სუარესი, ან ლივერპულში ან ტოტენჰემში! - 11 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » იანვარი » 11 » სუარესი, ან ლივერპულში ან ტოტენჰემში!
20:40
სუარესი, ან ლივერპულში ან ტოტენჰემში!

როგორც ჩანს აიაქსი თანახმაა გაყიდოს მისი ურუგვაელი თავდამსხმელი… დღევანდელი უცხოური გამოცემების თანახმად აიაქსი მზადაა სუარესის ტრანსფერის თაობაზე ორ პრემიერ ლიგის გუნდთან აწარმოოს მოლაპარაკებები, ესენია ლივერპული და ტოტენჰემი. შეგახსენებთ რომ აიაქსის 23 წლის ამომავალ ვარსკვლავზე, ურუგვაელი ლუის ალბერტო სუარესზე "მოთხოვნები” 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. მან წინა სეზონში აიაქსისს მაისურით 35-ჯერ გაიბრწყინა, ესეც არ აკმარა და მთელი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში სტაბულურად თამაშობდა, რითაც მიიქცია კიდეც ევროპული გრანდების ყურადღება…

დღესდღეობით ტოტენჰემის ნომერ პირველ სამიზნედ სწოლედ ურუგვაელი ითვლება. ჰარი რედკნაპი მზადაა მასში 17 მილიონი გადაიხადოს. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა ეს იქნება ტოტენჰემის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი მის ისტორიაში. (ჯერ-ჯერობით ტოტენჰემის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი ითველბა, რომლის გადმობირებაც "დეზებმა” 15.5 მილიონად შესძლეს) არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ ლივერპულიც საგრძნობ ყურადღებას იჩენდა სუარესის მიმართ. რამდენიმე კვირის წინ პრესაში ინფორმაციაც კი გავრცელდა იმის თაობაზე რომ ლივერპულმა აიაქსს სუარესის სანაცვლოდ 15 მილიონი შესთავაზა…

ურუგვაელზე "მოთხოვნა” მართლაც დიდია, ამიტომ მრავალი ჭორი იწერება მისი ტრანსფერის შესახებ. მაგალითად რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ სუარესს აიაქსში დარჩენა სურს, მაგრამ კაპიტნის საკმლაურზე უარს ამბობს და მას სტეკელენბურგს გადასცემს, ამის მიზეზად კი ზედმეტ პასუხისმგებლობას ასახელებს… დანამდვილებით ვერ გეტყვით ეს ჭორია თუ სიმართლე, მაგრამ ფაქტი ერთია სუარესი ამომავალი ვარსკვლავია და მისი ჰოლანდიაში "დატოვება” აღარ ღირს.

ვერც იმას მოგახსენებთ რომელი ვარიანტი ურჩევნია სუარესს, მაგრამ ფაქტი აქაც ერთია ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს და შეგვიძლია ისიც ვთქვად რომ გუნდი პრემიერ ლიგის მოსაგებადაც იბრძვის. ყველაფერი პირიქითაა ლივერპულთან დაკავშირებით… გუნდი ევროპის ლიგაზე ასე თუ ისე წარმატებულად გამოდის, მაგრამ პრემიერ ლიგაში ყველაფერი სულ სხვანაირადაა… გუნდი მეთორმეტე პოზიციაზეა და მხოლოდ 5 ქულით უსწრებს ბოლო ადგილზე მყოფ ვესთ ჰემს.

ამ ყველაფრიზდა მიუხედავად არც ის უნდა დავტოვოთ უყურადღებოთ რომ ლივერპულს ახალი მწვრთნელი ჰყავს და გუნდის გულშემატკვირებს ისევ დაუბრუნდათ იმედი რომ მეფე კენი მათ "უფსკულიდა ამოიყვანს” და მრავალწლიანი შესვენების შემდეგ ისევ მოაგებინებს პრემიერ ლიგას.

დაველოდოდოთ მოვლენების განვითარებას…

კატეგორია: ესპანეთი | ნანახია: 469 | დაამატა: RooneyChichaGiggsFan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა