომ მისი საუკეთესო მატჩი იყო საქართველოს ნაკრებში ჩატარებული იტალიის ნაკრებთან, რომელიც 0–0 დამთავრდა, რადგანაც იგი ამ თამაშში მიჩენილი იყო კრისტიან ვიერის მეურვედ და აიყვანა კიდეც,რამაც განაპირობა კიევის დინამოს დაინტერესება ქართველი მცველით

კიევის დინამო
1998 წლის იანვარში კახა კიევის დინამოში 280 000 ევროდ გადავიდა და 4–წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ორნახევარი სეზონის განმავლობაში მან 71 საჩემპიონატო შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. უკრაინული კლუბის პრეზიდენტი გრიგორი სურკისი იყო, ხოლო მოგვიანებით გუნდში ვალერი ლობანოვსკის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ დინამომ ზედიზედ 8–ჯერ მოიგო ჩემპიონატი. კალაძემ მონაწილეობა მიიღო ჩემპიონტა ლიგის 1998–99 წლის ნახევარფინალში მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინელებმა ორი თამაშის ჯამში 4–3 წააგეს, თან გზიდან ისეთი გუნდები ჩამოიცილა, როგორებიცაა მადრიდის რეალი და ლონდონის არსენალი. რაც შეეხება კალაძეს, მან თბილისის და კიევის დინამოში ჯამში 8 ჩემპიონატი მოიგო.

მილანი

კახა კალაძე 2001 წელს გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, მილანმა მის ტრანსფერში კიევის დინამოს 16 მილიონი ევრო გადაუხადა. კახამ მიზეზად ალექსეი გერასიმენკოს ტრავმა დაასახელა. თავდაპირველად კალაძე სხვადასხვა პოზიციებზე ისინჯებოდა და იააპ სტამის და კაფუს ადგილებზეც ჩნდებოდა. 2002–03 წლის სეზონში მილანის შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 27 სერია A–ში. ამ წელს მილანმა მიოგო ჩემპიონთა ლიგა(პენალტების სერიაში, მიუხედავად კალაძის გაფუჭებული პენალტისა) და იტალიის თასი(ფინალში დაამარხცა რომა ანგარიშით 6–3). კალაძის ამ ორმაგი წარმატების შემდეგ ქართულმა ფოსტამ გამოუშვა კახა კალაძის საფოსტო მარკიანი ბარათები. კახა პირველი და ჯერ–ჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

2003–04 წლის სეზონში კალაძემ სერიაA–ში 6,საერთო ჯამში კი 11 მატჩი ჩაატარა.შემდეგ სეზონში კი იტალიის ჩემპიონატში 19,ჩემპიონთა ლიგაში კი 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.ორივე ტირნირში მილანმა მეორე ადგილი დაიკავა.ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულთან 3–3 დასრულებულ შეხვედრაში ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია,მიზიზად კი მისი ლონდონის ჩელსისში ერნან კრესპოს სანაცვლოდ 24 მილიონ ფუნტად გადასვლა დასახელდა.საბოლოოდ ჩელსიმ მის სანაცვლოდ ასიერ დელ ორნო შეიძინა,კახამ კი ამ ვარიანტის ჩაშლის შემდეგ განაცხადა რომ გახარებული იყო.2006 წლის 4 სექტემბერს კახა კალაძემ მილანთან 2011 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი.2005–06 წლის სეზონში პაოლო მალდინის ტრამვის გამო კალაძემ თავის საყვარელ ადგილას,დაცვის ცენტრში გადაიწია.ის სეზონი მილანმა მესამე ადგილზე დაასრულა.მეორეზეც დაასრულებდა,რომ არა საქნეყნოდ ცნობილი იტალიური სკანდალი.

2006–07 წლის სეზონში კახამ სამპდორიას კარში გოლი გაიტანა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეს იყო მისი ერთადერთი გოლი იმ სეზონში. რვაქულიანი დანაკლისის მიუხედავად მილანმა იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. 2007 წლის 23 მაისს ლიგის ფინალში ლივერპულის 2–1 ძლევის შემდეგ კალაძემ მეორედ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი. იგი შეცვლაზე 79–ე წუთზე შემოვიდა. 2007 წლის დეკემბერში კახამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, დაამარცხა რა არგენტინული ბოკა ხუნიორსი 4–2. 2008–09 წლის სეზონში კალაძე გუნდის ძირითადში დამკვიდრადა, ჩაატარა 32 საჩემპიონატო თამაში, თუმცა 2008 წელს ციურიხთან უეფა-ს თასის მატჩში მუხლის იოგების ტრავმა მიიღო და გუნდს გამოაკლდა. 2009 წლის 15 თებერვალს მილანურ დერბიში კახა კალაძის თამაში იტალიურმა არხმა Channel 4–მა შეაფასა როგორც საშინელებათა შოუ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება კალაძესა და ქართულ გაზეთ ლელოს შორის, რომელმაც დაწერა იტალიურ მედიაში გამოქვეყნებილი მასალა. ეს სეზონი მილანმა მესამე ადგილზე დაასრულა და 10 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ ინტერს. კალაძის აზრით ეს გამოწვეული იყო გუნდში ტრავმების სიმრავლით.

ჯენოა


კალაძეს სამი არჩევანი ქონდა - მილანში უნდა დარჩენილიყო, სადაც იანვრამდე ვერ ითამაშებდა, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ საჩემპიონო განაცხადშიც კი არ შეიყვანა; შეეძლო იუვენტუსსა და ჯენოაში გადასვლა. ქართველმა ფეხბურთელმა სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე 1 საათით ადრე ჯენოაში გადასვლა გადაწყვიტა.

2010 წლის 31 აგვისტოს კალაძე საფეხბურთო კლუბ ჯენოაში გადავიდა. და მასთან ორ-წლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი.კლუბი ჯენოა ერთ-ერთი უძველესი იტლიური კლუბია და 1893 წელს დაარსდა. კლუბს იტალიის ჩემპიონატი 9-ჯერ აქვს მოგებული.

სანაკრებო კარიერა

კალაძის სანაკრებო კარიერა 1996 წლის 27 მარტს კვიპროსის ეროვნულ ნაკრებთან შედგა. იგი მოედანზე 72-ე წუთზე შემოვიდა მიხეილ ყაველაშვილის ნაცვლად. ერთი წლის შემდეგ ლიბანის ნაკრების წინააღმდეგაც იქნა გამოძახებული. შემდეგში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ 1998, 2002, 2006 და 2010 წლის მსოფლიოსა და 2000, 2004 და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში. კალაძის ოფიციალური დებიუტი 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩში პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ 1997 წლის 14 ივნისს შედგა. საქართველოს ნაკრებმა ის შესარჩევი ციკლი მეოთხე ადგილზე დაასრულა და მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა. ევროპის 2000 წლის შესარჩევ ტურნირში ქართველებმა მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ. გიორგი ნემსაძის არყოფნაში კალაძე დროდადრო კაპიტნობდა ხოლმე გუნდს.

2002 წელს,იმ დროს როცა მისი ძმა ლევანი გატაცებული იყო და ჯერაც არ ჩანდა მისი კვალი,კალაძემ მისი ძმის განთავისუფლებამდე საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა,თუმცა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის წინ მაინც დაბრუნდა ნაკრებში.ეს ციკლი საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილზე დაასრულა, გადაუსწრო რა უნგრეთს და ლიტვას. კახა კალაძემ აქ ყველა თამაში ჩაატარა და მარტოოდენ ამხანაგური თამაშები გამოტოვა. 2004 წლის შესარჩევში ქართველებმა ციკლი სულ ბოლო, მე–5 ადგილზე დაამთავრეს. კახამ საქართველოს ნაკრების ერთ–ერთ საუკეთესო, რუსეთის ნაკრებთან 1–0 მოგებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2006 წლის შესარჩევ რაუდში ასევე უკლებლივ ყველა მატჩი ჩაატარა მილანის ქართველმა ლეგიონერმა, სადაც ქართველებმა მარტო ყაზახებს აჯობეს და მე–6 ადგილზე გავიდნენ. ასევე კრახი განიცადა ჩვენმა გუნდმა მომდევნო, 2008 წლის შესარჩევ ციკლში.

კახა კალაძემ თავისი სადებიუტო გოლი ნაკრებში 2008 წლის 6 თებერვალს, ლატვიელებთან 3–1 წაგებულ თამაშში გაიტანა. 2009 წლის 5 სექტემბერს კი იტალიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში საკუთარ კარში 2 გოლი გაიტანა. იგი დღესაც ეროვნული ნაკრების კაპიტანია.

ბიზნესი და პირადი ცხოვრება

კახა კალაძე დაიბადა სამტრედიაში, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში. მისი მამა, კარლო კალაძე, წარსულში სამტდერიის ლოკომოტივის ფეხბურთელი და ერთი პერიოდი პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კახამ მშობლიური ქალაქის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში. კალაძე მილანში მდებარე რესტორან ჯიანინოს მფლობელია. ეს რესტორანი დაარსებულია 1899 წელს.

საფეხბურთო კარიერის პარალელურად კახა კალაძე წარმატებული ბიზნესმენია. ბიზნესი აქვს საქართველოში, უკრაინაში და ყაზახეთში. საქართველოში კალაძის ბიზნესსფეროს მიეკუთვნება კალა კაპიტალი, ჰოლდინგური კომპანია, რომლის ერთ-ერთი შემადგენელია პროგრეს ბანკი. კალაძე ასევე ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას - არის ფიფას ელჩი ბავშვთა სოფელში. კალა კაპიტალი 50 000 ევროთი დაეხმარა 2008 წლის აგვისტოში სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას. ამ კომპანიიდან შემოსული თანხით კახა გეგმავს ავტობიოგრაფიული წიგნის გამოშვებას. ჰყავს მეუღლე ანუკა არეშიძე და ვაჟი ლევანი.

სტატისტიკა
გუნდი სეზონი ჩემპიონატი თასი ევროტურნირები სხვა საერთო
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
დინამო თბილისი 1993–94 9 10 - - - - - - 9 10
1994–95 23 0 - - - - - - 23 0
1995–96 23 0 - - 1 0 - - 24 0
1996–97 12 0 - - 4 0 - - 16 0
1997–98 15 0 - - 7 0 - - 22 0
ჯამში 82 1 - - 12 0 - - 94 1
დინამო კიევი (საფეხბურთო კლუბი) 1998 13 2 - - - - - - 13 2
1998–99 25 3 - - 12 1 - - 37 4
1999–2000 25 1 - - 14 1 - - 39 2
2000–01 8 0 - - 7 1 - - 15 1
ჯამში 71 6 - - 33 3 - - 104 9
მილანი (საფეხბურთო კლუბი) 2001 17 3 1 0 - - - - 18 3
2001–02 30 4 5 0 11 0 - - 46 4
2002–03 27 0 4 1 15 0 - - 46 1
2003–04 6 0 3 0 1 0 1 0 11 0
2004–05 19 2 2 0 5 0 - - 26 2
2005–06 28 2 4 0 11 0 - - 43 2
2006–07 18 1 1 0 7 0 - - 26 1
2007–08 32 0 - - 8 0 2 0 42 0
2008–09 11 0 1 0 4 0 - - 15 0
2009–10 3 0 0 0 1 0 - - 4 0
ჯამში 191 12 21 1 63 0 3 0 274 13
საერთო კარიერული 343 19 21 1 107 3 3 0 472 23


ტიტულები 
დინამო თბილისი 
უმაღლესი ლიგა: 1993–94, 1994–95, 1995–96, 1996–97, 1997–98
საქართველოს თასი: 1994, 1995, 1996, 1997
დინამო კიევი 
უკრაინის პრემიერლიგა: 1998–99, 1999–2000, 2000–01
უკრაინის თასი: 1998, 1999, 2000
მილანი (საფეხბურთო კლუბი)
სერია A: 2003–04
იტალიის თასი: 2002–03
იტალიის სუპერთასი: 2004
ჩემპიონთა ლიგა: 2003, 2007
უეფას თასი: 2007
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2007
ინდივიდუალური 
საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2001–2003, 2006

კატეგორია: საქართველო | ნანახია: 411 | დაამატა: RooneyChichaGiggsFan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 RooneyChichaGiggsFan   (10.01.2011 15:16) [Entry]
ეს ყველა საქართველოს ფეხბურთის ფანმა უნდა წაიკითხოს! წესით wink

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა