1986 წელს Old Trafford-ზე ახალგაზრდა,44 წლის სათვალიანი შოტლანდიელი მივიდა და... მის ხელში გაიარეს ისეთმა ფეხბურთელებმა,როგორებიც არიან ერიკ კანტონა,ტედი შერინგემი,ოლე-გუნერ სოლსკაერი,იაფ სტამი,ლი შარპი,მარკ ჰიუგი,დევიდ ბექჰემი,პიტერ სმიჩელი,სტივ ბრიუსი,კრიშტიანო რონალდუ და რაიან გიგზი. უკვე 25 წელია ეს შოტლანდიელი ცოცხალი ლეგენდა იუნაიტედის ყოველ თამაშს კევის ღეჭვით ადევნებს თვალს და არასდროს ეცვლება გამომეტყველება - მუდამ მკაცრი და ცივი...მისთვის არც ფებურთელების გინებაა უცხო და არც მათზე პიზიკური შეურაწყოფის მიყენება,მიუხედავად ამ ყველაფრისა,პირველ რიგში მანჩესტერის ყველა ფეხბურთელს ის უზომოდ უყვარს,არანაკლებ უყვართ ის მანჩესტერის ფანებს - ფეხბურთზე ფანატურად შეყვარებული ადამიანების მთელს არმიას... გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებისა,მანჩესტერის გრანდად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ჯორჯ ბესტმა,ბობი ჩარლტონმა,დუნკან ედვარდსმა,დენის ლაუმ და ბოლოს უეინ რუნიმ.მანჩესტერმა ჩემპიონთა თასი პირველად 1968 წელს მოიგო,ფინალში იგი პორტუგალიურ ბენფიკას დაუპირისპირდა,ეს მატჩი იმით არის გამორჩეული,რომ თამაშის ძირითადი დრო დამთავრდა 1-1,ხოლო დამატებით ტაიმებში,კერძოდ 93,94,99 წუთებზე ბობი ჩარლტონმა,ჯორჯ ბესტმა და ბრაიან კიდმა 3 ჯერ აიღეს ბენფიკას კარი.შემდეგი ლიგა უფრო გვიან,1998-99 წლებში მოიგო მანჩემ,ხოლო ბოლოს ყველასთვის კარგად ნაცნობი და დაუვიწყარი ფინალი-პრემიერ ლიგური ჯახი მანჩესტერი-ჩელსი,სადაც მიუხედავად ჩელსის ძალიან დიდი უპირატესობისა,გაუმართლა მანჩესტერს და საფეხბურთო ლატარიის წყალობით მესამედ დაეუფლა ლიგას. დღეს მანჩესტერი ისეთივე სტაბილურია,როგორიც აგერ უკვე მთელი 25 წელი,ბოლოს მან გუშინ გაანადგურა უიგანი თავისივე კედლებში 0-4,წარმატებული გამოსვლა აქვს მანიუს ლიგაზეც და ის წლევანდელი ევროპული ტურნირის გათამაშების ერთ-ერთი ლიდერია.ძნელია არ გიყვარდეს კლუბი,სადაც უკვე 26 წელია მუშაობს ისეთი სპეციალისტი,რომელის სერ ალექს ფერგიუსონია და რომელსაც ბადალი არ ჰყავს ამ საქმეში