ცოტა რამ მარკ ჰიუზის საფეხბურთო კარიერის შესახებ
Manchester United (1980-1986)
ლესლი მარკ ჰიუზი დაიბადა უელსის ქალაქ რექსემში, კერძოდ სოფელ რუბონში. იგი ჩაირიცხა მანჩესტერ იუნაიტედის გუნდში 1980 წლის ზაფხულში, სკოლის დამთავრების შემდეგ. აქამდე იგი ირიცხებოდა ჩრდილო უელსის ტალანტთა გუნდში. ამის მიუხედავად მას 3 წელი მანჩესტერ იუნაიტედში არ უთამაშია. მისი დებიუტი შედგა 1983-84 წლების სეზონში (1-1, FA cup) სტუმრად ოქსფორდ იუნაიტედის წინააგმდეგ. როგორც სხვა ცნობილი იუნაიტედის ლეგენდები, ჰიუზიც უმალ გახდა ოლდ ტრადფორდის ერთ ერთი ფავორიტი ფეხბურთელი, გატანილი გოლის შემდეგ. როდესაც ჰიუზის დებიუტი შედგა იუნაიტედში ხალხი მოიაზრებდა, რომ მას არ შეეძლებოდა ფრენკ სტეპელტონის (რომელიც იმ დროისთვის 27 წლის გახლდათ) და ნორმან ვაითსაიდისთვის ბრძოლა მოეგო ძირითადი ფეხბურთელის რანგისათვის. მაგრამ ჰიუზი მალევე გახდა ძირითდი გუნფის მოთამაშე, და შეტევიტ პოზოციაზე სტეპელტონს შეუწყვილეს, აქედან გამომდინარე ნორმან ვაითსაიდი დაწიეს უკან ნახევარდაცვის ხაზში. სეზონის ბოლოს ჰიუზს 55 თამაშში 25 გოლი დაუგროვდამ იუნაიტედმა მოიგო FA cup-ი სადაც მათ ევერტონი დაამარცხეს. ასევე მეოთხე ადგილი აიღეს ინგლისის ლიგაზე. გარდა ამისა მან გაიტანა 20 გოლი 1985-86 წლების სეზონში, სადაც იუნაიტედი თებერვლამდე პირველ ადგილს ინარჩუნებდა და მოიგეს რა სეზონის დასაწყისში 10 მატჩი, მაგრამ სეზონი მათ მეოთხე ადგილზე დაასრულეს. იმ დროისთვის ჰიუზმა 17 გოლის გატანა მოახერხა ლიგის პირველ დივიზიონში.
Barcelona and Bayern Munich (1986–1988)
1986 წლის ზაფხულში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჰიუზი ესპანეთის ბარსელონაში გაიყიდა 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად, ოფიციალური ტრანსფერი შედგა 1986 წელს მაგრამ სეზონის ბოლომდე არ გახმაურებულა
მწვრთნელი ტერი ბენაბლესი იმედოვნებდა რომ ჰიუზი იქნებოდა გარი ლინეკერისთვის წარმატებული პარტნიორი, რომელიც გადავიდა იუნაიტედის მოწინააღმდეგეთა, კერძოდ ევერტონის რიგებში, მაგრამ ჰიოზუ იმედგაცრუებული დარჩა მისი მხოლოდ 1 სეზონით ბარსელონაში, შემდეგში იგი არენდიტ გაუშვეს გერმანიაშიი, მიუნხენის ბაიერნის რიგებში 1987-88 წლების სეზონში, სადაც მან დაიბრუნა მისი ჩვეული ფორმა. 1987 წლის 11 ნოემბერს მან ითამაშა ორი რთული მატჩი 1 დღეში: პირველად მან ითამაშა უელსი ჩეხოსლოვაკეთის წინააღმდეგ პრაღაში ეურო 88-ის საკვალიფიკაციოზე, შემდეგ იგი იქნა გადაყვანილი გერმანიის საზღვარზე, სათადარიგო ფეხბურთელის სტატუსით ბაიერნის ღიგებში სათასო მათტჩში ბორუსია მიუნხენგლადბახის წინააღმდეგ.
Back to Manchester United (1988–1995)
1988 წლის მაისში, ჰიუზი დაბრუნდა მანჩესტერ იუნაიტედში, 1.8 მილიონ ფუნტად (რომელიც იმ დროისთვის რეკორდი გახლდათ), ხოლო იმ დროს მისი მწვრთნელი იყო ალექს ფერგიუსონი. როგორც კი დაბრუნდა იგი ოლდ ტრადფორდზე, მან ნათლად დაამტკიცა რომ იგი იყო გუნდის საყრდენი ფეხბურთელი შემდეგი 7 წლის განმავლობაში.
1988-89 წლებში იგი გახდა PFA-ის საუკეთესო ფეხბურთელი, მისი პირველი სეზონი ინგლისში, უდიდესი იმედგაცრუებით დამთავრდა, რადგან იმ არამტკიცე სეზონში იუნაიტედმა 11-ე ადგილიდან შეძლეს 3 ადგილზე ამოწევა. შემოდგომაზე მათ ზედიზედ 10 მატჩში მოგება ვერ შეძლეს რამაც უდიდესი წვლილი შეიტანა იუნაიტედის წარუმატებლობაში. ერთი წლის შემდეგ, მან გაიტანა ორი გოლი კრისტალ პალასის წინააღმდეგ FA cup-ის ფინალში, ლი მარტინის გოლამდე განმეორებით შეხვედრაში, და ეს იყო იუნაიტედის პირველი ჯილდო ბოლო 5 წლის განმავლობაში. იგი გახდა იუნაიტედის ტოპ გოლიადორი იმ სეზონში, გაიტანა რა 15 გოლი ყველა ტურნირში (13 ლიგაში).
შემდეგ სეზონში, ჰიუზმა გაიტანა ორი გოლი ბარსელონას წინააღმდეგ სადაც იუნაიტედმა მოიგო პირველად UEFA-ს თასი. კიდევ ერთხელ, იგი გახდა გუნდის ტოპ გოლიადორი, იმ დროისთვის მან უკვე მოახერხა 21 გოლის გატანა ყველა ტურნირის მასშტაბით.იგი იყო ტოპ გოლიადორი ლიგისა სტივ ბრიუსთან ერთად 13 გოლით. მათ ასევე მიაღწიეს Football League Cup-ის ფინალს იმავე წელს, მაგრამ იუნაიტედმა დათმო შეხვედრა შეფილდ ვენდსდეის წინააღმდეგ, ამ დროისთვის შეფილდის მწვრთნელი გახლდათ რონ ატკინსონი, რომელიც წვრთნიდა მარ ჰიუზს ოლდ ტრადფორდზე. ასევე იგი გახდა PFA-ის წლის მოთამაშე, კიდევ ერთხელ.
1991-92 წლების სეზონში, ჰიუზი ძალიან იმედგაცრუებული იყო რადგან მათ ვერ აკობეს ლიდს იუნაიტედს და გავიდნენ მეორე ადგილზე ინგლისის პრემიერ ლიგაზე, მაგრამ მათ მოიგეს ლიგის თასი. ერთი წლის შემდეგ მან ბოლოს და ბლოს მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა! 1994 წელს იუნაიტედმა მოიგო ასევე FA Cup, სადაც ჰიუზმა გაიტანა ფინალში. მან ასევე გაიტანა ასტონ ვილას წინააღმდეგ League Cup- ის ფინალშ, სადაც იუნაიტედმა 3-1 იმარჯვა, ლეგენდარული უემბლის სტადიონზე.. ანუს შენდეგ იგი გახდა მეორე ფეხბურთელი რომელმაც გაიტანა ორივე საშინაო, სათასო შეხვედრბის ფინალში (ნორმან ვაითსაიდის შემდეგ 1983წ.). ჰიუზი ახლოს იყო მოეგო პრემიერ ლიგა და FA Cup ერთდროულად კიდევ ერთხელ 1995 წელს, მაგრამ იუნაიტედი დამარცდა ვესთ ჰემ იუნაიტედის წინააღმდეგ ფინალში, და ეს ჩაითვალა უშედეგო წელად მის კარიერაში. FA Cup-ის ფინალი იყო მისი უკანასკნელი შეხვედრა იუნაიტედის მაისურით, ამ სეზონის ბოლოს იგი გადაბარგდა ჩელსიში 1.5 მილიონ ფუნტად.
ბობ დონალდსონი- ფეხბურთელი რომელსაც უნდა ვიცნობდეთ!
შოტლანდიელი თავადამსხმელი, რობერტ(ბობი) დონალდსონი დაიბადა გლაზგოში. მან საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ კლუბ ეირდრიში დაიწყო. 1891 წელს კი ის ბლექბერნ როვერსში გადაბარგდა(სამწუხაროდ ჩვენამდე მოღწეული არ არის მისი ამ ორ კლუბში გატარებული სეზონების სტატისტიკა). 1892 წელს ის ნიუტონ ჰიტს შეუერთდა, სადაც კლუბის უდავო ლიდერად იქცა. დონალდსონმა პირველი გოლი მწვანე-ყვითელი მაისურით 1892 წლის 3 სექტემბერს თავისი ყოფილი გუნდის, ბლექბერნ როვერსის, კარში გაიტანა. ეს გოლი ასევე აღმოჩნდა ინგლისის 1-ლი დივიზიონის (დღევანდელი პრემიერ ლიგა) არსებობაში პირველი. ბობი ასევე პირველი ფეხბურთელი იყო ნიუტონ ჰიტელთა შორის, რომელმაც ჩატარებული შეხვედრების მიხედვით 100 მატჩიან ზღვარს გადააჭარბა. სამწუხაროდ 2 წელიწადში ნიუტან ჰიტი 1-ლი დივიზიონიდან გავარდა, თუმცა დონალდსონმა კლუბი არ მიატოვა და 1897 წლამდე დარჩა მანჩესტერში. მან ჯამში ნიუტონ ჰიტის შემადგენლობაში 147 თამაში ჩაატარა და 66 გოლი გაიტანა.
რობერტ დონალდსონი თავისუფლად შეგვიძლია კლუბის პირველ მერცხლად მივიჩნიოთ. ის წინაპარია იმ ვარსკვლავებისა, რომლებიც კლუბს მრავლად ჰყავდა, ახლაც ჰყავს და მომავალშიც ბევრი ეყოლება. ბედის ირონიაა ალბათ ის ფაქტი,რომ არა თუ მხოლოდ მისი დაბადების და გარდაცვალების თარიღი, არამედ მისი ერთი ფოტოც არ არის შემონახული. ტრებლის შემდგომი პერიოდი... "იუნაიტედმა" პრემიერლიგა 2000 და 2001 წლებშიც მოიგო, მაგრამ ეს სეზონები, შეიძლება ითქვას, მაინც არ იყო წარმატებული, რადგანაც გუნდმა ევროპულ სარბიელზე ბევრს ვერაფერს მიაღწია და ორივეჯერ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს ვერ გასცდა.
2000 წელს დაარსდა წამყვანი ევროპული გუნდების ასოციაცია G-14 და "მანჩესტერი" მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ფერგიმ გადაწყვიტა "იუნაიტედი" ცოტა უფრო დაცვით სისტემაზე გადაეყვანა, რათა გუნდი ევროპულ სარბიელზე უფრო წარმატებით ათამაშებულიყო და ზოგადად ძნელი დასამარცხებელი ყოფილიყო, თუმცა გუნდმა მაინც ვერ მიაღწია წარმატებას და პრემიერლიგაშიც დათმო პოზიციები: 2001-02 წლების სეზონში გუნდი III ადგილზე გავიდა.
"იუნაიტედმა" ინგლისის ჩემპიონის ტიტული მომდევნო სეზონშივე დაიბრუნა და 2003-04 წლების სეზონშიც კარგად დაიწყო, მაგრამ წამყვანმა მცველმა რიო ფერდინანდმა დოპინგ-ტესტის გაცდენის (და არა ტესტზე ჩავარდნის) გამო 8 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მისმა დისკვალიფიკაციამ ბევრი ეჭვი გააჩინა და ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა, მითუმეტეს, რომ ფერდინანდს დოპინგი სისხლში ვერ აღმოუჩინეს. დისკვალიფიკაცია ძალაში შევიდა 2004 წლის 12 იანვარს. გუნდმა წამყვანი მცველის გარეშე ძალიან სუსტად იასპარეზა პრემიელიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც, თუმცა მოიგო ასოციაციის თასი. ფინალამდე მათ იმ სეზონში პრემიერლიგის მომგები "არსენალი" ჩამოიცილეს, ფინალში კი დაბალლიგელ, ცნობილი ფეხბურთელის დენის უაიზის გაწვრთნილ "მილუოლს" სძლიეს.
2004-05 წლების სეზონი გამორჩეული იყო იმით, რომ "მანჩესტერმა" ყველა ტურნირზე ძალიან ცოტა გოლი გაიტანა და პრემიერლიგაში საბოლოოდ III ადგილზე გავიდა. ასოციაციის თასის ფინალში კი "არსენალთან" დამარცხდა პენალტების სერიაში, ძირითადი და დამატებითი დროის უგოლოდ დასრულების შემდეგ.
დაბალი შედეგიანობა ჰოლანდიელ თავდამსხმელ რუუდ ვან ნისტელროის ტრავმასთან იყო დაკავშირებული.
საბოლოოდ ის სეზონი "მანჩესტერმა" უტიტულოდ დაასრულა. ყველაზე საინტერესო რაც ზემოთ ხსენებულ სეზონში მოხდა იყო ის, რომ ამერიკელმა ბიზნესმენმა მალკოლმ გლეიზერმა გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენისა. ამ ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა და ვნებათაღელვა გამოიწვია.
"იუნაიტედმა" 2005-06 წლების სეზონი სუსტად დაიწყო. 2005 წლის დეკემბერში კაპიტანი როი კინი გუნდიდან წავიდა მას შემდეგ, რაც საჯაროდ გააკრიტიკა რამდენიმე თანაგუნდელი. გუნდმა, პირველად ათწლეულის მანძილზე, ვერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადალახვა, დამარცხდა რა გადამწყვეტ მატჩში ლისაბონის "ბენფიკასთან". მეტიც, "იუნაიტედმა" ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
ამ სეზონში "მანჩესტერის" ოთხმა ფეხბურთელმა მძიმე და გრძელვადიანი ტრავმები მიიღო: გაბრიელ ჰაინცემ, ალან სმიტმა, რაიან გიგზმა და პოლ სქოულზმა. მაგრამ "იუნაიტედმა" მაინც შეძლო და სეზონი ტიტულით დაასრულა, მოიგო რა ლიგის თასი, დაამარცხა ფინალში პრემიერლიგაში ახლადაღზევებული "უიგანი" ანგარიშით 4-0.
პრემიერლიგაში ფერგის გუნდმა II ადგილი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატური მოხვედრა გაინაღდა. ყველაფერი კი ბოლო დღეს გადაწყდა, როდესაც "იუნაიტედმა" "ჩარლტონ ატლეტიკს" სძლია 4-0. ამ სეზონში გუნდს რომ ლიგის თასიც არ მოეგო, იქნებოდა პირველი შემთხვევა 1989 წლიდან მოყოლებული, როდესაც გუნდი ზედიზედ 2 სეზონის მანძილზე ხელცარიელი დარჩა.
სეზონის ბოლოს გუნდის წამყვანი თავდამსხმელი რუუდ ვან ნისტელროი მადრიდის "რეალში" გადავიდა სერ ალექს ფერგიუსონთან უთანხმოების გამო.
ზაფხულში ფერგიმ ერთადერთი ტრანსფერი განახორციელა: "ტოტენჰემიდან" ნახევარმცველი მაიკლ კარიკი გადმოვიდა 18 მილიონ გირვანქად. მას 16–ნომრიანი მაისური უბოძეს, რომელიც ადრე როი კინს ეკუთვნოდა. კარიკმა გაამართლა იმედები.
"მანჩესტერი" ისეთივე შემტევ სტილში ათამაშდა, როგორც მას სჩვევია და როგორც 90-იანი წლების ბოლოს საკუთარ, და არა მარტო საკუთარ, გულშემატკივარს უხარებდა თვალს.
2007 წლის იანვარში "მანჩესტერმა" ორთვიანი იჯარით შვედი თავდამსხმელი ჰენრიკ ლარსონი ინათხოვრა შვედური "ჰელსინგბორგიდან". ლარსონი ძალიან წაადგა გუნდს და 2007 წლის აპრილისათვის "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალსა და ასოციაციის თასის ფინალში იყო გასული, ხოლო პრემიერლიგაში კი 32 ტურის შემდეგ პირველი იყო და მეორეადგილოსან "ჩელსიზე" 20 გოლით მეტი ჰქონდა გატანილი.გზა "ტრებლამდე” (1986–1999) ალექს ფერგიუსონი (Sir Alex Ferguson) "აბერდინიდან” მოიწვიეს ატკინსონის შემცვლელად და მან გუნდი 1986–87 წლების სეზონში მეთერთმეტე ადგილზე გაიყვანა. შემდეგ 1987–88 წლების სეზონში "იუნაიტედი” მეორე ადგილზე გავიდა და ბრაიან მაკკლერი (Bryan McClair; "იუნაიტედის” ახალგაზრდული აკადემიის ახლანდელი ხელმძღვანელი) გახდა ჯორჯ ბესტის შემდეგ "მანჩესტერის” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში ერთი სეზონის მანძილზე 20 გოლის გატანა შეძლო.
მიუხედავად ამისა მომდევნო ორ სეზონში გუნდმა ხელშესახებ წარმატებას ვერ მიაღწია, ალექს ფერგიუსონის ვერცერთმა ტრანსფერმა ფანთა იმედები ვერ გაამართლა და 1990 წლის დასაწყისში ფერგი დათხოვნის პირას იყო. "იუნაიტედმა” უდაძაბულეს მატჩში მარკ რობინსის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა "ნოტინგემ ფორესტი” ასოციაციის თასის მესამე ეტაპის მატჩში. საბოლოოდ ფერგიმ ამ მოგებით პოსტი შეინარჩუნა და თავისი დანიშვნის შემდეგ გუნდს პირველი ტიტულის მოუტანა სეზონის ბოლოს: "მანჩესტერმა” ასოციაციის თასი მოიგო, ფინალში კი "კრისტალ პალასი” დაამარცხა (3–3, გადათამაშებაში 1–0).
მომდევნო, 1990-91 წლების სეზონში "მანჩესტერმა" ფერგის ხელმძღვანელობით საკუთარ ისტორიაში პირველად (და უკანასკნელადაც) მოიგო თასების მფლობელთა თასი, ფინალში კი მარკ ჰიუზის დუბლის წყალობით დაამარცხა "ბარსელონა" 2-1, რომელიც იმ წელს ესპანეთის ჩემპიონი გახდა.
მომდევნო სეზონი იმედგაცრუებით დასრულდა. "იუნაიტედმა" სეზონის ბოლო ნაწილი ჩააგდო და ჩემპიონის ტიტული "ლიდს იუნაიტედს" დაუთმო.
1991 წელს კლუბი გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად და საკუთარი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიტანა. მაშინ "მანჩესტერის" აქციები ჯამში 47 მილიონ გირვანქად იყო შეფასებული.
1992 წლის ნოემბერში გუნდში ერიკ კანტონა მივიდა და გამოდგა სწორედ ის საჭირო ნაპერწკალი, რომელმაც გუნდს შთაბერა ძალა მიეღწია დიდი წარმატებებისათვის. "იუნაიტედს" აგრეთვე ჰყავდა სხვა ძალიან კარგი და უმაღლესი დონის ფეხბურთელები: გარი პალისტერი, დენის ირვინი, პოლ ინსი, აგრეთვე ამომავალი ვარსკვლავი რაიან გიგზი.
გუნდმა 1992-93 წლების სეზონში ახლად შექმნილი პრემიერლიგა მოიგო. "იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონი 1967 წლის შემდეგ პირველად გახდა.
"მანჩესტერმა" წარმატებული სვლა გააგრძელა და მომდევნო სეზონში არა მარტო პრემიერლიგა, არამედ ასოციაციის თასიც დაისაკუთრა და ე.წ. "დუბლი" შეასრულა. წარმატება განპირობებული იყო "ნოტინგემ ფორესტიდან" ძალიან მონდომებული და დიდი სულისკვეთების მქონე ნახევარმცველის, ირლანდიელი როი კინის გადმოყვანით, რომელიც შემდგომში გუნდის კაპიტანიც გახდა. ის სეზონი დაჩრდილა გუნდის ლეგენდარული მენეჯერისა და კლუბის საპატიო პრეზიდენტის სერ მატ ბასბის გარდაცვალებამ, რომელიც 1994 წლის 20 იანვარს აღესრულა.
1994-95 წლების სეზონში ერიკ კანტონამ 8 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო იმის გამო, რომ "კრისტალ პალასის" ფან მეთიუ სიმონსს ტრიბუნაზე აუვარდა და თავს დაესხა. სიმონსმა კანტონას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა და სწორედ ამან გამოიწვია ფრანგი ლეგენდის გაცხარება. ინციდენტი მოხდა "კრისტალ პალასის" სტადიონ "სელჰერსტ პარკზე" , როდესაც მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები გასახდელისაკენ მიდიოდნენ. "იუნაიტედმა" ის სეზონი საშინლად დაასრულა: პრემიერლიგის ბოლო ტურში ფრედ ითამაშა, ამით ჩემპიონობა დაკარგა, შემდეგ კი ასოციაციის თასის ფინალიც წააგო და საბოლოოდ უტიტულოდ დარჩა.
ფერგიუსონი ფანებმა დაადანაშაულეს, რომ საკვანძო ფეხბურთელები გაყიდა და გუნდის ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილებს ენდო. მაგრამ ეს ახალგაზრდები იყვნენ დევიდ ბექჰემი, გარი ნევილი, გარის უმცროსი ძმა ფილ ნევილი და პოლ სქოულზი. ახალი ფეხბურთელებიდან რამდენიმემ მალევე მოიპოვა ადგილი ინგლისის ეროვნულ გუნდში. ახალგაზრდებმა გაამართლეს ფერგის იმედები და "მანჩესტერმა" კიდევ ერთი დუბლი შეასრულა 1995-96 წლების სეზონში - მოიგო პრემიერლიგა და ასოციაციის თასი.ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ გუნდს ორჯერ შეესრულებინოს "დუბლი" და სეზონის დამაგვირგვინებელ საზეიმო ღონისძიებას "დუბლ-დუბლი" უწოდეს.
1996-97 წლების სეზონში "მანჩესტერმა" კიდევ ერთხელ მოიგო პრემიერლიგა და ერიკ კანტონამ, 30 წლის ასაკში, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
"მანჩესტერმა" კანტონას გარეშე 1997-98 წლების სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ პრემიერლიგაში II ადგილზე გავიდა, ჩამორჩა რა დუბლის გამხერხებელ "არსენალს".
Hary Gregg: დამიმახსოვრეთ მე როგორც ფეხბურთელი და არა როგორც გმირი.
როდესაც მას ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცეს. მან მხოლოდ ერთი წინადადება წარმოთქვა – დამიმახსოვრეთ მე როგორც ფეხბურთელი და არა როგორც გმირი.
ჰენრი ჰარი გრეგი, 1932 წელს, ჩრ.ირლანდიაში, დაბა ტობერმორში დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა 1952 წელს დონკასტერში დაიწყო, 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, დონკასტერის გარდა, თამაშობდა მანჩესტერ იუნაიტედსა და სტოკ სიტიში. კარიერა 1967 წელს, ბრიტანეთის ყველა დროის, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარისა და მიუნხენის გმირის სტატუსით დაასრულა. მიუნხენის გმირი
გრეგი 1957 წელს, დონკასტიდან, მეტ ბასბის მანჩესტერში გადავიდა, რომელიც იმ პერიოდში ძალიან პოპულარული და ქარიზმატული გუნდი იყო ინგლისში. მანჩესტერმა მასში, სარეკორდო თანხა £23,000 გადაიხადა, ტობერმორელი ჰარი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე იყო.
გრეგის პირველივე სეზონში, მანჩესტერმა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალს მიაღწია. ნახევარფინალის საგზური, ბასბის ბიჭებმა, 5 თებერვალს, ბელგრადში, პარტიზანის სტადიონზე მოიპოვეს. 6 თებერვალს, მანჩესტერის თვითმფრინავი მიუნხენში დაეშვა…
როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა, ერთ-ერთი პირველი ადამიანი რომელმაც ალმოდებულ თვითმფრინავში გონზე მოსვლა შეძლო, ჰარი გრეგი იყო. მან როგორც კი წამოდგომა მოახერხა, უმალვე, თავის გვერდით უგონოდ მყოფი თანაგუნდელები, ბობი ჩარლტონი და დენი ვაიოლეტი მხრებზე მოიკიდა და თვითფრინავისგან დაახლოებით თხუთმეტი მეტრის მოშორებით დატოვა. შემდეგ კიდევ ერთი თანაგუნდელი, ჯეკი ბლანჩფლაუერი გამოიყვანა გარეთ. დაშავებულებს შორის, ვერსად ვერ ნახა გუნდის მთავარი მწვრთნელი მეტ ბასბი. ისევ თვითმფრინავში შებრუნდა, უგონო მდგომარეობაში ნახა და მისი გამოყვანაც მოასწრო.თანაგუნდელების და მთავარი მწვთნელის გარდა, ჰარი გრეგმა, იმ დღეს, თვითმფრინავიდან გამოიყვანა ვერ ლუკიჩი და მისი პატარა გოგო. იუგოსლავიელი დიპლომატის ცოლი, რომელიც ორსულად იყო. ამისთვის, გრეგმა მიიღო წერილი, პირადად ტიტოსგან, სადაც ის მადლობას უხდის ბრიტანელ ხალხს და კერძოდ გრეგს. გრეგმა ამ წერილის ასლი, შემდეგ ბელგრადში, ტიტოს მუზეუმში წარადგინა. იმავე პერიოდში დაესწრო უეფას თასის მატჩს ცრვენა ზვეზდასა და მიუნხენის ბაიერნს შორის, მატჩს რომელსაც სიმბოლური დატვირთვა და დიდი ემოციური ფონი ახლდა თან.
ტრაგედიიდან 50 წლის თავზე, ზორან ლუკიჩი (ბავშვი რომელზეც ვერა ლუკიჩი იყო ორსულად) შეხვდა გრეგს და ყველაფრისათვის მადლობა მოუხადა. ვერა ლუკიჩის მესამე შვილი კი რომელიც ტრაგედიიდან დაახლოებით 3 წელიწადში დაიბადა, არის ცნობილი პიროვნება ინგლისური ფეხბურთში, ჯონ ლუკიჩი. დაახლოებით 23 წელი (1978-2001) თამაშობდა ინგლისი ტოპ დივიზიონში, იცავდა მხოლოდ ორი გუნდის, ლონდონის არსენალის და ლიდს იუნაიტედის ღირსებას. გავრცელებული ხმების თანახმად, სწორად ჯონ ლუკიჩზე იყო ორსულად ვერა ლუკიჩი, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჰარი გრეგის მსგავსად ჯონ ლუკიჩიც მეკარე გახლდათ.ჰარი გრეგი, რომდენიმე ხანი ფლობდა სასტუმროს, Windsor Hotel ს ქალაქ პარტსტიუარტში. 2008 წელს გახდა ოლსტერის უნივერსიტეტის საპატიო წევრი, იმავე წელს მიიღო დოქტორის წოდება. დღეს მიუნხენის გმირი 78 წლისაა და ჩრ.ირლანდიაში ცხოვრობს.
''უბერებელი ლეგენდა სახელად რაიან გიგზი''
არსებობენ ფეხბურთელები, რომლებზე საუბრისთვისაც არ არის აუცილებელი ძალიან გამოიჩინონ თავი, ან რომელიმე სკანდალში გაეხვიონ, ისინი ლეგენდები არიან და მით უმეტეს, თუ ეს ლეგენდა ისევ მოედანზეა, მის დიდებაზე დაფიქრება და კარიერის, როგორც ფეხბურთის ისტორიაში დატოვებული წარუშლელი კვალის დაფასება ყოველთვის შეიძლება. მაშ ასე, თქვენს წინაშეა ბრიტანეთის 2009 წლის და ვინ იცის, იქნებ მთელი ბოლო ორი ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენი რაიან გიგზი!
ინგლისელი კომენტატორი ჯონათან პირსი ლეგენდარული უელსელის შეუპოვრობაზე, ხასიათზე და უდიდეს მოტივაციაზე გვიამბობს:
ირლანდიური რაგბის ლეგენდა, კეიტ ვუდი და მე სიხარულისგან კინაღამ სკამებიდან გადმოვვარდით, როცა მოვისმინეთ, რომ რაიან გიგზი ბრიტანეთის 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.
ამას ალბათ, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მართლა გულით მინდოდა, რომ ეს ჯილდო გიგზს მოეგო, თავად ვუდი კი "იუნაიტედის" დიდი ხნის გულშემატკივარია.
რატომ მინდოდა? მე მუდამ პატივს ვცემდი "მანჩესტერის" დიდ ტრადიციებს, რომლებიც რაღაც სასწაულის წყალობით მის წიაღში გაზრდილ ნებისმიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს დაჰყვება ხოლმე თან, რაიან გიგზი კი ამ 19 წლის მანძილზე მთელ იმ ისტორიას ასხივებს, რომელიც მის "მანჩესტერში" მოსვლამდე თაობებმა დაწერეს, აი, ამიტომ...
არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა პირველად ვნახე რაიანის თამაში, 1991 წლის 28 სექტემბერი. მას შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა, იმ სეზონის შემდეგ კი "ახალი ჯორჯ ბესტი" შეარქვეს.
რაიანი არასდროს ცდილობდა ამ მეტსახელის გამართლებას, თუმცა მედია საშუალებები მუდმივად ამ ფაქტზე საუბრობდნენ, რომ ისტორია მეორდება, რომ ბესტი დაბრუნდა და ისევ "მანჩესტერის" მაისური მოირგო, ეს წარმოუდგენელი იყო...
დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე "ოლდ ტრაფორდზე" გაიელვებს ბიჭი, რომელსაც "ახალ რაიან გიგზს" უწოდებენ და ეს უელსელის სახელის უკვდავყოფა იქნება.
თავიდანვე მივხვდი, რომ მისი კრედო ნებისმიერი მეტოქის მოტყუება იყო, რაიანი მუდამ კარისკენ მიიწევდა და სულერთი იყო, წინ რამდენი მცველი აღუდგებოდა. უამრავი ტექნიკური ფეხბურთელი მინახავს, მასზე ბევრად ტექნიკურებიც კი, მაგრამ ის ელეგანტურობა, რომელიც გიგზის ყოველ მოძრაობას ახლავს თან, შეუძლებელია ვინმემ გაიმეოროს, მისი თითოელი გარბენი, ფინტი, ნაბიჯიც კი გამორჩეულია და ასეა უკვე ლეგენდარული 19 წლიანი კარიერის მანძილზე.
გიგზის თავდაჯერებულობა ზოგჯერ თავხედობამდე მიდიოდა, მაგრამ ამისთვის არასდროს გაუკიცხავთ, ამის საიდუმლოც ალბათ, ისევ ელეგანტურობაში უნდა ვეძიოთ...
მოედანზე ყველაფერს აკეთებდა, თავად იღებდა გადაწყვეტილებას და თავადვე ასრულებდა, იცოდა, რომ მის გვერდით მსოფლიო ფეხბურთის ავტორიტეტები თამაშობდნენ, მაგრამ მუდამ პასს ითხოვდა და მუდამ ცდილობდა ენახებინა ყველასთვის, რომ შეეძლოთ მისი იმედი ჰქონოდათ და ეს ყველაფერი 17 წლის ასაკში...
მას შეეძლო გაეკიცხა ჟურნალისტები, ანაც არბიტრი მიკერძოებულობაში დაედანაშაულებინა, მაგრამ მოედანზე მის ჯენტლმენობაზე ლეგენდები იმ წუთიდან დადის, როცა პირველად გამოჩნდა მწვანე მინდორზე.
გიგზი ფეხბურთს სცემდა პატივს და ყველას, ვინც მის გვერდით თამაშობდა. განზრახ არასდროს უხეშობდა, არასდროს მიმართავდა უშვერ სიტყვებს და ბრძოლისას ხელსაც კი იშვიათად იშველიებდა, საკუთარი ტექნიკის, აზროვნების და უმაღლესი კლასის იმედი ჰქონდა თავიდანვე და 37 წლის ასაკშიც ასე იქცევა...
მის კარიერაში უამრავი გამორჩეული მომენტია, რომლებზეც ტომები შეიძლება დაიწეროს. მე ორ მათგანს მოვიყვანდი, გამარჯვებას "ქუინზ პარკ რეინჯერსზე", რომელმაც სერ ალექსის გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში დააბრუნა და რა თქმა უნდა, 1999 წლის თასის ნახევარფინალს ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ.
ეს მხოლოდ მინიმუმია იმ მატჩებისა, როცა ფეხბურთი ცეკვად, ისტორია და ხელოვნება კი ერთ მთლიანობად იქცა იმ სანახაობისა, რომელსაც გიგზის მორიგი შედევრი დაერქვა.
გარდა იმისა, რომ ჩემი აზრით ის მსოფლიოს ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვედრას იმსახურებს, გიგზი შესანიშნავი ადამიანია.
ჩემდა საბედნიეროდ, მქონია პატივი რამდენიმე დღე მის გვერდით გამეტარებინა და შთაბეჭდილება, რომელიც მისმა ჰუმანურობამ დამიტოვა, უბრალოდ წარუშლელია.
ყოველთვის, როცა მას ვუყურებ, ერთ რამეზე ვფიქრობ, ჩემს წინაშე ბრიტანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დგას, რა ბედნიერებაა, რომ ჯერ ისევ გადის მოედანზე და ყოველ კვირას მისი შემოქმედებით ტკბობის ნებას გვაძლევს უბრალო მოკვდავებს.
ვინ იცის, იქნებ რაიანმა სულაც ხვალ დაასრულოს კარიერა, მაგრამ დარწმუნებით ვაცხადებ, ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც ჩემი საფეხბურთო გემოვნება შეცვალა".
2010 წლის სეზონიც მიილია და რაიან გიგზი ისევ "მანჩესტერის" ღირსებას იცავს და როგორც ამბობენ, კიდევ ორი სეზონი აპირებს გუნდში დარჩენას. მართალია, ვეღარ ახერხებს ყველა შეხვედრის მთელი 90 წუთის მანძილზე თამაშს, მაგრამ...
ის დღეს ისევ "მანჩესტერის" ცოცხალი ლეგენდაა...
წელიწადში ორმოცდაათი მილიონი დოლარი. თვეში დაახლოებით 4 მილიონი დოლარი, დღეში – 140.000, საათში – 5.787, წუთში – 96, წამში –1.6
ასეთი ხელფასი ჰქონდა კალიფორნიაში დევიდ ჯოზეფ ბექჰემს. ეს მხოლოდ ხელფასი. ცალკე სარეკლამო კონტრაქტები, სხვადასხვა კომერციული შემოსავლები და უზარმაზარი თანხა, რომელიც სერ ელტონ ჯონმა ანდერძით დაუტოვა დევიდის უფროს ვაჟს, ბრუკლინს.
სხვათა შორის, ამ ამბავს დიდი კუდები მოება და ინგლისური ტაბლოიდები კარგა ხანს ხუმრობდნენ, ელტონი იმის არიფი არ არის, უბრალოდ ხელგაშლილობა გამოეჩინაო.
მაშინვე გაიხსენეს, რომ დევიდს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჯანი ვერსაჩესთან და ისიც, რომ ერთხელ ალალად აღიარა, პირდაპირ ვგიჟდები, როცა ჩემი ვიქტორიას ქვედა საცვალი მაცვიაო.
უკვე დიდი ხანია ეჭვებით ცხოვრობენ ყვითელი პრესის წარმომადგენლები ნისლიან ალბიონზე და ამერიკაში. ვინ არის დევიდ ბექჰემი, ჰყავს თუ არა იდუმალებით მოსილი მეგობარი მამაკაცი და რატომ აცვია ხოლმე ასე უცნაურად, ანუ "ცისფერივით".
მოკლედ, ერთხელ, "მანჩესტერში" თამაშისას, ბექჰემი შეამჩნიეს ბარში ვიღაც მამაკაცთან ერთად, რომლისთვისაც ხელი ჰქონდა გადახვეული და რაღაცას უმტკიცებდა. ალბათ, არც არაფერი მომხდარა, ალბათ უბრალოდ, რაღაცას უხსნიდა და ა.შ. მაგრამ შეამჩნიეს და რაღაც ხომ უნდა ეთქვათ და აგორდა ჭორი – ბექჰემი ცისფერია და ვიქტორია ბექჰემის ცოლად მოყვანა ამ ნაკლის დასაფარად გადაწყვიტაო.
ალბათ გახსოვთ ჯგუფ ''ოაზისის'' სოლისტის,ლაიემ გალაჰერის სიტყვები, რომელმაც ძალიან ''კაცური'' დაიჭირა და ბექჰემზ
|