როგორც ბილდმა და კიკერმა გაარკვია, ხარისტეასი "შალკეში" გადმოვა. 30 წლის ევროპის ჩემპიონს კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურებოდა და მისი გადაბირება "შალკემ" მოახერხა.
ჰოლანდიელმა გოლკიპერმა ედვინ ვან დერ სარმა ახალი რეკორდი დაამყარა მან "მანჩესტერის"კარი 129_შეინახა მშრალად.აქამდე პირველ ადგილზე პიტერ შმეიხელი იყო მაგრამ ჰოლანდიელმა "ბირმინგემთან მატჩის შემდეგ გადაასწრო.
ინგლისში მიმომხილველთა საკმაოდ დიდ ნაწილს, თურმე, ჯერ კიდევ ღრღნის ეჭვი, რომ უეინ რუნი „მანჩესტერ იუნაიტედიდან" წავა და ეს ზაფხულზე მოხდება. ასეთი სიტყვები ამოვიკითხეთ „სანის" ჟურნალისტის სტივენ ჰოვარდის წერილში და, ვინაიდან, მისტერ ჰოვარდმა პირველივე წინადადებაში ინტრიგა შემოგვთავაზა, წერილს ბოლომდე ჩავყევით. რუნიმ, მოგეხსენებათ, „იუნაიტედთან" სულ ახლახან გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი და თან ისეთ ხელფასს გამოჰკრა ხელი, რომ თუ ვინმე მის ყიდვას გადაწყვეტს, ძალიან დიდი თანხის გადახდა მოუხდება.
"ბარსა" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში საჩივრით შედის... ლეო მესის გამო. ახლა რაშია საქმე: "რასინგთან" მატჩში ლეო მესიმ გოლი მეტად ემოციურად გამოხატა და ის დედას უძღვნა (რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა). არგენტინელმა კი ყვითელი ბარათი და სადისციპლინო კომიტეტისგან 2-ათას ევროიანი ჯარიმა მიიღო.
ლა ლიგაში მეორე "კლასიკო" 16 ან 17 აპრილს უწევს, ეს თამაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება (პირველი, მოგეხსენებათ, "კამპ ნოუზე" "რეალის" განადგურებით დასრულდა), სათასო ფინალი კი 20 აპრილს არის ნავარაუდევი. და რა გამოდის? 3-4 დღეში ორი "კლასიკო"? რატომაც არა! მაგრამ, მაინც არა გვგონია, რომ ესპანური ფეხბურთის მამებმა კალენდარი ასე დატოვონ.
რუსულმა გაზეთმა "სპორტ ექსპრესმა" თავის ტრადიციულ რუბრიკაში "საუბრები პარასკევს" თბილისის "დინამოს" ყოფილ ფორვარდს, 55 წლის რეზო ჩელებაძეს უმასპინძლა, რომელიც ამჟამად ჯანო ანანიძის აგენტია.
კრიშტიანო რონალდოს დისგან ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის პატარა ვაჟის დედა, რომლის ვინაობასაც აქადეც საიდუმლოდ ინახავდნენ და არც ახლა გათქვეს, გარდაცვლილია. 33 წლის კატია ავეირო არც იმას ამბობს როდის და რისგან გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი.