კასილასი: ვინც ბოთლი მესროლა, გულშემატკივარი კი არა, არაკაცია - 30 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 30 » კასილასი: ვინც ბოთლი მესროლა, გულშემატკივარი კი არა, არაკაცია
12:07
კასილასი: ვინც ბოთლი მესროლა, გულშემატკივარი კი არა, არაკაცია

"რეალის" მეკარემ იკერ კასილასმა ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
"სევილიასთან" მატჩის დასრულების შემდეგ "სამეფო კლუბის" კაპიტანს გულშემატკივრებისგან ნასროლი წყლიანი ბოთლი მოხვდა, რის შედეგადაც გოლკიპერი გაზონზე დაეცა და რამდენიმე წუთი ვერ დგებოდა.
"ვიღაც ხულიგანმა ბოთლი მესროლა, - განაცხადა კასილასმა. - ეს ჩრდილს იმ ყველა კარგ გულშემატკივარსაც აყენებს, რომელიც თავის გუნდს ქომაგობს. სამწუხაროდ, ნებისმიერ სტადიონზე გამოიძებნება ხოლმე არაკაცი.
ხალხი სტადიონზე თავისი გუნდის მხარდასაჭერად მოვიდა, ერთმა ბრიყვმა კი მთელი ზეიმი ჩააშხამა. თუკი ეს შემთხვევა კამერებით დაფიქსირდა, იმედი მაქვს, სადისციპლინო კომიტეტი უყურადღებოდ არ დატოვებს.
ამ თამაშში კარგი შედეგი ვაჩვენეთ - მეტოქეს გატანის შესაძლებლობა არ მივეცით. არადა, "სევილია" თავდასხმაში ბრწყინვალეა და ამიტომ, მასთან მოშვება არ შეიძლება."
კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 496 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 RooneyChichaGiggsFan   (30.01.2011 15:15) [Entry]

რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა