101 gagrdzeleba - 10 თებერვალში 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » თებერვალი » 10 » 101 gagrdzeleba
10:30
101 gagrdzeleba


პოლ ინსი




რომ გავიხსენოთ ინგლისური ფეხბურთის, 90_იანი წლების საუკეთესო მცველები, გაგვახსენდება: დენის უაიზი, დევიდ ბეტი, ვინი ჯოუნსი და როი კინი. მაგრამ ასევე არ უნდა დავივიწყოთ ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი პოლ ინსი, ზედმეტსახელად კი "პროფესორი".

პოლ ინსი დაიბადა ლონდონის ერთ-ერთ რაიონში, "ილფორდში". როდესაც ის იყო ორი წლის, მამამისმა მიატოვა ოჯახი და შვილები დედას დაუტოვა აღსაზრდელად. (პოლს ყავდა ორი და და ერთი ძმა). ოჯახში ფული კატასტროფულად ჭირდა და როდესაც პოლი 10 წლის გახდა, დედა წავიდა გერმანიაში სამუშაოდ, ხოლო შვილები ნათესავებს დაუტოვა. როდესაც პოლი იხსენებს ამ დროს, ის ამბობს, რომ მას ფული დიდად არ აღელვებდა და უმეტეს დროს ქუჩაში, მეგობრებთან ერთად ატარებდა.

პოლი ბავშვობიდან გულშემატკივრობდა ლონდონის კლუბს, "ვესტ ჰემს". ხოლო,
როდესაც პოლი თამაშობდა ფეხბურთს სკოლის გუნდში, ის შეამჩნია ჯონ ლიალმა. რომელმაც, პოლს შესთავაზა გადასულიყო "ვესტ ჰემის" ახალგაზრდულ გუნდში. პოლი თავიდან ვერ შეეგუა რეჟიმს, ხოლო 1983 წლის აპრილში ვარჯიშის დროს, კლუბში მოვიდნენ პოლიციელები, რომლებიც აპირებდნენ მის ციხეში წაყვანას. მაგრამ საბედნიეროდ მწვრთნელების ჩარევით პოლი გადაურჩა ციხეს. მას უნდა ამოერჩია ერთი გზა: ან გააგრძელებდა ხულიგნობას, ან სერიოზულად მოეკიდებოდა სპორტს. საბედნიეროდ პოლის ეყო ჭკუა და მეორე გზა არჩია.

პოლ ინსის დებიუტი შედგა 1986 წლის 30 ნოემბერს, პირველ დივიზიონში, "ნიუკასლის" წინააღმდეგ. იმ დროს "ვესტ ჰემი" ძალიან ცუდად ასპარეზობდა და იბრძოდნენ გადარჩენისთვის, მაგრამ გუნდი საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა სათასო ჩემპიონატებში. ლიგის თასის ნახევარფინალში, "ვესტ ჰემი" დაუპირისპირდა "ლივერპულს", სადაც მან ორი გოლის გატანა შეძლო და მატჩი ლონდონელების გამარჯვებით, 4-1 დასრულდა. ამ მატჩის შემდეგ პოლზე ძალიან ბევრი რამ ითქვა, როგორც ერთ-ერთ ახალგაზრდა, ნიჭიერ, ინგლისელზე. შემდეგ, ამას მოჰყვა პოლის გამოძახილი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში, სადაც მას კაპიტნის წოდება მიანიჭეს.
მომავალში კი, პოლი იყო კაპიტანი ყველგან, რომელ გუნდშიც ითამაშა.

ამ დროს კი, ლონდონელები ცხრილში უფროდაუფრო ქვემოთ ჩამოდიოდნენ და საბოლოოდ კიდევაც დატოვეს პირველი დივიზიონი. ხოლო, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბრძოლა დაიწყეს გრანდებმა. საბოლოოდ ამ ბრძოლაში გამარჟვებული დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი იყო. მასში გადახდილი იქნა 4 მილიონი დოლარი. 1989 წელს, როდესაც პოლმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი, გუნდში მოვიდნენ: ნილ უები და გარი პალისტერი.





პოლ ინსი კარგად შეეწყო "წითელი ეშმაკუნების" თამაშს. ის მოედნის ცენტრში, ბრაიან რობსონთან ერთად სასწაულებს ახდენდა და "იუნაიტედმა" მათი დახმარებით , ინგლისის თასის ფინალში დაამარცხა "კრისტალ პალასი". მადა ჭამის დროს მოდის და შემდეგ სეზონში "იუნაიტედმა" მოიპოვა ევროპული ტიტული. შემდეგ კი, თასთა თასის ფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაამარცხა "ბარსელონა", სადაც დუბლი შეასრულა მარკ ჰიუზმა. მომდევნო სეზონში, ჩემპიონატის დასასრულს, ერიკ კანტონას, პიტერ შმეიხელის და ბრაიან რობსონის დახმარებით "იუნაიტედმა" მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ხოლო, ოქროს მატჩი "შეფილდ უენსდისთან" და ბოლო წუთებზე შესრულებული დუბლი სტივ ბრიუსის მიერ, სამუდამოდ დაამახსოვრდება "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატჯივრებს.

პოლ ინსის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" მისთვის ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი იყო. 1992 წლის სექტემბერში, პოლი პირველად გამოიძახეს ინგლისის ნაკრებში, მაგრამ გრემ ტეილორი არ ენდობოდა მას და მხოლოდ რამოდენიმეჯერ მისცა თამაშის უფლება. რამოდენიმე თვის შემდეგ, პოლ ინსი ინგლისის ნაკრების პირველი შავკანიანი კაპიტანი გახდა.

პოლ ინსის კარიერა მწვერვალს უახლოვდებოდა, მაგრამ 1994-1995 წლის სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონების ტიტული "ბლექბერნს დაუთმეს". ხოლო, პოლის და ალექს ფერგიუსონის ურთიერთობდა დაიძაბა. შოტლანდიელმა მწვრთნელმა ბევრი არ იფიქრა და პოლს გუნდი დაატოვებინა. ხოლო მის შემცვლელად როი კინი აღმოაჩინა.







პოლ ინსი შეიძინა მილანის "ინტერმა", 7 მილიონ ფუნტად. რატომ დატოვა პოლმა სამშობლო? - პასუხი მარტივია, მას სურდა, რომ ეთამაშა იმ დროის საუკეთესო ჩემპიონატში. პოლი დღეს ნოსტალგიით იხსენებს ცხოვრებას იტალიაში. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში თამაშობდნენ: ზანეტი, ჯორკაეფი, ვინტერი, სფორცა, პალიუკა, ბერგომი, სამორანე, მათ ვერაფერს ვერ მიაღწიეს, მილანელმა ვარსკვლავებმა 1997 წელს, უეფას თასის ფინალში გასვლა შეძლეს და იქაც დამარცხდნენ "შალკესთან".

პოლის საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ევროპის ჩემპიონატი 1996 წელს. "ინგლისელებმა" ფრედ დაამთავრეს მატჩი "შვეიცარიასთან", მაგრამ შემდეგ დაამარცხეს "შოტლანდიელები", ანგარიშით 2-0. ხოლო, მსოფლიო ჩემპიომატზე იტალიაში, ინგლისელებმა კვლავ ვერ შეძლეს გამარჯვება და 11 მეტრიანებში დამარცხდნენ გერმანელებთან. პოლი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა პენალტის დარტყმაზე.




ჩემპიონატის შემდეგ პოლი დაბრუნდა ინგლისში. ბევრი ინსის ადგილას, არ გარისკავდა და არ ითამაშებდა ორ ყველაზე დიდ ბრიტანულ კლუბში. მაგრამ პოლმა გარისკა და "ლივერპულში" გადავიდა. ევანსის გუნდი შემდეგი იყო: ჯიმი რედნაპი, სტივ მაკმანამანი, დევიდ ჯეიმსი და რობი ფაულერი.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა პოლმა, სადაც ინგლისი დამარცხდა არგენტინასთან გადაწყვიტა დაესვენებინა. მაგრამ, ევანსის ნაცვლად გუნდში მოვიდა ახალი მწვრთნელი ჯერარ ულიე. ჯერარმა გადაწყვიტა ახალი გუნდის აწყობ, მან გუნდში მოიყვანა - ახალგაზრდა სტივენ ჯერარდი, ხამანი და ბარმბი. საბოლოოდ პოლ ინსმა დატოვა კლუბი.

1999 წელს პოლ ინსი "მიდლსბროში" გადავიდა. ისინი არც ისე ცუდ ფეხბურთს აჩვენებდნენ და ცხრილში 9_ე ადგილს იკავებდნენ. იმ დროისთვის პოლის მთავარი მიზანი იყო ევრო-2000, მაგრამ ბევრი სპეციალისტი საუბრობდა, რომ მისი გამოძახება ნაკრებში აუცილებელი არ იყო. მისი შანსები ძან მცირე იყო, იმიტომ რომ მიმდინარეობდა გუნდის გაახალგაზრდავება. ამის გამო ნაკრებში არ გამოიძახეს: ტიმ შერვუდი, პოლ მერსონი, დარენ ანდერტონი და ტედი შერინგემი. მაგრამ პოლის ადგილი მოინახა. ინგლისის ნაკრების ნახევარდაცვა ასე გამოიყურებოდა: პოლ სქოულზე, დენის უაიზი, ახალგაზრდა სტივენ ჯერარდი და გამოცდილი პოლ ინსი. პირველ ტურში ინგლისის ნაკრები დამარცხდა პურტუგალიასთან 3-2. მომდევნო ტურში კი ინგლისელებმა დაამარხცხეს გერმანელები და გაუჩნდათ იმედი, რომ შეძლებდნენ ჯგუფიდან გასვლას, მაგრამ ისინი კვლავ დამარცხდნენ რუმინეთის ნაკრებთად და მათთვის ჩემპიონატი დასრულდა. ასე დასრულდა პოლ ინსის კარიერა ინგლისის ნაკრებში.





"მიდლსბროდან" პოლ ინსი "ვულვერჰეპტონში" გადავიდა, სადაც ის კლუბს დაეხმარა "პრემიერ ლიგაში" გადასვლაში. 2006 წელს, პოლს შესთავაზეს გამხდარიყო "სუინდონ თაუნის" მოთამაშე მწვრთნელი. მან იქ ძალიან ცოტა დრო გაატარა და შემდეგ "მაკსფილდ თაუნის" მწვრთნელი გახდა. ის დაეხმარა კლუბს, რომ არ გავარდნილიყო მეორე დივიზიონოდან. მაგრამ პოლი უკმაყოფილო დარჩა კლუბის მდგომარეობით და როდესაც მიიღო შემოთავაზება "მილტონ კეინსდონსიდან" მაშინვე დაეთანხმა.

ძალიან საინტერესო რამ შეემთხვა ამ კლუბს. ინგლისური ფეხბურთის ყველა მოყვარულს, ძალიან კარგად ახსოვს ცხობილ "უიმბლდონს", სადაც თამაშობდა ვილნი ჯონსი. 2000 წელს კლუბი გამოვარდა ინგლისის "პრემიერ ლიგიდან" და გაბანკროტდა. კლუბილს მფლობელმა პიტ ვილკელმანმა გუნდი გადაიყვანა ლონდონის გარეუბანში და არამხოლოდ მისი სახელწოდება შეცვალა, არამედ კლუბის სიმბოლური ფერიც. გულშემატკივრები ძალიან აღშფოთებულები იყვნენ და შექმნეს "უიმბლდონი".

ასეთ მდგომარეობაში მყოფ გუნდს ესაჭიროებოდა არამხოლოდ მწვრთნელი, არამედ ისეთი ადამიანი, რომელიც გულშემატკივრების ყურადღებას მოიპყრობდა. ხოლო, პოლ ინსი საუკეთესო კანდიდატურა აღმოჩნდა. კლუბმა პოლის დახმარებით დაიწყო საკმაოდ აგრესიული და ენერგიული ფეხბურთის თამაში. მათ მოიგეს League Two, ხოლო სეზონის დასასრულს კიდევ ერთი ტიტული დაამატეს - "LDV"_ს თასი. ახალგაზრდა მწვრთნელის ასეთი წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩა "პრემიერ ლიგაში". "ბლექბერნიდან" მარკ ჰიუზი გადავიდა "მანჩესტერ სიტიში". ხოლო "ბლექბერნი" ეძებდა მის შემცვლელს. არვიცი სწორად მოიქცა თუ არა პოლ ინსი, მან დატოვა "იუმბლდონი" და "ბლექბენრში" გადავიდა. მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა. მინდა დავამატო, რომ შესაძლოა ჩვენ ინგლისის მოედნებზე ვიხილოთ პოლ ინსის შვილი, რომელიც "ლივერპულის" აკადემიაში თამაშობს და როგორც ცნობილია საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა.

რას ფიქრობს პოლ ინსი თავის კარიერაზე? - "ყველაზე ცუდი ის არის, რომ არის ხალხის ისეთი კატეგორია, რომლებიც ჩემს საფეხბურთო კარიერას წარუმატებელს თვლის. მაგრამ ეს ასე არ არის, დააკვირდით თუ რამდენს მივაღწიე მე ჩემს კარიერაში. რამოდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი ინლისის კაპიტანი. ასევე მშვენიერი დრო გავატარე "მანჩესტერ იუნაიტედში", "ინტერში" და "ლივერპულში"." _თქვა პოლმა.




პოლ ემერსონ კარლაილ ინსი, დაიბადა 1967 წლის 21 ოქტომბერს, ლონდონში. სიმაღლე - 178 სმ, პოზიცია : ნახევარმცველი.
[b]კარიერა
ახალგაზრდული კლუბი
1982—1984 ვესტ ჰემ იუნაიტედი
კარიერა კლუბებში
1984—1989 ვესტ ჰემ იუნაიტედი 72 (7)
1989—1995 მანჩესტერ იუნაიტედი 206 (25)
1995—1997 ინტერი 54 (10)
1997—1999 ლივერპული 65 (14)
1999—2002 მიდლსბრო 93 (7)
2002—2006 ვულვერჰეპტონი 115 (10)
2006 სუინდონ თაუნი 3 (0)
2007 მაკლსფილდ თაუნი 1 (0)
1984—2007 მთლიანად კარიერაში 609 (73)
ინგლისის ნაკრები*
1989 ინგლისი(до 21) 2 (0)
1992 ინგლისი-2 1 (0)
1992—2000 ინგლისი53 (2)
მწვრთნელობის კარიერა
2006—2007 მაკსფილდ თაუნი
2007—2008 მილტონ-კინს დონს
2008 ბლექბერნ როვერსი


მიღწევები
როგორც ფეხბურთელი
* ინგლისის პრემიერ ლიგის ჩემპიონი (1993, 1994)
* ინგლისის თასი (1990, 1994)
* თასთა თასის მფლობელი (1991)
* საფეხბურთო ლიგის თასის მფლობელი (1992)
* უეფას სუპერთასის მფლობელი (1991)
* ინგლისის სუპერთასის მფლობელი (1990, 1993, 1994)
* ინგლისის თასის ფინალისტი (1995)
* უეფას თასის ფინალისტი (1997)

როგორც მწვრთნელი
* ინგლისის მეორე საფეხბურთო ლიგა: 2008
* საფეხბურთო ლიგის ტიტული : 2008[/b]



ტედი შერინგემი დაიბადა 1966 წლის 2 აპრილს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში.
ედუარდ პოლ შერინგემმა, რომელსაც საფეხბურთო სამყარო ტედი შერინგემად იცნობს, ფეხბურთელის კარიერა 2007-08 წლების სეზონში დაასრულა ”კოლჩესტერ იუნაიტედში”.
იმნ დროსთვის ის 42 წლის იყო და ინგლისის სხვადასხვა პროფესიულ ლიგაში 760 მატჩში 289 გოლის გატანა მოახერხა...
ტედი შერინგემმა ”მანჩესტერ იუნაიტედში” 1997-2001 წლებში ითამაშა და კარიერის მთავარი ტიტულები სწორედ ”ოლდ ტრაფორდზე” მოიპოვა. მის სანაცვლოდ მანჩესტერელებმა 3,5 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.
უცნაურია, რომ ტედი შერინგემმა პირველი შეხვედრა ახალ კლუბში იმ გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც ”მანჩესტერ იუნაიტედამდე” თამაშობდა - ”ტოტენჰემ ჰოთსფურთან” შეხვედრისას პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ის თამაში მანჩესტერელებმა მაინც მოიგეს...
1997-98 წლების სეზონში შერინგემსა და ენდი კოულს შორის გაუგებრობა მოხდა: ”ბოლტონთან” წაგებული თამაშის შემდეგ შერინგემმა პარტნიორი გააკრიტიკა და მას შემდეგ ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ...




1998-99 წლების სეზონში ტედი შერინგემი დუაიტ იორკის ჩრდილში მოექცა, თუმცა მაინც მოახერხა და კლუბის ისტორიაში შეაბიჯა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მიუნხენის ”ბაიერნთან” მატჩის უკანასკნელ წუთზე ანგარიში გაათანაბრა, რამდენიმე წუთში კი ოლე-გუნარ სოლსკიაერმა გამარჯვების გოლი გაიტანა...
2000-01 წლების სეზონში ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ამოიწურა. ”მანჩესტერ იუნაიტედმა” ვეტერან ფორვარდს ერთწლიანი კონტრაქკი შესთავაზა, თუმცა შერინგემმა ”ოლდ ტრაფორდზე” დარჩენა იუარა...
ინგლისის ნაკრებში თავდამსხმელის დებიუტი 27 წლის ასაკში შედგა... მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრები ინგლისთან 0:2 ორჯერ დამარცხდა. თბილისში და ლონდონში თითო გოლი ტედი შერინგემმა გაიტანა. საერთო ჯამში, ტედი შერინგემმა 51-ჯერ ითამაშა ქვეყნის პირველ გუნდში და 11 გოლი გაიტანა.




2006 წლის 26 დეკემბერს, 40 წლის და 266 დღის ტედი შერინგემმა, რომელიც იმ დროს ”ვესტ ჰემ იუნაიტედში” ასპარეზობდა, ”პორტსმუტთან” 2:1 მოგებულ თამაშში გოლი გაიტანა. მას შემდეგ ის პრემიერლიგის უხუცესი მეგოლეა...


ედუარდ პოლ შერინგემი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1999, 2000, 2001
ინგლისის თასი - 1999
ჩემპიონთა თასი - 1999
საკონტინეტთაშორისო თასი - 1999



ოლე გუნარ სოლსკიაერი


დასაწყისი

ოლე გუნარ სოლსკიარი დაიბადა ნორვეგიაში ქალაქ კრისტიანსუნდეში 1973 წლის 26 თებერვალს,ბავშვობაში სოლსკიაერი 4 წლის განვალობაში საბრძოლო ხელოვნებაში დადიოდა მისი მამა ოევინდ სოლსკიაერი სწორედ ამ..
[08:22:30] N.M.M.C =X LoKo.BaaW :): ალექს სტეპნი

სრული სახელი:ალექსანდერ სირილ სტეპნი
დაბადების თარიღი:1942 წლის 12 სექტემბერი
დაბადების ადგილი:მიტჩემი,სურეი,ინგლისი
პოზიცია:გოლკიპერი
ტიტულები:ასოციაციის თასი(1976-1977),ინგლისის ჩემპიონატი(1966-1967) და ჩემპიონთა თასი (1967-1968)



მანიუს გოლკიპერთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამდვილად იყო ალექს სტეპნი.მან მანიუს გულშემატკივართა გულებში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.მანჩესტერ იუნაიტედის სტაჟიან ფანებს კარგად ახსოვთ მისი შესანიშნავი თამაში ,განსაკუთრებით 1968 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში,როცა მანიუმ ლისაბონის „ბენფიკა" დაამარცხა ანგარიშით 4:1.

ალექს სტეპნი ეროვნებით ინგლისელია და დაბადებულიუ 1942 წლის 18 სექტემბერს ქალაქ მიტჩემში ,სურეის ოლქში,ინგლისში.ლოგიკურია ,რომ მისი ფეხბურთელის კარიერა ადგილობრივ კლუბში დაიწყო და გამოდიოდა „მიტჩემ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდში.19 წლის ასაკში ალექს სტეპნი მთავარ გუნდში გადავიდა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში (1961-1963) 50-მდე თამაში ჩაატარა.

მომდევნო ეტაპი მის კარიერაში იყო „მილუოლი",სადაც მან უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ,ჩაატარა რა 150 -ზე მეტი თამაში ძირითად შემადგენლობაში.1966 წელს კი „ჩელსიში" ნახევარწლიანი გავლის შემდეგ სტეპნი მოხვდა იქ ,სადაც დაიწყო მისი კარიერული და პიროვნული აღმასვლა.ალექს სტეპნი გახდა სერ მეტ ბასბის შეგირდი.მის სანაცვლოდ კი გუნდმა 55000 ფუნტი გადაიხადა ,რაც იმ დროისთვის სარეკორდო თანხა იყო,რომელიც მეკარეში გადაიხადეს.

ალექს სტეპნის დებიუტი განსაკუთრებულ დღეს დაემთხვა.პირველივე თამაშში მან „მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ითამაშა და კარი მშრალად შეინახა.მანჩესტერ იუნაიტედმა ის თამაში 1:0 მოიგო.სადებიუტო სეზონი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა სტეპნისთვის .ის ინგლისის ჩემპიონი გახდა გუნდთან ერთად და საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა.სერ მეტ ბასბიმ მას ჩემპიონობი მთავარი ფაქტორი უწოდა:"ჩვენს ჩემპიონობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ალექს სტეპნის გადაბირება."

ალექს სტეპნის მეორე სეზონი კი დაუვიწყარი იყო მის კარიერაში.ფინალი „უემბლიზე" და მატჩის ბოლო წუთებზე ეუსებიოსთვის აღებული გასაოცარი ბურთი,რომ არა სტეპნის სეივი მანიუ თამაშს დამატებით დროში ვეღარ გადაიყვანდა და გუნდი თასს დაკარგავდა.თუმცა სტეპნის წყალობით მანიუმ ისტორიაში პირველად შეძლო ევროთასებზე გამარჯვება.

ინგლისის ნაკრებში სტეპნის მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.მისთვის ძალიან რთული იყო გორდონ ბენქსისთვის კონკურენციის გაწევა ,რომელიც იმ პერიოდში სამართლიანად ითვლებოდა ინგლისის ნომერ პირველ მეკარედ.ალექსმა ერთადერთი შეხვედრა ჩაატარა შვედეთთან 3:1 მოგებულ მატჩში.

სტეპნი მანიუს ერთგული დარჩა მაშინაც კი ,როცა გუნდს უჭირდა და ტიტულებს ვეღად იგებდა და სულაც ქვედა ლიგაში დაქვეითდა.სტეპნიმ 1968 წლის შემდეგ გუნდთან ერთად პირველი ტიტული 1977 წელს მოიგო.მაშინ მანიუმ ასოციაციის თასზე შეძლო გამარჯვება.სტეპნი არის მანიუს ისტორიაში მეკარეებს შორის საუკეთესო ბომბარდირი.მას აქვს 2 გოლი გატანილი,ერთით მეტი ვიდრე პიტერ შმეიხელს.(სხვა მეკარეს მანიუს რიგებში გოლი არ გაუტანია)

საერთო ჯამში სტეპნიმ მანიუს რიგებში 546 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანაც მოახერხა.მან 175 -ჯერ მშრალად შეინახა კარი და ითამაშა ზედიზედ 92 თამაში,რაც შემდგომში სტივ კოპელმა გააუმჯობესა.გუნდთან ერთად მოიგო ასოციაციის თასი(1976-1977),ინგლისის ჩემპიონატი(1966-1967) და ჩემპიონთა თასი (1967-1968)

მანიუსდან წასვლის შემდეგ მან კარიერა აშშ-ში გააგრძელა .საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა მეკარეების მწვრთნელად რამდენიმე ინგლისურ კლუბში.



1)სერ მეთ ბასბი-დაიბადა 1909 წელს მანჩესტერში ითამაშა 1945-69 წლებში მან ჩაატარა 758 მატჩი და გაიტანა 249 გოლი

2) დენის ლოუ-დაიბადა 1940 წელს მანჩესტერში ითამაშა 11 წელი ჩაატარა 404 მატჩი და გაიტანა 237 გოლი

3)ჯეკ როუელი- დაიბადა 1920 წელს მანჩესტერში ითამაშა 1937-55 წლებში ჩაატარა 424 მატჩი და გაიტანა 211 გოლი

4)ჯორჯ ბესტი-დაიბადა 1946 წელს მანჩესტერში ითამაშა 1963-74 წლებში ჩაატარა 470 მატჩი და გაიტანა 179 გოლი

5)დენის ვიოლეტი-დაიბადა 1933 წელს მანჩესტერში ითამაშა 1950-62 წლებში ჩაატარა 259 მატჩი და გაიტანა 159 გოლი

6)ჯო სპენცი-დაიბადა 1898 წელს მანჩესტერში ითამაშა 1919-33 წლებში ჩაატარა 481 მატჩი და გაიანა 158 გოლი

7) მარკ ჰიუზი-დაიბადა 1963 წელს მანჩესტერში ითამაშა 1988-95 წლებში ჩაატარა 256 მატჩი და გაიტანა 82 გოლი


ბრაიან კიდი


დაბადების თარიღი : 1949 წლის 29 მაისი
დაბადების ადგილი : კოლიჰერსტი, მანჩესტერი
პოზიცია : ფორვარდი
თამაში "მანჩესტერ იუნაიტედში" : 272
გოლები "მანჩესტერ იუნაიტედში" : 69
თამაში ინგლისის ნაკრებში :2
გოლები ინგლისის ნაკრებში : 1


ბრაიან კიდი არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, დაიბადა კოლიჰერსტში 1949 წლის 29 მაის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ "იუნაიტედის" კიდევ ერთი ლეგენდა ნობი სტაილზი დაიბადა იმავე კოლიჰერსტში. ისინი ორივენი, სწავლობდნენ ერთი და იმავე სკოლაში. ბრაიან კიდმა, თავისი საფეხბურთო კარიერა სკოლის გუნდში დაიწყო. შემდეგ კი მან სწავლა "მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო სკოლაში განაგრძო. რვა თვის შემდეგ, 1963 წლის აგვისტოში ის ხდება ნაციონალური გუნდის წევრი, ხოლო 1966 წელს ის ღებულობს პროფესიონალი ფეხბურთელის ლიცენზიას.

ბრაიანი ბრწყინვალედ და აქტიურად თამაშობდა "იუნაიტედის" სარეზერვო კლუბში. 1967 წლის 12 აგვისტოს, 18 წლის ასაკში, მან ჩაატარა სადებიუტო მატჩი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, რომელიც 3-3 დასრულდა. (მაშინ არ იყო 11 მეტრიანები) შემდეგ მან ჩაატარა პირველი მატჩი ინგლისის ჩემპიონატში, "ევერტონის" წინააღმდეგ, რომელიც "იუნაიტედის" დამარცხებით 1-3 დასრულდა. თავის სადებიუტო სეზონში, კიდი ისე დამაჯერებლად თამაშობდა, რომ მოიპოვა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში და პირველ სეზონში მხოლოდ 4 მატჩი გამოტოვა. ადვილი მისახვედრია, თუ რატომ ათამაშებდა მეტ ბასბი ახალგაზრდა კიდს, მთავარ შემადგენლობაში. ის გამორჩეული ახალგაზრდა იყო, სისწრაფით, დამაჯერებლად თამაშობდა ყველა სიტუაციაში და მარტივად ატყუებდა მცველებს.

თითქმის 40 წლის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა და ევროპის ჩემპიონების თასის ფინალი როგორც დღეს, მაშინაც მაისის ბოლოს იმართებოდა. 37 წლის უკან, "მანჩესტერ იუნაიტედი" გავიდა ამ პრესტიჯული ევროპული ჩემპიონატის ფინალში, სადაც ინგლისელები "ბენფიკას" ეთამაშებოდნენ. პურტუგალიელებს ქონდათ სიამაყის მიზეზი, იმიტომ რომ მათ გუნდში თამაშობდა ცნობილი ეისებიო. ფინალის დღეს, "უემბლიზე" შეკრებილი ინგლისელი გულშემატკივრები მღეროდნენ: "Eusebio, and I say Kiddo". ხო, სწორედ ამ დღეს იყო ჩვენი გმირის დაბადების დღე და გულშემატკივრები მღეროდნენ The Beatles "Hello, Goodbye", გულშემატკივრები ამ გზით ულოცავდნენ ბრაიან კიდს დაბადების დღეს, რომელიც 19 წლის ხდებოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" აუცილებლად უნდა მოეგო ეს მატჩი. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, დენის ლოუ ტრავმირებული იყო. შეიძლება ეს ფაქტი დაეხმარა ბრაიან კიდს, რომ ეთამაშა ეს მატჩი. თავიდან ორივე გუნდმა მსგავსი ფერის ფორმები აირჩიეს, შემდეგ კი გადაწყვეტილი იქნა, რომ "ბენფიკას" ფეხბურთელები ჩაიცმევდნენ თეთრი ფერის მაისურებს, ხოლო "იუნაიტედის" ფეხბურთელები კი ლურჯს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა : სტეპნი, ბრენანი, დანი, კრერანდი, ფოლკსი, სტაილზი, ბესტი, კიდი, ჩარლტონი, სედლერი და ესტონი.

მატჩი ძალზედ დაძაბული, აღმოჩნდა. პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა. თამაშს ესწრებოდა 100 000 მაყურებელი. დაიწყო შესანიშნავი მატჩის მეორე ნახევარი. 8 წუთის შემდეგ ბობი ჩარლტონმა თაური დარტყმით ბურთი "ბენფიკის" კარებში გაგზავნა და ანგარიში 1-0 გახადა. მატჩის დასრულებამდე, 9 წუთით ადრე "ბენფიკამ" შეძლო ანგარიშის გათანაბრება ჯიმი გრასეს დახმარებით. ეისებიოს ქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მან ეს შანსები ვერ გამოიყენა და დაინიშნა დამატებითი დრო.

მსაჯმა მისცა სასტვენი და დაიწყო დამატებითი დრო. გავიდა 3 წუთი და ჯორჯ ბესტმა შეძლო გოლის გატანა. (2-1) ამ გოლბა მატჩში დიდი გარდატეხა მოახდინა და მომდევნო 5 წუთის განმავლობაში, "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა 2 გოლი გაიტანეს. 95_ე წუთზე ბრაიან კიდმა გაიტანა გოლი, ხოლო მატჩის დასასრულს ჩარლტონმა გაიტანა ბრწყინვალე გოლი და ანგარიში 4-1 გახადა.

რა მშვენიერი ღრუბლებში ფრენა და რა მძიმეა მიწაზე დანარცხება

ბრაინმა დაკარგა სტაბილურობა. მან 68/69 სეზონში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. ხოლო, "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრიუმფის შემდეგ 11_ე აღმოჩნდა. 70_იანი წლების დასაწყისი, როგორც "იუნაიტედისთვის" ასევე ბრაიანისთვისაც ძალზედ დაძაბული იყო. 3 წლის განმავლობაში "იუნაიტედი" ცხრილში 8_ე ადგილს იკავებდა. 72/73 სეზონში, კი "იუნაიტედმა" სეზონი 18_ე ადგილზე დაასრულა და ბრაინმა მხოლოდ 4 გოლი გაიტანა. ხოლო კიდის ბოლო სეზონში(73/74) "იუნაიტედმა" 21_ე ადგილი დაიკავა და 2 დივიზიონში გადავარდა. ამ სეზონშიც ბრაინმა ცუდი შედეგიანობა აჩვენა. (მხოლოდ 2 გოლი)

5 სეზონის განმავლობაში, კიდი ბრძოლობდა იმისთვის რომ ეთამაშა მთავარ შემადგენლობაში და გაემართლებინა. მისთვის კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" 1974 წელს დასრულდა, როდესაც "იუნაიტედი" მეორე დივიზიონში გადავარდა. ბრაიან კიდსი გადაბარგდა ლონდონის "არსენალში" 110 000 ფუნტ სტერკინგად.



ცხოვრება "იუნაიტედის" შემდეგ

როგორც გასაკვირი არ უნდა იყოს, ბრაინმა "არსენალში" გადასვლის შემდეგ ორი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. მან 70 მატჩში 30 გოლის გატანა შეძლო.

1976 წლის ივლისში, ბრაიანი ბრუნდება "მანჩესტერში", მაგრამ არა "იუნაიტედში", არამედ "სიტიში". "მანჩესტერ სიტის" ეს ტრანსფერი იგივე თანხა 110 000 ფუნტი დაუჯდა. კიდმა, "სიტიში" 98 მატჩი ითამაშა და 44 გოლი გაიტანა.

1979 წლის მარტში, ბრაიანი ლივერპულის "ევერტონში" აღმონდა. მარტიდან ივნისამდე, მან "ევერტონის" რიგებში 9 მატჩი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. შემდეგ სეზონში, ბრაიანი არ ბრწყინავდა შედეგიანობით, ჩაატარა 31 მატჩი და 9 გოლი გაიტანა.

1980 წლის მაისში, კიდი გადავიდა ბოლტონში, ჩაატარა 43 შეხვედრა და 14 გოლი გაიტანა. რის შემდეგაც ის შემდეგ სეზონში აშშ-ში აღმოჩნდა. ის არენდით თამაშობდა Atlanta Chiefs-ში. ამერიკული ფეხბურთის დონე ისეთი დაბალი იყო, რომ ბრაიანმა 29 მატჩში 23 გოლი გაიტანა. 82-83 წლებში ბრაიანი გადავიდა სხვა ამერიკულ კლუბში Fort Lauderdale Strikers, აქაც საკმაოდ წარმატებული სეზონი ჩაატარა, 51 მატჩში 34 გოლი. მისი კარიერა ამერიკაში დასრულდა 1984 წელს, Minnesota Strikers _ში. (13 მატჩი, 8 გოლი)

იმავე 1984 წელს, ბრაიანი ბრუნდება ინგლისში, მოთამაშე მწვრთნელი სახით Barrow_ში. შემდეგ, კიდი გახდა Swindon Town_ის მთავარი მწვრთნელის მოადგილე.

Take me home United Road

1988 წელს ბრაიან კიდი ბრუნდება "ოლდ ტრაფორდზე", "მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო სკოლის დირექტორად.

ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდები, იზრდებოდნენ ბრაიანის დირექტორობის დროს. ის ასევე სკაუტის როლს ასრულებდა და თვითონვე იყო დაკავებული ახალი ტალანტების აღმოჩენაში. მისი დირექტორობის დროს, გუნდში იზრდებოდნენ : დევიდ ბექემი, რაიან გიგზე, პოულ სქოულზი.

1991 წელს, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონის დამხმარე მწვრთნელი არჩი ნოკსი, მოულოდმელად წავიდა "რეინჯერსში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ფერგიუსონმა შესტავაზა კიდს, რომ დაეკავებინა ნოკსის ადგილი. მან ასეთი სიტყვებით მიმართა მას : " კიდ, არ მოგვეხმარები პირველ გუნდში?". ფერგიუსონმა ჯურნალისტებს შემდეგი სიტყვები უთხრა:

"არჩის წასვლა გუნდიდან, ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, მაგრამ მე ვიცი, რომ ბრაიან კიდი მას ღირსეულად შეცვლის."

"კიდს ძალიან დიდი წილი მიუძღვის ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდაში. ის იყო უდიდესი ფეხბურთელი და ვფიქრობ, რომ ის დაეხმარება პირველ გუნდს."

კიდმა დაიწყო თავისი ახალი მოვალეობების შესრულება. მისით ყველა კმაყოფილები იყვნენ და დაუფასეს. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი, გულშემატკივრებმა ის კლუბის ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მას ეძახდნენ - მეფეს. ასე თქვა ერიკ კანტონამ ბრაიან კიდის შესახებ:

"ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც ასეთი ადამიანი არის შენი მწვრთნელი. რასაც ის აკეთებს, არის უფრო მეტი ვიდრე ოსტატობა, ეს არის სიყვარული."

სერ ალექს ფერგიუსონმა და ბრაიან კიდმა "იუნაიტედთან" ერთად 4-ჯერ გახდნენ ჩემპიონები, 3-ჯერ მოიგეს Charity Shield, 2-ჯერ ინგლისის თასი, 1-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, ასევე არიან თასთა თასის მფლობელები და უეფას სუპერთასის.

ჩანდა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ 1998 წელს ბრაიანმა დატოვა "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბლექბერნ როვერსის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. იმ დროს "ბლექბერნს" ძალიან უჭირდა თამაშის მხრივ და ცხრილშიც აუთსაიდერები იყვნენ.

I did it my way

რატომ მოიქცა კიდი ასე? შეიძლება იმიტომ რომ მას პირველობა სურდა. 1998 წლის 6 დეკემბერს კიდი "ბლექბერნ როვერსის" უფიციალური მწვრთნელი გახდა. ხოლო, შემდეგ ის დეკემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ბრაიან კიდის მთავარ პოსტზე დანიშვნა, არ დაეხმარა "ბლექბერნს" და 1999 წელს ისინი..


დენის ლოუ



დაიბადა 1940 წლის 24 თებერვალს შოტლანდიის ქალაქ აბერდინში.

უეფა-ს 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით,ევროპის ყველა ქვეყნის
ფედერაციამ 1954-2004 წლების საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.
შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ ასეთად 60-იანი
წლების ვარსკვლავი,ევროპის1964 წლის საუკეთესო
მოთამაშდ დასახელებული დენის ლოუ მიიჩნია.
ტანმორჩილმა შოტლანდიელმა ფორვარდმა კარიერის საუკეთესო წლები
”manchester united"-ში გაატარა და ამ კლუბთან ერთად ევროპის
საკლუბო ჩმპიონატის მწვერვალიც დაიპყრო,ოლდტრაფორდზე გასვლამდე
კი სამ კლუბში მოასწრო თამაში ”ჰადერსდოლპში”,”მანჩესტერ სიტიში” და ”ტორინოში”
”მანჩესტერ იუნაიტედმა” დენის ლოუ,1962 წლის ივნისში,
115 ათას გირვანქად გადმოიბირა:მორიგი უძვირფასესი ტრანსფერი
ბრიტანეთის ფეხბურთის ისტორიაში.1962 წლის 18 აგვისტოს,
”ვესტ ბორმვიჩ ალბიონის”წინააღმდეგ დენის ლოუმ პირველად ითამაშა”იუმაიტედის”მაისურით
და მე-7 წუთზე გოლიც გაიტანა,
1964-1967 წლებში იყო გუნდის კაპიტანი.საოცრად შუპოვარი
მოთამაშე ყოველთვის მზად იყო გოლის გასატანად.ის ”იუნაიტედში”
10 ნომრით თამაშობდა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე.
1973 წლის გაზაფხულამდე კი,
სანამ ”ოლდ ტრაფორდს”დატოვებდა,ამ კლუბის შეემადგენლობაში
ჩატარებულ 409 ოფიციალურ მატჩში 237 გოლი შაგდო.”მანჩესტერ იუნაიტედის”ისტორიაში
დენის ლოუ შედეგიანობის მხრივ მხოლოდ ლეგენდარულ ბობი ჩარლტონს ჩამორჩება.
1963-1964 წლების სეზონში,როცა შოტლანდიელი ევროპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს,
ლოუმ მანჩესტერელთა მაისურით 41 მატჩში 46 გოლი გაიტანა.
ეს დღმდე საკლუბო რეკორდია.
1963 წელს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ საუკუნოვანი იუბილე იზეიმა:
ინგლისის ნაკრებმა ფიფა-ს ვარსკვლავთა გუნდს 2:1 სძლია.
ფიფა-ს რჩულთაგან ერთადერთი გოლი შწორედ ლოუმ გაიტანა,
წლების შმდეგ განაცხადა,რომ იმ შეხვედრაში თამაში მისი კარიერის
საუკეთესო მომენტი იყო...
დენის ლოუმ ”იუნაიტედი”1973 წლის 1-ლ ივლისს დატოვა და ”მანჩსტერ სიტის”დაუბრუნდა.
მან ”იუნაიტედს”კარიერის საუკეთესო წლები შსწირა.
22 წლის იყო,როცა მისი მაისური პირველად მოირგო და იმ დღიდან
11 წელი ღირსეულად ემსახურა.1973 წელს,კლუბის ხელმძღვანელობა
შეიცვალა და ბესტი და ჩარლტონიც სწორედ მაშინ დაშორდა ერთმანეთს
ფეხბურთის მოედანზე.დენის ლოუმაც ”ეშმაკები”დატოვა თავისუფალი
აგენტის სტატუსით.

ჯორჯ ბესტმა,დენის ლოუმ და ბობი ჩარლტონმა შსაბამისად
1968,1964,1966 წლებში საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიგეს.
დღს ”ოლდ ტრაფორდის
კატეგორია: ინგლისი | ნანახია: 488 | დაამატა: chicharito | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 RooneyChichaGiggsFan   (10.02.2011 10:46) [Entry]
sg

რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 27
სტუმარი: 27
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა