''საუთჰემპტონი'' - ''მანჩესტერ იუნაიტედი'' - 29 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 29 » ''საუთჰემპტონი'' - ''მანჩესტერ იუნაიტედი''
20:59
''საუთჰემპტონი'' - ''მანჩესტერ იუნაიტედი''
 



სტადიონი:''სენტ-მერი'', საუთჰემპტონი.
თარიღი:2011 წლის 29 იანვარი.21:15 თბილისის დროით
მსაჯი:მარტინ ატკინსონი
მასპინძელთა შემადგენლობა
ტრამვირებულნი:არავინ
ეჭვქვეშ:არავინ.
დისკვალიფიცირებული:არავინ
სრული შემადგენლობა:
დევისი,რიჩარდსონი,ჯაიდი,ჰარდინგი,დიქსონი,
ბარნარდ,ფონთე,ჩაპლოუ,დო პრადო,შნეიდერლინი,
ალექს ჩემბერლენი,ლამბერტი,ბატერფილდი,სიბორნი,ბიალოვსკი,
გობერნი,მარტინი,დობლი.

სტუმართა შემადგენლობა:
ტრამვირებულნი:ვალენსია,ჰარგრივზი.ფერდინანდი,ევრა,რაფაელი
ეჭვქვეშ:არავინ
დისკვალიფიცირებული:არავინ
სრული შემადგენლობა:
ვან დერ სარი,კუშაკი,ლინდეგაარდი,ამოსი,
ვიდიჩი,სმოლინგი,ევანსი,ფაბიო,ოში,ნანი,პარკი,ქერიკი,ანდერსონი,სქოულზი,
ობერტანი,გიგზი,რუნი,ბერბატოვი,ერნანდესი,ოუენი,ბებე.

ორიოდ სიტყვა მეტოქეზე



სრულიად შესაძლებელია პირველად გესმოდეთ გუნდის სახელწოდება ''საუთჰემპტონი,მაგრამ ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი,რადგან ისინი ინგლისის ჩემპიონშიპშიც კი არ არიან,არამედ მესამე დივიზიონი.ეს დიდი ისტორიის და ტრადიციების მქონე გუნდია და რა ფეხბურთსაც ისინი აჩვენებენ,ნამდვილად აღემატება ამ ლიგის დონეს.''საუთჰემპტონი'' ამ დივიზიონში მეოთხე ადგილას იმყოფება და საერთოდაც თამაში თადარიგში აქვს,ასე რომ თუ მან ის გამოტოვებული მატჩი მოიგო მეორე ადგილზეც გადავა,გუნდი მეორე ფრონტზეც იბრძვის და ეს სწორედ ინგლისის თასია.1/128 რაუნდში,რომელშიაც სულ რაღაც 128 გუნდი მონაწილეობს,''ანგელოზები'' ''შრიუსბერს'' დაუპირისპირდნენ და მეტოქეც ადვილად დაჯაბნეს.გოლები ლალანამ და კონოლმა გაიტანეს და ორივემ 90 წუთზე,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მათთვის ეს მატჩი რთული აღმოჩნდა.უბრალოდ მთელი მატჩის განმავლობაში საუთჰემპტონელები მეტოქეს აკვირდებოდნენ,იერიშებს ახორციელებდნენ და ზუსტადაც ურტყავდნენ,მაგრამ ფეხბურთში ხშირად ხდება,რომ ბურთი კარებში არ გადის.162 რაუნდშიც ''ანგელოზებს'' გაუმართლათ და სუსტი მეტოქე ''ჩელტენჰემი'' შეხვდათ.აქ მათ უფრო დამაჯერებლად იმარჯვეს რაზეც მატჩის დასაწყისიც მეტყველებდა,უკვე მე-9 წუთზე ლალანამ გახსნა ანგარიში და გუნდი წინ გაიყვანა,50 წუთზე კი გილერმოს გოლი მაუწყებელი გახდა,რომ ''ანგელოზები'' მომდევნო რაუნდში ითამაშებენ,მაგრამ ამ გოლით არ დაკმაყოფილდნენ და მატჩში წერტილი გაბიორნმა დასვა,ანგარიში კი გამანადგურებელი გახადა.132 რაუნდში პრემიერლიგის გუნდები ჩაებნენ ამ ტიტულისათვის ბრძოლაში.''ანგელოზები'' ''ბლექპულს'' შეხვდნენ,რა გასაკვირია რომ ამ გუნდს გაჭირვებოდა ბლექპულელებთან მატჩი,როდესაც მათთან ''ლივერპული'' დამარცხდა,ხოლო ''იუნაიტედმა'' სასწაული მოახდინა და ორბურთიანი სხვაობა გაქვითა კიდეც და გამარჯვებაც მოიპოვა.ამ ყველაფრის მიუხედავად,''ანგელოზებმა'' ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს და 53-ე წუთზე ბერნარისა და 88-ე წუთზე გილერმოს გოლების წყალობით იმარჯვეს.უნდა ავღნიშნოთ,რომ ამ სამივე რაუნდში საუთჰემპტონელებმა დამაჯერებლად იმარჯვეს და ტანაც ისე,რომ თავიანთ კარში გოლი არ მიუღიათ,აქვს ისიც უნდა აღინიშნოს რომ სამივე მატჩი ''საუტჰემპტონის'' სტადიონზე გაიმართა.ახლა ომდევნო რაუნდის დროა სადაც ედკინსის გუნდი ''მანჩესტერ იუნაიტედეს'' დაუპირისპირდება კვლავაც თავისავე კედლებში.გადავხედოთ ''ანგელოზების'' შიდა ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩებს.11 იანვარს მათ ''ოლდჰემთან'' გოლების ფეიერვერკი მოაწყვეს და გოლები ალექს ჩემბერლენმა(დაიმახსოვრეთ ეს ფეხბურთელი),ლალანამ,გილერმომ,ჩეპლოუმ,ლამბერტმა და ბერნარმა სეაგდეს.ამის შემდეგ იყო მატჩი ''ნოთს კაუნტისთან'' სადაც ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.უკანასკნელ მატჩში კი ''ანგელოზები'' ''ტრანმერ როვერსთან'' გასვლით მატჩში 2-0 დამარცხდნენ,უნდა ავღნიშნოთ რომ ედკინსის გუნდი გასვლით მატჩებში არასახარბიელოდ თამაშობს ასე,რომ სულაც არ უნდა ვიფიქროთ რომ ეს გუნდი დღეს ''იუნაიტედთან'' რამეს დათმობს,ასეთი გუნდები ადვილად არასოდეს არ ნებდებიან.

რამოდენიმე სიტყვა ''წითელ ეშმაკუნებზე''


''მანჩესტერ იუნაიტედი'' საჩემპიონო რბოლაში დაწინაურდა და თანაც ისე,რომ ჩემპიონობას ზალიან მიუახლოვდა.მანკუნიანელები ტიტულისათვის ბრძოლას წაგების გარეშე აგრძელებენ,მათი მთავარი კოზირი ბულგარელი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვია,რომელიც თამაში არ გადის რომ გოლი არ გაიტანოს თუმდაც ერთი.უეინ რუნი მის ცვეულ ფორმასთან ახლოსაა,მაგრამ გასაკვირია,იგი ყველაფერს იდეალურად აკეთებს მოედანზე,მაგრამ გოლის გატანას ვერა და ვერ ახერხებს.''იუნაიტედი'' ახლა სწორედ ჩვეულ ფორმაშია,სწორედ ამ დროს ისინი შეუჩერებლები ხდებიან,მაგრამ დღეს საღამოს ''საუთჰემპტონი'' მაინც ეცდება სერ ალექს ფერგიუსონის ცოტათი მაინც გამწარებას.''იუნაიტედს'' დიდი დანაკლისი აქვს დაცვის ხაზსში,რადგან ''ბლექპულთან'' მატჩში მიღებული ტრამვის გამო და ტვინის მცირე შერყევის გამო რაფაელ და სილვა ვერ მიიღებს მონაწილეობას,რიო ფერდინანდს ფახი ატკივდა,ედვინ ვან დერ სარს კი უბრალოდ დასვენება გამოუწერეს.აქვე უნდა აღინიშნოს რომ სერ ალექს ფერგიუსონი დიმიტარ ბერბატოვსაც დაასვენებს,რომელიც ყოველ თამაშში ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს.დღეს საღამოს ''ანგელოზებთან'' შეიძლება მანკუნიანელთა ახალწვეული ანდრეს ლინდეგაარდი ვიხილოთ,თუ ფერგი მას გამოიყვას დანიელის დებიუტიც შედგება.ძალიან საიტერესო მატჩი გველის საერთო ჯამში...




კატეგორია: ინგლისი | ნანახია: 487 | დაამატა: chicharito | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა