''ლივერპულში ვეღარ გავჩერდებოდი'' - 11 მარტში 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » მარტი » 11 » ''ლივერპულში ვეღარ გავჩერდებოდი''
23:00
''ლივერპულში ვეღარ გავჩერდებოდი''

ჩელსის ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ ენფილდი გუნდში წარმოქმნილი ქაოსის გამო დატოვა. მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების შემდეგ ტომ ჰიკსმა და ჯორჯ ჯილეტმა გაყიდეს ლივერპული და მოვიდნენ ახალი მფლობელები. თუმცა "ელ ნინიოს" ეს ნაკლებად აღელვებდა, მას მხოლოდ ტიტულების მოგება სურდა: "ვიცი, რომ ვერცერთი ლივერპულის ქომაგი ვერ გამამართლებს, მაგრამ მე ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. გუნდის გარშემო უამრავი აურზაური იყო, რაც ხელს მიშლიდა კარიერულ წინსვლაში."

"ლივერპულმა ატლეტიკო მომაგონა, ისევ დიდი კლუბი მდიდარი ისტორიით, მაგრამ კვლავ ფინანსური პრობლემებით."-განაცხადა ესპანელმა Marca-თან საუბარში.

ტორესი კმაყოფილია ჩელსიში მიმდინარე სიტუაციით, გუნდის სატრანსფერო პოლიტიკით, რასაც უკრიტიკებს ლივერპულს: "ჩელსის ყველა რგოლში უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, რაც გუნდს ყველა ტურნირში კონკურენტუნარიანს ხდის. ლივერპულში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, პირველ რიგში ტრანსფერებია საჭირო, რათა გუნდმა შეძლოს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა."-დაასრულა ტორესმა.

ნანახია: 490 | დაამატა: RooneyChichaGiggsFan | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა