''მოურინიო მართლაც საუკეთესოა'' - 12 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 12 » ''მოურინიო მართლაც საუკეთესოა''
16:49
''მოურინიო მართლაც საუკეთესოა''


მილანის ინტერის გამთამაშებელმა ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი და ამჟამად უკვე მადრიდის რეალის თავკაცი ჟოზე მოურინიო მართლაც მსოფლიოში საუკეთესოა. როგორც ვიცით, გუშინ ფიფამ პორტუგალიელი ტაქტიკოსი წლის მწვრთნელად დაასახელა, რასაც ეთანხმება ჰოლანდიელი ნახევამრცველი.
სნეიდერი მილანურ გრანდში სწორედ მოურინიომ მოიყვანა და არც შემცდარა, რადგანაც ჰოლანდიელი აღმოჩნდა ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იმ ტრიუმფისა, რაც ინტერმა გააკეთა. სნეიმ ამას მუნდიალის ფინალში გასვლა და იქ გატანილი 5 გოლი დაამატა, მაგრამ ამის მიუხედავად იგი ყველას გასაკვირად შეუმჩნეველი დარჩა.
თავისი ყოფილი მწვრთნელის წარმატებაზე კი "ნერიაძურის" ათიანმა შემდეგი განაცხადა: "მოურინიოსთან ერთად მე ავიხდინე ოცნება და მოვიგე ჩემპიონთა ლიგა. ძალიან მინდოდა ამისთვის სანაკრებო წარმატებაც დამემატებინა მუნდილაზე გამარჯვების სახით, თუმცა სამწუხაროდ ძალიან ცოტა დამაკლდა იქამდე."
"მინდა მოვულოცო მოურინიოს და მადლობა გადავუხადო მას ასეთი ბრწყინვალე წლისთვის ინტერში. ის მართლაც მსოფლიოში საუკეთესოა და ამას კიდევ არაერთხელ დაამტკიცებს." -დაასრულა სნეიდერმა.
კატეგორია: იტალია | ნანახია: 463 | დაამატა: chicharito | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა