რუნის საინტერესო ინტერვიუ - 16 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 16 » რუნის საინტერესო ინტერვიუ
01:36
რუნის საინტერესო ინტერვიუ


- უეინ დაასახელეთ მცველი, რომლის წინააღმდეგაღაც ყველაზე მეტად გიჭირთ თამაში.
- რთულია არჩევანის გაკეთება. იმდენი კარგი მცველის წინააღმდეგ მითამაშია, რომ ერთის გამოყოფა მართლაც ძნელია, მაგრამ თუ მაინც და მაინც ერთი უნდა გამოვარჩიო, ჯონ ტერის დავასახელებდი. ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და მინდორზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. მიხარია, რომ ინგლისის ნაკრებში ჩემთან ერთად თამაშობს. როდესაც ტერი დაცვაში დგას, მშვიდად შეგიძლია შეტევაზე იფიქრო, ვიინაიდან დაცვაში ყველაფერი წესრიგშია.
- მსაფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებიდან, რომლის ხილვა გსურთ "მანჩესტერის" მაისურით?
- გუნდში ფეხბურთელების აყვანა ჩემი საქმე არაა, ეს გუნდის ხელმძღვანელობას და სერ ალექსს ევალებათ. მე კი არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია. სტივენ ჯერარდი ფანტასტიკური თანაგუნდელია, ნაკრებში მასთან ერთად თამაში სიამოვნებას მანიჭებს და ცხადია, გამიხარდებოდა "მანჩესტერშიც" ჩემთან ერთად რომ იყოს. სამწუხაროდ, ეს არარეულურია, ვინაიდან სტივი ჯი "ლივერპულის" ერთგულია. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ზინედინ ზიდანის გვერდით, მის წინააღმდეგ მითამაშია და ამანაც კი სიამოვნება მომანიჭა. აგრეთვე მინდა გამოვყო ტეო უოლკოტი, ასეთი სწრაფი ფეხბურთელი არც კი მინახავს.
- რა უთხარით კარლოს ტევესს, როდესაც ინგლისის ლიგის თასის მატჩში "მანჩესტერის" კარში პენალტის დარტყმას აპირებდა?
- რა უნდა მეთქვა, ცხადია არ მითქვამს მიდი კარლოს გოლი გაგვიტანეო.
- 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შემდეგ თქვენ და კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრეთ იმ ინციდენტზე, რომელიც პორტუგალია-ინგლისის მატჩში მოხდა, თუ გუნდში დაბრუნების შემდეგ ისე იქცეოდით ვითომდა არაფერი მომხდარა?
- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გამიმართლა. ანალოგიური ინციდენტი 1998 წელს დევიდ ბექჰემს შეემთხვა და მედიამ დევიდს ამის შემდეგ ყველა ამქვეყნიური ცოდვა დააბრალა, მე კი წითელი ბარათის მიღების გამო არც კი გავუკიცხივარ. რაც შეგვეხება მე და კრიშტიანუს, იმ თამაშის დასრულებისთანავე ერთმანეთს ტელეფონით ვესაუბრეთ, შემდეგ გუნდში დავბრუნდით. სერ ალექსმა ორივეს დაგვიძახა და გვითხრა, არ მიაქციოთ ყურადღება იმ ჭორებს რაც თქვენზე დაიწერებაო. მე და კრიშტიანუმ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ამით ყველაფერი დასრულდა. რონალდუ კარგი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია, მასთან თამაში ყოველთვის მსიამოვნებდა.
- თქვენი აზრით, ვინ არის უკეთესი კრიშტიანუ რონალდუ თუ ლეო მესი?
- კრიშტიანუსთან ერთად ვთამაშობდი და ვიცი, რომ მას მინდორზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. იგი ტოპ კლასის ფეხბურთელია და ეს "რეალშიც" გამოჩნდა. მესი? იცით ამ ფეხბურთელს რომ ვუყურებ, მგონია ბურთი ფეხზე აქვს მიწეპებული. გენიალურია, მისი თამაში მხოლოდ მე როდი მანიჭებს სიამოვნებას. რონალდუ და მესი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, ამავდროულად ორივე გენიოსია და რა კარგი იქნებოდა ორივე რომ ჩემი თანაგუნდელი იყოს.

- "მანჩესტერმა" თქვენი გაყიდვა რომ ისურვოს, რომელ კლუბში არჩევდით გადასვლას? ითამაშებდით თუ არა რომელიმე ინგლისურ კლუბში?
- სანამ მწვრთნელი არ მეტყვის წადი აქედანო, მე "მანჩესტერის" ფეხბურთელი ვიქნები. საწვრთნელ ბაზასთან ახლოს ვცხოვრობ, კლუბში ყველაფერი მაკმაყოფილებს და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ამ კლუბში ფეხბურთელად და პიროვნებად ჩამოვყალიბდი, ამაში უდიდესი წვლილი სერ ალექს ფერგიუსონს მიუძღვის. გავიმეორებ კლუბის დატოვება არ მიფიქრია და არც ვიფიქრებ.
- რა მოხდება თქვენი ვაჟი "ლივერპულის" ფანი რომ გახდეს?
- აბა რას ამბობთ. მე და ჩემი ოჯახი "ევერტონის" ქომაგები ვართ. "ლივერპული"? გამორიცხულია. ჩემი ბიჭი ისეთ ატმორსფეროში იზრდება, რომ "ლივერპულის" ფანი ვერ გახდება და თუ ეს მაინც მოხდა, მაგრად მოხვდება. ვხუმრობ რა თქმა უნდა.
- რას იტყვით დიმიტარ ბერბატოვის შესახებ. მას საკმაოდ ხშირად აკრიტიკებენ?
- საერთოდ თავდამსხმელებს კარგი და ცუდი პერიოდები გვაქვს. ზოგჯერ არ გიმართლებს და ვერ გაგაქვს გოლები მაშინ იწყება შენი კრიტიკა. ბერბატოვი ძლიერი და საკმაოდ ჭკვიანი ფეხბურთელია. მიმაჩნია, რომ მასთან ერთად კარგად გამომდის თამაში.
- მას შემდეგ რაც კრიშტიანუ რონალდუმ გუნდი დატოვა სერ აქელს ფერგიუსონი აშკარად განსხვავებულ ფეხბურთს გათამაშებთ. როგორც თქვენ ასევე მთლიანად გუნდსაც. ამის შესახებ რას იტყოდით?
- მე ვერ ვიტყოდი, რომ გუნდი განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. მეც ისევე ვათმაშობ როგორც აქამდე. უბრალოდ ახლა ალბათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მეკისრება.

კატეგორია: ინგლისი | ნანახია: 424 | დაამატა: LiverPooLa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა