ლომბარდიული ნაგავი - 14 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 14 » ლომბარდიული ნაგავი
03:15
ლომბარდიული ნაგავი
კალჩოში დომინირების და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების მიუხედავად მილანის ”ინტერის შემადგენლობაში ირიცხებიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთა სათამაშო კლასი აშკარად არ შეესაბამება მილანური გრანდის მოთხოვნებს, თუმცა ისინი ჯიუტად იკიდებენ ფეხს კლუბის ღრმა რეზერვში. საერთო მოსაზრებით მილანის ინტერის შემადგენლობაში საკმაოდ ჭარბობს 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელების რიცხვი. უმჯობესი იქნება თუ კლუბის ხელმძღვანელობა უფრო აქტიურ ღონისძიებებს გაატარებს გუნდის გაახალგაზრდავების საქმეში და უპირველესად იმ ფეხბურთელებს მოუძებნის ახალ ნავსაყუდელს, რომელთაც დიდი ხანია დაკარგეს ის კლასი და კვალიფიკაცია, რაც აუცილებელია უმაღლეს დონეზე სათამაშოდ.

მიმოვიხილოთ ეს ფეხბურთელები:

1. პაოლო ორლანდონი

38 წლის იტალიელი გოლკიპერი. მიუხედავად სოლიდური ასაკისა, პაოლო არასდროს ითვლებოდა ექსტრა კლასის მოთამაშედ. წლების განმავლობაში იგი ასპარეზობდა სერია ბ -ს სხვადასხვა აუტსაიდერ კლუბებში, შემდეგ იყო ”ბოლონია”, ”რეჯინა”, ”ლაციო” და ”პიაჩენცა”. ვერ ვიტყვით რომ ამ კლუბებში პალო განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა მაგრამ 2005 წელს მან შავ-ლურჯთა ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო და შეძენილ იქნა როგორც მესამე გოლკიპერი. წლების განმავლობაში იგი ითვლებოდა ტოლდოს, ფონტანას და სესარის დუბლიორად. წლეულს კი იგი ჟულიო სეზარის და ლუკა კასტელაციის შემდეგ კლუბის მესამე ნომერია. პაოლომ ინტერში მოღვაწეობის ხუთი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ხუთჯერ მოირგო კლუბის მაისური, რაც დაგვეთანხმებით საკმაოდ ცუდი შედეგია.

პროგნოზი: მისი შანში დაიცვას ნეროაძურის კარი თუნდაც იტალიის თასის მატჩბეში საკმაოდ მცირეა. ასევე საკმაოდ მიზერულია მისი პროდუქტიულობა. შესაბმისად უმჯობესი იქნება თუ მას გაასხვისებენ და აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდა თაობაზე, რისი ნათელი მაგალითია 17 წლის რაფაელ დი განერო.

2. მარკო მატერაცი

37 წლის ვეტერანი, რომელიც წლების განმავლობაში კლუბის დაცვის ბურჯად ითვლებოდა, წლეულს კი საშინელ სეზონს ატარებს. გახშირებული ტრამვიანბოის ფონზე მას ხშირად უწევს ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა. მისი უხეში შეცდომები კი ლომბარდიულ გრანდს უკვე მრავალი ქულის დაკარგვად დაუჯდა. მარკო მეათე სეზონს ატარებს კლუბში და სავარაუდოდ სეზონის ბოლოს საუკეთესო გამოსავალი მისი კლუბის ადმინისტრაციაში დასაქმება იქნება (რაც მოხდა ფრანჩესკო ტოლდოს და ლუიშ ფიგუს შემთხვევებში).

პროგნოზი: მიუხედავად უდიდესი ღვაწლისა, მარკოს ტამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დროა მარკომ კარიერის დასრულებაზე იფიქროს და გზა ახალგაზრდა თაობას დაუთმოს, რომლებიც მრავლად არიან გუნდის შემადგენლობაში.

3. ნელსონ რივასი

27 წლის კოლუმბიელი მცველი. თანამემამულე კორდობასგან განსხვავებით, ნელსონმა აშკარად ვერ მოკიდა ფეხი კლუბის ძირითად შემადგენლობში, რასაც მოყვა მისი განათხოვრება სხვადასხვა კლუბებში. ნელსონს ჰქონდა ნიჭი და პოტენციალი გამხდარიყო კლუბის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, თუმცა ხშირი ტრამვიანობა და არასტაბილური თამში გადამწყვეტი აღმოჩნდა მის შემდგომ კარიერაში. რივასმა გასული სეზონი იტალიურ ”ლივორნოში” ჩაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მიუხედავად საუკეთესო ასაკისა ნესლონს ნაკლებად აქვს შანსი მოიკიდოს ფეხი ლომბარდიულ კლუბში.

პროგნოზი: ნელსონის ამჟამინდელი სათამაშო კონდიციების გათვალისწინებით, მისი კარიერისთვის უმჯობების იქნება თუ თამაშს რანგით დაბალ გუნდში გააგრძელებს სადაც ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად მოგვევლინება. ამჟამად ნელსონი ტრამვირებულია, წელს მას არცერთ ოფიციალურ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. სეზონის ბოლოს სავარაუდოდ იგი დატოვებს კლუბს.

4. ამანტინო მასინი

ალბათ ყველას ახსოვს მისი დიდებული თამაში ტალიურ ”რომაში”, სადაც ფრანჩესკო ტოტისთან ერთად გუნდის ერთ-ერთ საკკვანჩო ფიგურად ითვლებოდა. 2008 წელს იგი ჟოზე მაურინიოს ინიციატივით გადმოიირეს. სპეციალისტთა უმრავლესობა მას ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებდა, მაგრამ რეალურად მანსინიმ ვერ მოახერხა ადაპტაცია და პოტენციალის სრული რეალიზიაცია. წელეულს მანსინის მხოლოდ 10 წუთით მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, რა დროსაც მან ახალი ტრამვა მიიღო და გუნდს წინასწარი მონაცემებით საკმაო ხნით გამოაკლდა.

პროგნოზი: გასული ფეერიული სეზონის განმავლობაში მანსინის იშვიათად უწვევდა თამში და სეზონის შუაწელს, ზამთრის სატრანსფერო სეზონზე თანაქალაქელ ”მილანს” მიაშურა, სადაც მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის პოზიციაზე კლუბში სამუელ ეტოო, გორან პანდეევი და ფილიფე კოუტინიო ასპარეზობენ საუკეთესო გადაწყვეტილება მისთვის ახალი ნავსაყუდელის მოძებნა იქნება.

5.დავიდ სუაზო

ჰონდურასელი ფორვარდი ამჟამად 31 წლისაა. ნეროაძურიმ იგი 2007 წელს შეიძინა. კონკურენციას მას თანაქალაქელი ”მილანი” უწევდა, რომელიც ასევე დაინტერესებული იყო დევიდის კანდიდატურით. საბოლოოდ დიდი ზარზეიმით შეძენილი ჰონდურასელი კლუბის ღრმა რეზერვისტად მოგვევლინა. მიუხედავად პორტუგალიურ ”ბენფიკასა” და”იტალიურ ”ჯენოში განათხიოვრებისა სუაზომ ვერც იქ მოახერხა დამკვიდრება და კვლავ ლომბარდიას დაუბრუნდა. ამჟამად იგი ტრამვირებულია.

პროგნოზი: მან აშკარად ამოწურა თავისი შესაძლებლობები მილანურ კლუბში. შესაბამისად უმჯობესი იქნება თუ კლუბის ხელმძღვანელობა აქედანვე დაიჭერს თადარიგს და აქტიურად იმუშავებს მის გასხვისებაზე.

საბოლოო ჯამში უნდა ითქვას რომ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს ამ ეტაპზე კლუბისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვთ, უმეტეს შემთხვევაში ისინი ტრამვირებულები არიან. აუცილებელია კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის და სპორტული კურსის გადახედვა. ერთ შანს კლუბის პრიმავერა აშკარად იმსახურებს
კატეგორია: იტალია | ნანახია: 419 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა