ფიფას რეიტინგში უთამაშებლადაც დავწინაურდით - 12 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 12 » ფიფას რეიტინგში უთამაშებლადაც დავწინაურდით
20:44
ფიფას რეიტინგში უთამაშებლადაც დავწინაურდით


დღეს ფიფას ოფიციალურ საიტზე ეროვნული საფეხბურთო გუნდების მორიგი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელიც უწინდელისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა, ჩვენდა გასახარად, საქართველოს ნაკრებს კვლავ წინსვლა აქვს და ამჯერად 72-ე პოზიციას პოლონეთთან ერთად იკავებს.


რჩეულთა ათეულში ცვლილება მხოლოდ ევრო 2012-ის შესარჩევ ჯგუფში ჩვენმა მეტოქემ, ხორვატიის ეროვნულმა გუნდმა განიცადა, რომელმაც ეგვიპტის ნაკრებს ადგილი შეუცვალა და მეათე პოზიციიდან მეცხრეზე გადაინაცვლა.


"ფიფა კოკა-კოლას" რეიტინგს კვლავინდებურად მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი ლიდერობს, მას კუდში მუნდიალის ფინალისტი ჰოლანდია და გერმანია მოჰყვებიან.


როგორც ფიფას ოფიციალური საიტი იუწყება, რეიტინგის ზემო ნაწილში უცვლელი ვითარება იმითაა განპირობებული, რომ ბოლო თვეში წამყვან გუნდებს მატჩები არ ჩაუტარებიათ.


"ფიფა კოკა-კოლას" მორიგი რეიტინგი 2 თებერვალს გამოქვეყნდება.

კატეგორია: საქართველო | ნანახია: 383 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა