მესის ინტერვიუ - 11 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 11 » მესის ინტერვიუ
21:17
მესის ინტერვიუ


- ლიონელ, რას გრძნობთ ახლა?

- ”ბედნიერი ვარ, თუმცა არ ველოდი, იქედან გამომდინარე, რომ ყველანი ჩავიზე და ინიესტაზე საუბრობდნენ. ისინიც იმსახურებდნენ ამ ჯილდოს იმ შესანიშნავი სეზონის გამო, რომელიც მათ ჩაატარეს. მათ მოიგეს მსოფლიოს ჩემპიონატი, რასაც ”ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობის დადგენაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ მეგონა, რომ რომელიმე მათგანი მიიღებდა ამ ჯილდოს. ეს შესანიშნავი სურპრიზია.”

- როგორ ფიქრობთ, რას გრძნობენ ისინი ახლა?

- ”არამგონია, რომ გულდაწყვეტილები იყვნენ. ის რომ ჩვენ სამივენი ფინალში გავედით იყო წარმატება ჩვენთვისაც და ჩვენი კლუბისთვისაც. ვფიქრობ, რომ დაჯილდოვებით ყველამ ვისიამოვნეთ.”

- თქვენ აშკარად თვლით, რომ ისინი იმსახურებდნენ ”ოქროს ბურთს”. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი გამარჯვება?

- ”ხალხმა ხმა ჩემს სასარგებლოდ მისცა და მე მათი მადლიერი ვარ. მე მეორედ დამასახელეს საუკეთესო ფეხბურთელად და ისეთივე გახარებული ვარ, როგორც პირველი გამარჯვებისას ვიყავი, შეიძლება უფრო ძალიანაც.”

- თვლით თუ არა, რომ თქვენმა თამაშმა სამხრეთ აფრიკაში თქვენზე უარყოფითად იმოქმედა?

- ”დიახ. ჩვენ ცუდად არ გვითამაშია, თუმცა ვერ მივაღწიეთ მთავარ მიზანს, ვერ გავხდით ჩემპიონები. ყველაზე ძალიან ამაზე მწყდება გული.”

- შეძლებთ თუ არა წელს ”კოპა ამერიკას” მოგებას?

- ”ეს არის ჩვენი მიზანი. რაც მთავარია ჩემპიონატი არგენტინაში იმართება. გამარჯვება კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, გულშემატკივრებისთვის და ჩვენთვის. ის საშუალებას მოგვცემს უფრო მომზადებულები შევხვდეთ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატს.”

- გამარჯვების შემთხვევაში, ალბათ თქვენს მიმართ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამო გამოთქმული კრიტიკა ერთგვარად შემსუბუქდება.

- ”დიახ. მე მინდა, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვო. ”კოპა ამერიკა” შესანიშნავი შესაძლებოლობა იქნება ჩემი მიზნის განხორციელებისთვის.”

- ვის უძღვნით ”ოქროს ბურთს”?

- ”ჩემს თანაგუნდელებს, ვინც დამეხმარნენ გამარჯვებაში, ჩემს ოჯახს და ყველას, ვინც მხარი დამიჭირა.”
კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 507 | დაამატა: chicharito | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 ResPecTaA   (12.01.2011 13:46) [Entry]
ვენაცვალე მაგარი ადამიანი ნუ ფეხბურთელობაზე არაფერს ვამბობ : biggrin

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა