ყველას გეცოდინებათ,რომ ყოველ წლიურად IFFHS აცხადებს კლუბების და საუკეთესო ჩემპიონატების რეიტინგებს და ამჯერადაც მან გამოაქვეყნა ეს რეიტინგები.რაც შეეხება საკლუბო რეიტინგის აქ ცვლილება მოხდა და პირველ ადგილს იტალიური,მილანის "ინტერი” იკავებს,შემდეგ მოდის გერმანული "ბაიერნი” და ესპანური ”ბარსელონა”.
დღეს ფიფას ოფიციალურ საიტზე ეროვნული საფეხბურთო გუნდების მორიგი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელიც უწინდელისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა, ჩვენდა გასახარად, საქართველოს ნაკრებს კვლავ წინსვლა აქვს და ამჯერად 72-ე პოზიციას პოლონეთთან ერთად იკავებს.
ვინ გაიტანა ქართველ ლეგიონერთაგან ყველაზე მეტი გოლი 2010 წელს? რომელმა ჩვენებურმა მოირგო შარშან ერთბაშად სამი უცხოური კლუბის მაისურა? ვინ იყო ყველაზე სკანდალური, სტაბილური, ვისი კარიერა წავიდა აღმა და ვისი არა? - ამ და სხვა კითხვებზე ამომწურავ პასუხს ქართული ლეგიონის წლის მიმოხილვიდან მიიღებთ. ქართულ მედიაში მსგავსი პროექტი არ გვახსენდება, ამიტომაც მცირე უზუსტობებისგან დაზღვეულნი არ ვართ. საერთო ჯამში, ჩვენ ხომ ასამდე ინტერნეტ-რესურსი გამოვიყენეთ. აქვე ვიტყვით, რომ ლეგიონერების გარჯას მხოლოდ ჩემპიონატში, ქვეყნის თასსა და ევროთასებზე აღვნუსხავთ, სხვა სახის ტურნირები კი არ ჩაგვითვლია. ლეგიონერები კი, ჩვენი აზრით, ყველაზე ობიექტური პრინციპით დავახარისხეთ - უეფას საკლუბო კოეფიციენტთა ცხრილის მიხედვით. მაშ ასე, როგორი იყო 2010 წელი ქართველი ჯვაროსნებისთვის?
ადრე მე ვთვლიდი, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიის ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი იყო, თუმცა იმის შემდეგ რაც კავანიმ "იუვეს" სამი გოლი გაუტანა და სეზონს ჩინებულად ატარებს, ვთვლი, რომ ახლა "სერია-აში" საუკეთესო სწორედ ის არის" - განაცხადა მიხაილოვიჩმა.
დღეს, გონსალო იგუაინს ჩიკაგოს ჰოსპიტალში ოპერაცია გაუკეთდა. ოპერაცია ექიმმა ფიჩარდ ფესლერმა (ნეიროქირურგიული კათედრის უფროსი) გააკეთა. მას დახმარებას უწევდა კარლოს დიასი, კლინიკა "Sanitas”-ის მთავარი ექიმი და არგენტინის ნაკრების ექიმი დანიელ არმანდო მარტინესი.
მილანის ინტერის გამთამაშებელმა ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი და ამჟამად უკვე მადრიდის რეალის თავკაცი ჟოზე მოურინიო მართლაც მსოფლიოში საუკეთესოა. როგორც ვიცით, გუშინ ფიფამ პორტუგალიელი ტაქტიკოსი წლის მწვრთნელად დაასახელა, რასაც ეთანხმება ჰოლანდიელი ნახევამრცველი.
როგორც კი ნოუ კამპზე ბურთი გაგორდება, ტელევიზია, კამერები მიმართული
მხოლოდ ორი ფეხბურთელისკენ იქნება. ერთი ღამით იკერ კასილასის, ანხელ დი
მარიას, ხავის, პიკეს სახელებს მესისა და რონალდოს სიკაშკაშე დაფარავს.ეს
ორი ფეხბურთელი, ორ სხვადასხვა გზას გვთავაზობს ფეხბურთის გაგებისას. ერთი
პატარა და ბედნიერია, ხოლო მეორე პროვოკატორი და ძალმოსილი. ეს დუელი
წარმოადგენს ორ გენიას შორის დაპირისპირებას. სწორედ მათ შორის ხდება დღეს
პლანეტის ორი საუკეთესოს შერჩევა......
ყველასთვის კარგად ცნობილი ლონდონის "არსენალი” მარად თავისი
აღზრდილი ფეხბურთელებით ამაყობს,თუმცა ძენლად თუ ვინმე შეაქებდა მათ
"ასტონ ვილასთან” გამართული შეხვედრის შემდეგ.”მეთოფეთა” სარეზერვო გუნდმა
"ასტონ ვილასთან” სრული ფიასკო განიცადა. განიარაღებული "მეთოფეთათვის”
სამარცხვინო ანგარიში 10-1 დააფიქსირეს ტაბლოზე.
ტრავმების შემდეგ არიენ რობენის მსგავსად ბაიერნში ფრანკ რიბერიც
ბრუნდება. ფრანგ გარემარბს ძალიან დიდი დრო გაუცდა, რაც გუნდის შედეგებზეც
ისახებოდა, თუმცა ახლა რიბერი უკვე გუნდთან ერთად არის და ქომაგებს
პირდება, რომ 2011 წელს ის ძველებურად ათამაშდება: