რაიან ჯოზეფ გიგზი(ვიკიპედია) - 9 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 9 » რაიან ჯოზეფ გიგზი(ვიკიპედია)
15:26
რაიან ჯოზეფ გიგზი(ვიკიპედია)


რაიან ჯოზეფ გიგზი
დაიბადა 1974 წლის,  29 ნოემბერს, უელსში, ქალაქ კარდიფში. გიგზის მამა ცნობილი რაგბის მოთამაშე დენი ვილსონი იყო, ხოლო დედა - ლინ გიგზი.

გიგზი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთერო მარცხენა გარემარბია. ახალგაზრდული კლუბიდან დაწყებული მან მთელი კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გატარა. ის მანჩესტერის ამჟამინდელ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზეა კლუბში გატარებული წლების მიხედვით, ხოლო შეხვედრებში მონაწილეობის მხრივ მესამე ადგილზეა კლუბის მთელი ისტორიის მანძილზე. გიგზი ასევე მანჩესტერ იუნაიტედის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. მას კლუბთან ერთად მოგებული აქვს:პრემიერ ლიგა 11-ჯერ, ასოციაიციის თასი 4-ჯერ, ლიგის თასი 3-ჯერ და ლიგის თასი ორჯერ.

გიგზი თამაშობდა უელსის ნაკრებში სანამ თავს დაანებებდა სანაკრებო დონეზე თამაშს 2007 წლის 2 ივნისს.იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფებბურთელი რომელსაც კი უელსის ნაკრებში უთამაშია.სხვა მარავალ ტიტულებთან ერთად, გიგზი დასახელებული იყო საფეხბურთო ლიგის 100 ლეგენდას შორის(უკანასკნელი მოქმედი ფეხბურთელია ამ სიაში).2005 წელს იგი ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა ინგლისურ ფეხბურთში შეტანილი წვლილისათვის.2009 წელს იგი დაასახელეს ბი–ბი–სი–ს წლის სპორტსმენად.

ადრეული წლები 

რაიან ჯოზეფ გიგზი დაიბადა წმინდა დევიდის საავადმყოფოში, უელსის დედაქალაქ კარდიფში.მამა, დენი ვილსონი, იყო ცნობილი რაგბისტი, დედა კი ლინ გიგზი.(ამჟამად ლინ ჯონსონი)ბავშვობაში გიგზი იზრდებოდა ელიში, დასავლეთ კარდიფის გარეუბანში,მაგრამ დროის დიდ ნაწილს ატარებდა დედის მშობლებთან და პენთრიბეინში მდებარე მათი სახლის წინ ქუჩაში ფეხბურთის თამაშში.1980 წელს, როდესაც გიგზი 6 წლის იყო,მამამისმა კონტრაქტი გააფორმა რაგბის კლუბ სვინთონთან,და მთელი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სალფორდში, მანჩესტერში. ეს მეტად ტრავმატული მოვლენა იყო გიგზისთვის რადგან მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბებია–ბაბუასთან, რომლებიც კარდიფში ცხოვრობდნენ.იგი ხშირად სტუმრობდა ბებია–ბაბუას შაბათ–კვირას, ან არდადეგებზე. გიგზი შერეული რასის ფეხბურთელია–ბაბუა მამის მხრიდან სიერა ლეონედან არის–გიგზი ხშირად საუბრობს რასიზმზე, რომლის მსხვერპლიც ის ბავშვობაში იყო. მანჩესტერში გადასვლის შემდეგ, გიგზი თამაშობდა ადგილობრივ გუნდში,დინს–ში, რომლის მწვრთნელი მანჩესტერ სიტის სკაუტი დენის სკოფილდი იყო. მისი პირველი შეხვედრა დინსის რიგებში სტრეტფორდ ვიქსის წინააღმდეგ დასრულდა მარცხით 9–0. მიუხედავად ამისა, ბევრი ამბობდა რომ გიგზი იმ დღეს მოედანზე საუკეთესო მოთამაშე იყო.სკოფილდმა რეკომენდაცია გაუწია გიგზს მანჩესტერ სიტისთან და მალე იგი მანჩესტერ სიტის საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა.ამასობაში, გიგზი აგრძელებდა თამაშს სალფორდელი ბიჭების რიგებში,რომლებიც გავიდნენ გრანადას სასკოლო თასის ფინალში, რომელიც უნდა გამართულიყო ენფილდზე 1987 წელს.გიგზი იყო სალფორდის გუნდის კაპიტანი, რომელმაც დაამარცხა მეტოქეები ბლექბერნიდან. თასი მას გადასცა ლივერპულის მთავარმა სკაუტმა რონ იეითსმა.იეითსზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გიგზის თამაშმა, და რეკომენდაციასაც გაუწევდა გიგზს ლივერპულის მწვრთნელ კენი დალგლიშთან,მაგრამ იმ დროისათვის გიგზი უკვე მანჩესტერ იუნაიტედის წევრი იყო. სანამ დინსში თამაშობდა, მას რეგულარულად აკვირდებოდა ადგილობრივი გაზეთების გამყიდველი და მანჩესტერ იუნაიტედის სტიუარდი ჰაროლდ ვუდი. ვუდი რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციას გიგზის შესახებ მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას,მაგრამ მათ არავინ გამოუგზავნიათ გიგზის სანახავად სანამ ვუდი პირადად არ ესაუბრა სერ ალექს ფერგიუსონს.ვუდმა უთხრა იუნაიტედის მწვრთნელს: "ის ამჟამად სიტიში ირიცხება,და თუ მას დაკარგავთ, ინანებთ." ფერგიუსონმა გაგზავნა სკაუტი დინსის თამაშზე, რომელიც ისე მოიხიბლა გიგზის თამაშით,რომ ეს საკმარისი გახდა იმისათვის რომ იუნაიტედს გიგზისთვის შეეთავაზებინა სინჯები 1986 წლის საშობაო პერიოდში.სინჯებამდე,გიგზი თამაშობდა მატჩს სალფორდელი ბიჭების შემადგენლობაში იუნაიტედის 15–წლამდელების წინააღმდეგ და ამ თამაშში შეასრულა ჰეთთრიკი. ფერგიუსონი მას თავისი ოფისის ფანჯრიდან აკვირდებოდა.1987 წლის 29 ნოემბერს, მის 14–ე დაბადების დღწზე, ფერგიუსონი მივიდა გიგზთან სახლში იუნაიტედის სკაუტ ჯო ბრაუნთან ერთად და შესთავაზა ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.გიგზი მაშინვე დათანხმდა. გიგზი ინგლისის ნაკრებში თამასობდა სანამ სკოლაში სწავლობდა(რაიან ვილსონის სახელით). მან ითამაშა უემბლის სტადიონზე გერმანიის წინააღმდეგ 1989 წელს.16 წლის ასაკში მან გვარი გამოიცვალა,როდესაც დედამისი ხელახლა გათხოვდა კაცზე სახელად რაიან ჯონსონი, რათა "მთელ მსოფლიოს გაეგო რომ იგი დედამისის შვილია". მისი მშობლები 2 წლით ადრე დაშორდნენ ერთმანეთს. ლორი მაქმენემიმ, ინგლისის 21–წლამდელების მაშინდელმა მწვრთნელმა გადაამოწმა შეეძლო თუ არა გიგზს ინგლისის ნაკრებში თამაში, მაგრამ აღმოჩნდა რომ გიგზს ინგლისელი ბებია–ბაბუა არ ჰყავდა, ამიტომ მას მხოლოდ უელსის სახელით თამაში შეეძლო.

მანჩესტერ იუნაიტედის პირველი გუნდი  

გიგზი პირველად ითამაშა პირველი გუნდის შემადგენლობაში 1990–1991 წლების სეზონში და 1991–92 წლების სეზონიდან გუნდის რეგულარული წევრი გახდა.იგი კლუბის რეკორდსმენია ჩატარებული შეხვედრების მიხედვით და ასევე ერთი მოთამაშის მიერ მოგებული გუნდური ტიტულების რაოდენობის მიხედვით.1992 წლიდან მოყოლებული, მან აიღო პრემიერ ლიგის გამარჯვებულის მედალი 11–ჯერ, ლიგის თასის მფლობელის მედალი 3–ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებულის მედალი 4–ჯერ და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის მედალი 2–ჯერ.ბოლო წლებში,გიგზმა მრავალჯერ უკაპიტნა გუნდს, განსაკუთრებით 2007–2008 წლების სეზონში, როდესაც კაპიტანი გარი ნევილი თამაშებში მონაწილეობას ვერ იღებდა ტრამვების გამო. გიგზი ერთადერთი ფეხბურთელია რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული და გოლი აქვს გატანილი პრემიერ ლიგის ყველა სეზონში.

 

სადებიუტო სეზონი  

გიგზი პროფესიონალი გახდა თავის 17–ე დაბადების დღეზე, 1990 წლის 29 ნოემბერს.ამ დროისთვის იგი უკვე მოიაზრებოდა ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად ინგლისურ ფეხბურთში ჯორჯ ბესტის შემდეგ.

იმ დროისათვის, იუნაიტედს ახალი მოგებული ჰქონდა ინგლისის ასოციაციის თასი–მათი პირველი მნიშვნელოვანი ტიტული მას შემდეგ რაც ალექს ფერგიუსონი მწვრთნელად დაინიშნა 1986 წლის ნოემბერში.ორი არადამაჯერებელი პრემიერ ლიგის სეზონის შემდეგ როცა მათ ჩემპიონატი ცხრილის შუაგულში დაამთავრეს, ბოლოს და ბოლოს ისინი იქცნენ რეალურ ძალად, რომელიც ლივერპულის და არსენალის დომინირებას ემუქრებოდა, თუმცა იმ სეზონში მხოლოდ მე–6 ადგილი დაიკავეს სატურნირო ცხრილში. ფერგიუსონი ეძებდა წარმატებულ მარცხენა ნახევარმცველს მას შემდეგ რას იესპერ ოლსენმა გუნდი დატოვა 2 წლით ადრე. თავიდან მან კონტრაქტი გაუფორმა რალფ მილნს, მაგრამ ეს მოთამაშე მანჩესტერის რიგებში წამატებული ვერ გახდა, ითამასა რა მხოლოდ ერთი სეზონი მანჩესტერის პირველი გუნდის შემადგენლობაში სანამ ფერგიუსონი საუთჰემპტონიდან დენი უოლესს გადმოიბირებდა 1989 წლის სექტემბერში.თუმცა, უოლესი ვერ ახერხებდა ეჩვენებინა ის თამაში, რომელმაც ის გადააქცია თავის დროის ერთ–ერთ ყველაზე რეიტინგულ განაპირა ნახევარმცველად. იმ როისათვის როდესაც გიგზი პროფესიონალი გახდა, უოლესს უკვე უწევდა 19 წლის ლიი შარპთან ჭიდილი მარცხენა ნახევარმცველის პოზიციის დასაკავებლად. გიგზის დებიუტი ოლდ ტრაფორდზე შედგა ევერტონის წინააღმდეგ 2 მარტს 1991 წელს, როდესაც მან შეცვალა დაშავებული მცველი დენის ირვინი მატჩში, რომელიც იუნაიტედმა დათმო ანგარიშით 2–0.თავის პირველივე თამაშში, გიგზის სახელზე ჩაწერეს პირველი გოლი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ თამაშში,რომელის იუინაიტედის გამარჯვებით დასრულდა 1–0 1991 წლის 4 მაისს.თუმცა როგორც შემდეგ გამოჩნდა, ეს გოლი კოლინ ჰენდრიმ საკუთარ კარში გაიტანა.გიგზი ვერ მოხვდა იმ 16 ფერხბურთელს შორის რომელმაც დაამარცხა ბარსელონა უეფას თასის მფლობელთა თასის ფინალში 11 დღის შემდეგ. ლიი შარპი, რომელმაც ამოაგდო შემადგენლობიდან დენი უოლესი, გამოვიდა მოედანზე როგორც იუნაიტედის მარცხენა გარემარბი, უოლესი კი მის შემცვლელად იქნა შეწრჩეული. გიგზი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა 1991–92 წლების სეზონის დასაწყისში, თუმცა ამვდროულად სარეზერვო გუნდშიც აგრძელებდა თამაშს და კაპიტანი იყო გუნდისა რომელიც შედგებოდა რამდენიმე ეგრეთ–წოდებული "ფერგის ბარტყებისგან" და რომელმაც მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი ახალგახრდათა შორის 1992 წელს. გიგზი ძირითადის წევრი გახვდა ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში, რაც მის ნიჭზე მიუთითებს. მან გზა გაუკვალა მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეებს.გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიგზი მაგალითს იღებდა გუნდის უფრო გამოცდილი მოთამაშეებისაგან როგორებიც იყვნენ ბრიან რობსონი. სწორედ რობსონმა ურჩია გიგზს აგენტი ჰარი სვეილსი, აგენტი რომელიც თვითონ კევინ კიგანისაგან ერგო. იმ სეზონში გიგზმა ითამაშა გუნდში რომელმაც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა ლიდს იუნაიტედის შემდეგ.ეს იყო ძველი პირველი დივიზიონის არსებობის ბოლო წელიწადი.მას შემდეგ მისი ადგილი პრემიერ ლიგამ დაიკარგა.მანჩესტერი სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში სათავეში ედგა სატურნირო ცხრილს, მაგრამ აპრილში ძალიან დაბალ დონეზე ჩატარებულმა რამდენიმე შეხვედრის მერე მათ ლიდსმა გადაუსწრო. გიგზმა პირველი მედალი 1992 წლის 12 აპრილს აიღო როდესაც იუნაიტედმა დაამარცხა ნოთინგემ ფორესტი ინგლისის ლიგის თასის ფინალში. ამ თამაშში გიგზმა საგოლე პასი გაუკეთა ბრაიან მაკლეარს, რომელმაც მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.სეზონის ბოლოს გიგზმა მიიღო პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრიზი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის–ჯილდო, რომელიც ერთი წლით ადრე მისმა კოლეგა ლიი შარპმა დაიმსახურა.

 

ადრეული კარიერა 

1992–93 წლების სეზონის დასაწყისისათვის,ახალ ჩამოყალიბებული პრემიერ ლიგის პირველ სეზონში, გიგზს უკვე დამკვიდრებული ჰქონდა ადგილი მანჩესტერის ძირითად მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე, და ცნობილი იყო როგორც ერთ–ერთი ყველაზე გასაოცარი ახალგაზრდა ფეხბურთელი ბრიტანულ ფეხბურთში. მან უდიდესი როლი ითამაშა მანჩესტერის მიერ პრემიერ ლიგის ტიტულის მოგებაში, რაც იყო პირველი გამარჯვება ლიგაში ბოლო 26 წლის განმავლობაში, თუმცა ცხრილის სათავეში ვერ მოექცნენ შობამდე,და ტიტულისათვის ბრძოლაში დაამარცხეს ასტონ ვილა და ბლექბერნ როვერსი, რომლებმაც დიდი თანხები დახარჯეს ამ სეზონის წინ, ასევე ჩემპიონობისათვის ყველასათვის მოულოდნელად მებრძოლი გუნდი ნორვიჩ სიტი. გიგზის გამოჩენამ და ერიკ კანტონას მოსვლამ განაპირობა მანჩესტერ იუნაიტედის დომინირება ახალ ლიგაში.მისი მწვრთნელი ძალიან მფარველობდა მას, საშუალებას არ ძლევდა გიგზს მიეცა ინტერვიუები სანამ ის 20 წლის გახდებოდა. ბოლოს თავისი პირველი ინტერვიუ გიგზმა ბი–ბი–სი–ს დეს ლინამს მისცა გადაცმისათვის "დღის მატჩი" 1994–94 წლების სეზონში.ამ სეზონში იუნაიტედმა დუბლი მოიგო და გიგზი მათი ერთ–ერთი გადამწყვეტი მოთამაშე იყო ერიკ კანტონასთან, პოლ ინსთან და მარკ ჰიუზთან ერთად. ლიი შარპს, ფეხბურთელს, რომლის პოზიცია ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე გიგზმა დაიკავა, ახლა უკვე ანდრეი კანჩელსკისთან ჰქონდა ჭიდილი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე.ორივე ამ ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში. გუნდი სათავეში ჩაუდგა სატურნირო ცხრილს მეოთხე თამაშის შემდეგ აგვისტოს ბოლოს და ეს ადგილი არავისთვის დაუთმიათ მთელი სეზონის განმავლობაში.გიგზმა ასევე ითამაშაინგლისის ლიგის თასის ფინალი სადაც მისი გუნდი დამარცხდა ასტონ ვილასთან 1–3,რამაც შეუძლებელი გახადა უპრეცედენტო სამი ტიტულის მოგება. გიგზს შესათავაზეს მრავალი ისეთი რამ რასაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჩვეულებრივ არ სთავაზობდნენ ხოლმე,მაგალითად საკუთარი სატელევიზიო შოუს წაყვანა"რაიან გიგზის საფეხბურთო ნიჭი" რომელიც ეთერში გავიდა 1994 წელს და ასევე გამოვიდა წიგნი ამ გადაცემათა სერიაზე დაყრდნობით.გიგზი ასევე მონაწილეობდა პრემიერ ლიგის გლობალური იმიჯის ასამაღლებელ კამპანიაში. პრემიერ ლიგა ცდილობდა ახალი იმიჯის შექმნას ჰულიგანიზმით დამძიმებული 1980–იანი წლების მერე. გიგზი გამოჩნდა უამრავ საფეხბურთო და ახალგაზრდული ჟურნალის გარეკანზე,მისი სახელი თანდათან ცნობადი ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა მისი პერსონისადმი ყურადღება აეცილებინა თავიდან, ის გადაიქცა თინეიჯერების კერპად. ერთხელ მას "პრემიერ ლიგის პირველი პოსტერების ბიჭიც" კი უწოდეს.მას თვლიდნენ პირველ ფეხბურთელად რომელმაც ხალხის წარმოსახვა დაიპყრო ჯორჯ ბესტის შემდეგ. ბესტიც და ჩარლტონიც სწორედ გიგზს მიიჩნევდნენ მათ რჩეულად, მოდიოდნენ საწვრთნელ ბაზაზე მის საყურებლად, ერთხელ ბესტმა იხუმრა კიდეც: "ერთ დღეს იტყვიან რომ მე ვიყავი ახალი რაიან გიგზი." მისმა უზარმაზარმა პოპულარობა ფეხბურთის გულშემატკივრობის ისტორიაში ახალი ეპოქის მაუწყებელი იყო და მას ახასიათებდნენ როგორც "ბიჭს, რომელმაც მილიონობით უდანაშაულო თინეიჯერის გული გადააქცია იუნაიტედის გულშემატკივრად."ის საფეხბურთო არენაზე გამოვიდა 1990–იან წლებში როდესაც ფეხბურთი იძენდა მეტ და მეტ პოპულარობას და როდესაც გიგზისნაირ და ლივერპულელ ჯეიმი რედნაპისნაირ ფოტოგენურ ახალგაზრდა მოთამაშეებს პოპ ვარსკვლავებივით სცემდნენ თაყვანს. გიგზი ავლენდა ისეთ უნიკალურ ნიჭს , რომ მისი თანაგუნდელი პოლ ინსი ხშირად იყენებდა სიტყვებს "გენიოსი" და "ჯადოქარი" გიგზის დახასიათებისას, გარი პალისტერი კი აღნიშნავდა რომ იუნაიტედის მცველებს "ძარღვების გადაკვანძვა ემართებოდათ როცა ცდილობდნენ გიგზის შეჩერებას." მისი უფროსი თანაგუნდელები მოიხიბლნენ მისით სანამ მას დებიუტი ექნებოდა პირველ გუნდში,გამუდმებით ეკითხებოდნენ მწვრთნელს თუ როდის მისცემდა გიგზს ვპირველ გუნდში თამაშის საშუალებას. როგორც სტივ ბრიუსი ამბობს,"როცა რაიანი დარბოდა,ის ქარს ჰგავდა.ისეთი მსუბუქი ნაბიჯები ჰქონდა, რომ მის მიახლოებასაც ვერ იგებდი.მას ბუნებრივად შეეძლო ტანის მიბრუნება ბურთთან ერთად, რაც მხოლოდ დიად ფეხბურთელებს თუ შეუძლიათ. არ მინდა უპატივცემულობაში ჩამეთვალო დევიდ ბექჰემისა და სქოულზის მიმართ, მაგრამ ის ერთად–ერთი იყო, ვისაც მაშინვე ეტყობოდა რომ სუპერ ვარსკვლავი გახდებოდა". გიგზი ერთ–ერთი საუკეთესო ბომბარდირი გამოდგა, ბევრი მისი დაუვიწყარი გოლი შევიდა "სეზონის გოლებში" მის საუკეტესო გოლებად ითვლება მისი გოლები ქვინს პარკ რეინჯერსის წინააღმდეგ 1993 წელს,ტოტენჰემის წინააღმდეგ 1994–ში, ევერტონთან 1995–ში, ქოვენთრისთან 1996–ში, და ყველაზე შესანიშნავი მათ შორის, მისი სოლო გოლი არსენალის წინააღმდეგ 1999 წლის ასოციაციის თასის ნახევარ ფინალის გადათამაშებაში. დამატებით დროში, გიგზმა ბუთი მიიღო მას სემდეგ რაც პატრიკ ვიერამ დაკარგა იგი,შემდეგ დაიძრა ბურთთან ერთად ცენტრალური ხაზიდან,მოატყუა არსენალის მთელი დაცვა, ტონი ადამსის, ლიი დიქსონის და მარტინ კეონი ჩათვლით სანამ მარცხენა ფეხით დარტყმას შეასრულებდა რომელმაც ზუსტად დევიდ სიმენის კარის ძელს ქვეშ გაიარა ისე რომ მეკარე მას ვერ მისწვდა. ეს არის ბოლო გოლი რომელიც კი გატანილ იქნა საოციაციის თასის ნახევარფინალის გადათამაშებაში რადგან, შემდეგი სეზონიდან ასოციაციის თასის ნახევარ ფინალები ერთმატჩიანია, საჭიროების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი დრო და 11–მეტრიანების სერია. 1994–95 წლების სეზონში ტრამვის გამო გიგზმა მხოლოდ 29 მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში და გაიტანა 1 გოლი, მაგრამ სეზონის ბოლოს აღიდგინა ფორმა,თუმცა უკვე ძალიან გვიან იყო დახმარებოდა მანჩესტერს რაიმე ტიტულის მოგებაში.მათ ვერ შეძლეს ვესტ ჰემის დამარცხება ჩემპიონატის ბოლო მატჩში, რამაც საშუალება მისცა ბლექბერნს მოეგო პრემიერ ლიგა. ერთი კვირის შემდეგ, გიგზი შეცვლაზე გამოვიდა ასოციაციის თასის ფინალში ევერტონის წინააღმდეგ, მაგრამ იუნაიტედი დამარცხდა 1–0.ეს მძიმე სეზონი იყო როგორც კლუბისთვის, ისე გიგზისათვის,რადგან იგი არ იყო ერთად–ერთი მნისვნელოვანი ფეხბურთელი რომელიც ტრამვების გამო ვერ იღებდა მონაწილეობას მნისვნელოვან თამაშებში. როი კინი, ლიი შარპი და ანდრეი კანჩელსკისი ტრამვების გამო ვერ იღებდნენ მონაწილეობას, ერიკ კანტონამ კი გამოტოვა სეზონის ბოლო ოთხი თვე(და შემდეგი სეზონის 6 თვე) მას შემდეგ რაც აუკრძალეს ფეხბურთის თამაში იანვრის ბოლოს კრისტალ პალასთან შეხვედრაში მომხდარი ინცინდენტის გამო. 1995 წლის სეზონის ბოლოს მანჩესტერმა გაყიდა პოლ ინსი, მარკ ჰიუზი და ანდრეი კანჩელსკისი და სემდეგი სეზონი ისე დაიწყო რომ არავინ უყიდია, თუმცა წინა სეზონის შუაგულში რეკორდულ თანხად, 7 მილიონ ფუნტად დაიმატეს ენდი კოული. 1995–1995 წლების სეზონში,გიგზმა აღიდგინა ფორმა და გადამწყვეტი როლი შეასრულა იუნაიტედის მიერ უნიკალური მეორე დუბლის მოგებაში. მისი გოლი ევერტონის წინააღმდეგ გუდისონ პარკზე 1995 წლის 9 სექტემბერს ნომინირებულ იქნა "სეზონის გოლის" ჯილდოზე, თუმცა იგი დამარცხდა რადგან კენჭისყრაში გაიმარჯვა მანჩესტერ სიტის მოთამაშის, გიორგი ქინქლაძის გოლმა. ამ წლის ნოემბერში გიგზმა გაიტანა 2 გოლი პრემიერ ლიგის მატჩში საუთჰემპტონის წინააღმდეგ, რომელიც, ზოგის აზრით მისი საუკეთესო თამაში იყო სეზონში,რომელიც იუნაიტედმა მოიგო 4–1 განაგრძო ნიუქასლ იუნაიტედის დევნა, რომელიც 10 ქულით უსწრებდა მანჩესტერს 23 დეკემბრისათვის,თუმცა ბოლოს მანჩესტერმა გადაუსწრო მას მარტის შუა რიცხვებში. გიგზი ასევე მონაწილეობდა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში 1996 წლის 11 მაისს, როსესაც მანჩესტერმა ლივერპული დაამარცხა. გამარჯვების გოლი მატჩის ბოლოს ერიკ კანტონამ გაიტანა. ამ დროისათვის გიგზს რამდენიმე ახალი თანაგუნდელი ჰყავდა სარეზერვო გუნდიდან გადმოსული ახალგაზრდა ფეხბურთელების გარი ნევილის, ფილ ნევილის, ნიკი ბატის,დევის ბექჰემის და პოლ სქოულზის სახით.დევიდ ბექჰემმა დაიკავა ანდრეი კანჩელსკისის ადგილი ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე და ბატმა შეცვალა პოლ ინსი ნახევარდაცვის ცენტრში როი კინის და გიგზის მხარდამხარ.ეს ნახევარდაცვის ხაზი უკეთესად ითვლებოდა ვიდრე ის, რომელშიც კანჩელსკისი და ინსი თამაშობდნენ. მომდევნო სეზონში,გიგზს მიეცა პირველი ნამდვილი შესაძლებლობა გაებრწყინა ევროპაში. ითამაშა რა გადამაწყვეტი როლი იუნაიტედის მიერ მესამე პრემიერ ლიგის ტიტულის მოგებაში, ის ასევე დაეხმარა გუნდს გასულიყო უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში. ეს პირველი შემთხვევა იყო ბოლო 28 წლის განმავლობაში როცა იუნაიტედმა ეს მოახერხა. თუმცა, გუნდის იმედები მიეღწია წარმატებისათვის ევროპაში ჩაშალა დორტმუნდის ბორუსიამ, რომელმაც გამოთიშა ისინი ტურნირიდან, მოიგო რა ორივე მატჩი ანგარიშით 1–0. 1997–98 წლებში იუნაიტედმა ლიგა დაუთმო არსენალს,მარტიდან აპრილის დასაწყისამდე საშინლად ჩატარებული მატჩების შედეგად.1989 წლის შემდეგ ეს მეორე სეზონი იყო, როდესაც მათ ვერაფერი ვერ მოიგეს.მომდევნო სეზონში, გიგზმა ბევრი მატჩი გამოტოვა ტრამვების შედეგად, მაგრამ როცა ტრამვა არ ჰქონდა, ბრწყინვალედ თამაშობდა. მან ითამაშა იუნაიტედის მიერ ჩატარებულ ორივე თასის ფინალში.სამახსოვრო მომენტები იყო მისი გოლი არსენალის წინააღმდეგ დამატებით დროში რომლის წყალობით მანჩესტერმა 2–1 მოიგო, და გოლი რომელმაც საშუალება მისცა მანჩესტერს გაეთანაბრებინა ანგარიში უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში იუვენტუსის წინააღმდეგ.ეს თამაში ფრედ 1–1 დამთავრდა,ორი კვირის შემდეგ გამართული საპასუხო მატჩი ტურინში კი მანჩესტერის გამარჯვებით ანგარიშით 3–2, მატჩი, რომელშიც გუნდმა შეძლო აღმოეფხვრა 2–გოლიანი უპირატესობა რომელიც იუვენტუსმა თამაშის დასაწყისში მოიპოვა. 1998–99 სეზონის გადამწყვეტი მომენტი დადგა როდესაც გიგზმა საგოლე პასი გაუკეთა ტედი შერინგემს, რომელმაც გაათანაბრა 1999 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში.თავდამსხმელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა გაიტანა გამარჯვების გოლი მატჩის ბოლო წუთზე. გიგზი გახდა თამაშის საუკეთესო მოთამაშე,როდესაც იუნაიტედმა დაამარცხა პალმეირასი და მოიპოვა საკონტინენტთაშორისო თასი იმავე წლის ბოლოს. ამ პერიოდისთვის იგი ნაკლებად პოპულარული გახდა მედიაში,რადგან ასპარეზზე გამოჩნდა დევიდ ბექჰემი, რომელიც მოექცა უპრეცედენტო მედია ყურადღების ცენტრში მოედანზე თუ მის ფარგლებს მიღმა.

2000-ის მერე 

გიგზი გადაიქცა იუნაიტედის ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელად მას შემდეგ რაც დენის ირვინმა დატოვა გუნდი 2002 წლის მაისში,ის გადაიქცა გუნდის წამყვან ფიგურად თუმცა ჯერ ისევ ძალიან ახალგაზრდა იყო.გიგზი საუკეთესო თამაშს აჩვენებდა 1999 წლის ტრიუმფის შემდეგ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამ 4 წლის განმავლობაში, იუნაიტედმა სამჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, ასევე მიაღწია უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალს სამჯერ და ნახევარ–ფინალს ერთხელ.გიგზმა თავისი გუნდში ყოფნის 10 წლისთავი იზეიმა ოლდ ტრაფორდზე, ცელტიკის წინააღმდეგ გამართულ მატჩში 2001–2002 სეზონის დასაწყისში. თუმცა, ეს სეზონი ერთ–ერთი ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა იუნაიტედისთვის,ტიტული დათმეს და ჩემპიონთა ლიგიდანაც ლევერკუზენის ბაიერმა გამოთიშა. ერთი წლის შემდეგ, 2002 წლის შემოდგომაზე, გიგზმა გაიტანა მისი მეასე გოლი სტემფორდ ბრიჯზე ჩელსისთან ფრედ დამთავრებულ შეხვედრაში. 2004 წლის 22 მაისს მა მეოთხედ მოიპოვა ინგლისის ასოციაციის თასი და გახდა ერთ–ერთი იმ ორი ფეხბურთელიდან რომელსაც ეს ტიტული ოთხჯერ აქვს მოგებული მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში.(მეორე როი კინი იყო).2004 წლის სექტემბერში,ლივერპულთან გამარჯვებამ გახადა იგი მესამე ფეხბურთელად, რომელსაც 600 თამაში ჩაუტარებია მანჩესტერის მაისურით ბობი ჩარლტონის და ბილ ფოულკსის შემდეგ.ის ასევე გახდა ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრი 2005 წელს, რითაც დაფასდა ინგლისურ ფეხბურთში მის მიერ შეტანილი წვლილი. ამ სეზონის შემდეგ, გიგზმა 2 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი იუნაიტედთან. იმ დროიდან მოყოლებული კიდევ სამ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და იუნაიტედის რიგებში სულ მცირე 2011 წლის ივნისამდე. 2007 წლის 6 მაისს, ჩელსის 1–1 ითამაშა არსენალთანდა მანჩესტერ იუნაიტედი გახდა ინგლისის ჩემპიონი.გიგზმა ახალი რეკორდი დაამყარა–ცხრაჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული,დაამხო რა მანამდე არსებული რეკორდი –8 ტიტული–რომელიც ეკუთვნოდათ ალან ჰანსენს და ფილ ნილს(ლივერპული). გიგზმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო 2007 წლის ინგლისის სუპერთასის შეხვედრა, რომელიც იუნაიტედმა მოიგო. გიგზმა პირველ ტაიმში გაიტანა, ძირითადი დრო 1–1 დამთავრდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი წითელმა ეშმაკებმა იმარჯვეს მას შემდეგ რაც მეკარე ვან დერ სარმა აიღო ჩელსის პირველი სამი თერთმეტმეტრიანი დარტყმა. გიგზმა გაიტანა თავისი მეასე გოლი პრემიერ ლიგაში დერბი ქაუნთის წინააღმდეგ 2007 წლის 8 დეკემბერს,თამაშში რომელიც დასრულდა იუნაიტედის გამარჯვებით ანგარიშით 4–1.2008 წლის 20 თებერვალს მან მეასე თამაში ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაში ლიონის წინააღმდეგ მატჩში და 2008 წლის 11 მაისს მან შეცვალა პარკ ჯი სუნი რითაც გაუთანაბრდა სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს –758 თამაში მანჩესტერის რიგებში.ამ თამაშში გიგზმა გაიტანა მეორე გოლი და მოიგო მეათე პრემიერლიგის ტიტული.ათი დღის შემდეგ, 2008 წლის 21 მაისს,გიგზმა დაამხო სერ ბობი ჩარლტონის გუნდის შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობის რეკორდი როდესაც 87–ე წუთზე პოლ სქოულზი შეცვალა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩელსის წინააღმდეგ. იუნაიტედმა მოიგო ის ფინალი, დაამარცხა რა ჩელსი 6–5 თერთმეტმეტრიანების სერიაში, მას შემდეგ რაც ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1–1 დასრულდა.გამაჯვების მომტანი პენალი გაიტანა და სტივ მაქმანამანთან და თანაგუნდელ ოუენ ჰარგრივზთან ერთად გახდა ბრიტანელი ფეხბურთელი, რომელსაც უთამაშია და გაუმარჯვია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთზე მეტჯერ.გიგზმა აღმართა ჩემპიონთა თასი რიო ფერდინანდთან ერთად, რადგან კაპიტანმა გარი ნევილმა ტრავმის გამო მთელი სეზონი გამოტოვა. 2008–2009 წლების სეზონის დასაწყისში, სერ ალექს ფერგიუსონი გიგზს ათამაშებდა ნახევარდაცვის ცენტრში, თავდამსხმელების უკან,და არა მის საყვარელ პოზიციაზე. გიგზი კარგად მოერგო ამ ახალ პოზიციას და ორი საგოლე პასი გააკეტა ამდენივე თამაშში, მიდლსბროსა და ააბორგის წინააღმდეგ.სერ ალექს ფერგიუსონმა ინტერვიუში განაცხადა:"რაიანი ფასდაუდებელი ფეხბურთელია.ნოემბერში ის 35 წლის გახდება, მაგრამ ამ ასაკშიც კი მას სეუძლია იუნაიტედის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყოს.25 წლის ასაკში, რაიანი მცველებს თავზარს სცემდა თავისი ფლანგური გარღვევებით, მაგრამ 35 წლის ასაკში ის უფრო სიღრმიდან ითამაშებს." გიგზმა გაიარა სამწვრთნელო კურსები და ალექს ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ სურს გიგზი იხილოს მის სამწვრთნელო შტაბში ოლე გუნარ სოლსკიაერის მსგავსად. 2009 წლის თებერვალში გიგზმა გაახანგრძლივა კონტრაქტი ერთი წლით. წარმატებული სეზონის შემდეგ, გიგზი 4 მანჩესტერელ თანაგუნდელთან ერთად ნომინირებულ იქნა პრემიერლიგის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე.2009 წლის 26 აპრილს, გიგზმა მიიღო ეს ჯილდო, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 12 თამაში დაიწყო ძირითად შემადგენლობაში 08/09 წლების სეზონში. მისი კარიერის მანძილზე გიგზმა პირველად მიიღო ეს ჯილდო. გიგზმა მანჩესტერის შემადგენლობაში 800–ე თამაში ჩაატარა 2009 წლის 29 აპრილს,როდესაც მანჩესტერმა 1–0 დაამარცხა არსენალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. 2009 წლის 16 მაისს, მანცესტერ იუნაიტედმა მიოგო პრემიერ ლიგა არსენალთან ფრედ ჩატარებული მატჩის შემდეგ. ეს მანცესტერისთვისაც და გიგზისთვისაც პრემიერ ლიგის მე–11 ტიტული იყო. გიგზმა თავისი პირველი ჰეთთრიკი გაიტანა სეზონის წინა მოსამზადებელ ამხანაგურ თამაშში ჰანგჟოუ გრინთაუნის წინააღმდეგ. 2009 წლის 12 სექტემბერს, გიგზმა გაიტანა იუნაიტედის პირველი გოლი ტოტენჰემ ჰოტსპურთან 3–1 გამარჯვების მატჩში უაით ჰართ ლეინზე და ამით გააგრძელა თავისი რეკორდი–მას გოლი აქვს გატანილი პრემიერ ლიგის ყველა სეზონში მისი შემოღების მერე და ის ერთად–ერთი ფეხბურთელია ვისაც ეს გაუკეთებია.ჩემპიონთა ლიგის სეზონის პირველ მატჩში ,ვოლფსბურგის წინააღმდეგ,გიგზმა იუნაიტედის რიგებში 150–ე გოლი გაიტანა და გახდა მხოლოდ მეცხრე ფეხბურთელი ვისაც ამ შედეგისათვის მიუღწევია. ეს ნიშნავდა, რომ გიგზს გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგის თოთხმეტივე სეზონში, რომელშიც კი მას მონაწილეობა მიუღის. ამ გოლით ის გაუთანაბრდა რაულს,რომელმაც იგივე რეკორდი 15 დღით ადრე დაამყარა.2009 წლის 28 ნოემბერს, მან გაიტანა მეასე გოლი პრემიერ ლიგაში, ყველა მათგანი მანჩესტერის რიგებში. 2009 წლის 30 მოემბერს, საკუთარი 36–ე დაბადების დღის მეორე დღეს,გიგზი ნომინირებულ იქნა ბი–ბი–სის წლის სპორტსმენის ჯილდოზე.13 დეკემბერს, გიგზმა მოიგო ეს ჯილდო.2009 წლის 18 დეკემბერს, გიგზმა ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი კლუბთან.კონტრაქტის მიხედვით, ის კლუბში რჩება 2011 წლის ივნისამდე.

კატეგორია: ინგლისი | ნანახია: 537 | დაამატა: RooneyChichaGiggsFan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა