კანალესი:"ბედნიერი არ ვარ მადრიდში ყოფნით" - 19 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 19 » კანალესი:"ბედნიერი არ ვარ მადრიდში ყოფნით"
02:09
კანალესი:"ბედნიერი არ ვარ მადრიდში ყოფნით"
"რეალის" ესპანელმა ახალგაზრდა ფეხბურთლმა სერხიო კანალესმა უკმაყოფილება გამოთქვა მადრიდში ყოფნით.

ესპანელი ახალგაზრდა ფლეიმეიქერი აღიარებს რომ უკმაყოფილოა სათადარიგოთა სკამზე ჯდომით, თუმცა დანებებას არ აპირებს და მისი თქმით ბოლომდე იბრძოლებს ძირითადი შემადგენლობისთვის.

კანალესი სანტანდერის "რასინგისგან" ამ ზაფხულში იქნა შეძენილი, ამის შემდეგ მისი მიმართულებით ბევრი მითქმა–მოთქმა იყო, დადიოდა ხმები თითქოს სერხიო კლუბის დატოვებას და იტალიის ჩემპიონატში გადასვლას გეგმავდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ეს ყველაფერი ჭორებს მიაბარა და შემდეგი განაცხადა:"მე მოხარული ვარ "ბერნაბეუზე" ყოფნით და აქედან წასვლას არასდროს ვაპირებ".

"აქ ყოფნით ბედნიერი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ არ ვაპირებ მადრიდიდან წასვალს, მე ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად" – ციტირებს გამოცემა AS სერხიოს სიტყვებს.

"მადრიდის "რეალში" თამაში რომ რთული იყო – ეს ვიცოდი. "რეალით" აღფრთოვანებული ვარ, ამ დიდი გუნდისთვის თამაში ძალიან რთულია, რადგან აქ დიდი ფეხბურთელები თამაშობენ და აქ განუწყვეტლივ მაღალ დონეზე მიმდინარეობს კონკურენცია. ამგვარად მე შევეცდები ყველა ჩემი შესაძლებლობა ვაჩვენო, რომ მოვიპოვო ადგილი ძირითადში".
კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 404 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა