როგორი კოცნა იცის ფეხბურთელმა?! - 5 თებერვალში 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » თებერვალი » 5 » როგორი კოცნა იცის ფეხბურთელმა?!
01:34
როგორი კოცნა იცის ფეხბურთელმა?!


საინტერესოა როგორი კოცნა იციან მსოფლიო დონის ფეხბურთელებმა.. შემტევი, თავდაცვითი, მიმზიდველი მანევრებით თუ უბრალოდ ერთი მოძრაობით სასურველი შედეგი?!
ამის გასარკვევად ინტერნეტ ჟურნალმა Mirrorfootball 10 ყველაზე განსხვავებული და პარტნიორისთვის დასამახსოვრებელი კოცნა გამოავლინა, რომელიც ამა თუ იმ ფეხბურთელის სახელთანაა დაკავშირებული. მაშ ასე, დავიწყოთ ბოლოდან:
10. დიეგო მარადონა და როსაზ მუნიზი (2009 წელი)
"მარადონამ კოცნა მომპარა! ხახვის გემო ჰქონდა. ვეცადე ეს საშინელი შეგრძნება მსუბუქი სასმელის მიღებით მომეხსნა, მაგრამ უშედეგოდ”.
9. დვაით იორკი და ემა ჯონსი (2003 წელი)
"სახლი არ იყო, ეს უზარმაზარი სასახლე გახლდათ. წყლის საწოლი, რომელიც შავი თეთრეულით იყო დაფარული ოთახის ცენტრში იდგა, ამ ადგილს დვაითი "სიყვარულის საკურთხეველს” უწოდებდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მის ოთახში ყველა ატრიბუტი იყო ბოძზე მოცეკვავისთვის. რაღა ბევრი გავაგრძელო და აქ შედგა ჩვენი პირველი კოცნა და არა მხოლოდ კოცნა..
8. კრისტიანო რონალდო და ჯული ჰოუკინსი (2004 წელი)
"ვფიქრობდი კრისტიანო ძალიან მაგარი ტიპი იყო თუ მის თმას არ ჩავთვლით, რომელიც ლობიოს ფოჩებს მაგონებს. მის ოთახში რომ ავედით უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რატომღაც ვერ გავუგეთ ერთმანეთს და დაბნეულებმა ტელევიზორში მაიმუნებზე დოკუმენტური ფილმის ყურება დავიწყეთ.
თითქოს მაიმუნების ყურებამ მასში რაღაც გააღვიძა, უცბად მომიახლოვდა და "მაიმუნურად” მაკოცა. არც მე დავრჩი ვალში. კოცნამ სექსი მოიტანა.. მაგრამ ისიც მაიმუნებით შთაგონებული, "მაიმუნურად”.
7. რობი ფაულერი და ემი კილფოილი (1996 წელი)
"მე მაგიდაზე ვიჯექი. რობი უცბად შემოვიდა ოთახში, ხელში ამიტაცა და სამზარეულოში შემიყვანა. ძირს რომ ჩამომსვა დაიყვირა "იატაკზე დაწექი!”.. შევშინდი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა მაგრამ შევასრულე ბრძანება. მერე აღმოჩნდა რომ რობიც ჩემს გვერდით იწვა.. ჰოდა ვაკოცეთ”.
6. რიო ფერდინანდი და ლაურენ ალკორნი (2006 წელი)
"რიო არ არის ის ადამიანი, რომელიც ადვილად ხარჯავს ფულს. ყველას ჰგონია ხელგაშლილი, არადა არ იციან რა ძუნწია. საქმე როცა სასმელის ყიდვაზე მიდგება, მორიგეობას იმიზეზებს და გამოდის ისე, რომ სულ ჩემი ყიდვის დროა.
ვინ დაიჯერებს, კაცი რომელიც კვირაში 100 000 ფუნტს შოულობს ასე ცხოვრობს.. იგივეს ვერ ვიტყვი კოცნაზე, ამ დროს ის ძალიან გულუხვია”.
5. ლი შარპი და კეტრინ შოუ (2005 წელი)
"ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ოფიციალური წყვილი. ვხვდებოდით დასალევად, ვსაუბრობდით და სექსიც გვქონდა. მანჩესტერსა და ლიდს შორის გზაზე ერთი ბარია, ჩვენი საყვარელი ადგილი. იქ მივდიოდით და ვაკეთებდით იმას რაც გვინდოდა.. კოცნა?! მე მომწონს.
4. ნიგელ ქუაში და კლარა ფორდამი (2007 წელი)
"ჩვენი კოცნა კარგად მახსენდება.. მაგრამ სექსი?! საშინელი.. ახლა არ ვიცი რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, მაგრამ მასთან ყოფნისას ის პერიოდი დაემთხვა, როცა ტრავმა ჰქონდა.. გახსენებაც არ მინდა”.
3. სვენ გორან ერიქსონი და ფარია ალამი (2004 წელი)
"ჩვენი კოცნა მე კიბეზე მახსენდება.. ყველაზე რომანტიული მომეჩვენა. ამის გაგრძელება რათქმა უნდა სექსი იყო, სად?! ისიც კიბეზე”.
2. დვაით იორკი და ლინ ისთვუდი (1999 წელი)
"ღამის კლუბში გავიცანი, ფოსტალიონი ვარო. არ დავეჭვებულვარ, ყველა ესალმებოდა და მითხრა ეს იმიტომ, რომ მათთან წერილები მიმაქვსო.. ფოსტალიონს კარგი კოცნა სცოდნია! მეორე დღეს დამირეკა და გამომიტყდა, რომ ფეხბურთელი იყო”.
1. ეშლი კოული და ემი ვალტონი (2008 წელი)
"რაღაც უცნაური და საშინელი იყო.. ყველაფერი კარგად დაიწყო, მაკოცა, ვაკოცე, მაგრამ რამდენიმე წუთში ცუდად გახდა და გული აერია.. დამენანა ხალიჩა. მერე გაიქცა კბილები გამოიხეხა და საწოლში შემომიწვა.”

კატეგორია: საფეხბურთო იუმორი | ნანახია: 471 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
0  
3 LiverPooLa   (05.02.2011 17:13) [Entry]
ბიჭო რონალდუ მაგარი იყო მაიმუნად აკოცა:დ:დ:დ

რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა