მესი კვლავ საფეხბურთო “მესიაა” - 15 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 15 » მესი კვლავ საფეხბურთო “მესიაა”
02:47
მესი კვლავ საფეხბურთო “მესიაა”


"ოქროს ბურთი” (ფრანგ.Ballon d*Or) ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდოა, რომელიც "ევროპაში წლის საუკეთესო ფეხბურთელის” პრიზადაა ცნობილი (ინგლ.European Footballer of the Year). იგი გადაეცემოდა ფეხბურთელს, რომელიც 1956-დან 2009 წლის ჩათვლით კალენდარული წლის საუკეთესოდ მიიჩნეოდა. ჯილდო დააწესა France Football-ის მთავარმა რედაქტორმა გაბრიელ ანომ. პრიზის პირველი მფლობელი, იმ დროს ინგლისურ "ბლექპულში” მოთამაშე სტენლი მეტიუზი გახდა.

თავდაპირველად ჟურნალისტებს ევროპულ კლუბებში მოთამაშე ევროპელი ფეხბურთელებისაგან შეეძლოთ არჩევანის გაკეთება. იმიტომაც იყო, რომ პელეს, მარადონას და მათ მასშტაბებთან მიახლოებულთ "ოქროს ბურთის” მიღების შანსი არ ჰქონდათ. 1995 წელს წესი შეიცვალა: ჯილდოს მიღება შეეძლო ევროპულ კლუბში მოთამაშე ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელს. იტალიის "მილანის” ლიბერიელი ფორვარდი ჟორჟ ვეა იმავე წელს გახდა პირველი არაევროპელი, ვინც პრიზს დაეუფლა.

2007 წელს, France Football-ის დაწესებული "ოქროს ბურთის” მინიჭების წესი კიდევ ერთხელ შეიცვალა: ამიერიდან მისი მოპოვება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მოთამაშე ფეხბურთელს შეუძლია. ამასთან დაკავშირებით შეიცვალა გამარჯვებულის დამსახელებელი ჟურნალისტების რაოდენობა: 52 ევროპული მედია-საშუალება გადაიზარდა მსოფლიოს 96 "სუბიექტამდე”, რომლებსაც წლის საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულის დასახელების უფლება აქვთ.

დღემდე "ოქროს ბურთი” 3-ჯერ აქვთ მიღებული: იოჰან კრუიფს, მიშელ პლატინის და მარკო ვან ბასტენს. ფრანგი პლატინი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ამ საპატიო ტიტულს ზედიზედ 3-ჯერ (1983, 1984, 1985) დაეპატრონა. 1997 წელს "ოქროს ბურთს” რონალდო დაეუფლა, რითაც ამ ტროფეის მფლობელი პირველი ბრაზილიელი გახდა. ყველაზე მეტჯერ კი "ოქროს ბურთს” გერმანელები ფლობდნენ - ხუთმა გერმანელმა სულ 7-ჯერ დაისაკუთრა ეს პრიზი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო გამარჯვებულს, ორგანიზატორთა შეთანხმებით, FIFA-ს "ოქროს ბურთის” მფლობელი ჰქვია. იგი ლიონელ მესია და 1989 წლის შემდეგ, როცა პრიზი ჰოლანდიელმა მარკო ვან ბასტენმა მოიგო, პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჯილდოს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 439 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა