მოგეხსენებათ მანჩესტერ იუნაიტედმა სიტს მოუგო 2:1 და ამ თამაშში რუნიმ გაიტანა საოცარი მაკრატელა რაც სეზონის საუკეთესო გოლია და მეც შემოგთავაზებთ ამ გოლს სრულიადში მშვენიერი ხარისხია
ორი დღის წინ მცხეთის სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და "ვიტ ჯორჯიას" გეგმების შესახებ გიამბეთ. ახლა კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ, რომელიც ამ თემის გაგრძელებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ბილბაოს "ატლეტიკის" ფორვარდმა ფერნანდო ლორენტემ აღიარა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი შეძენა "ლივერპულს" სურდა, თუმცა მან ბილბაოში დარჩენა არჩია.
ლუის ოსკარ ან მოკლედ რომ ვთქვათ,ლუჩო გონსალესი 1981 წელს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში დაიბადა.დღესდღეობით პორტუგალიურ პორტოში ირჯება,ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე.მას კარგად ეხერხება მოკლე და გრზელი გადაცემები.ასევე საჯარიმო დარტყმებიც.
2018 წელს მუნდიალი რუსეთში გაიმართება.ქვეყანა ,რომელსაც არად უღირს ადამიანის ფუნდამეტალური უფლებები ,ხელყოფს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს ,სადაც ჟურნალისტებს ქუჩაში ხოცავენ,რვა წელიწადში უდიდეს საფეხბურთო ზეიმს უმასპინძლებს.
"ეს არ იყო მატჩი მესისა და რონალდოს შორის. ჩვენ არ ვაპირებთ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ იმის გასარკვევად თუ ვინ უფრო უკეთ თამაშობს ფეხბურთს. ორივე ნამდვილი პროფესიონალი ვართ. ჩვენი ვალი მხოლოდ ისაა წარმატება მოვუტანოთ ჩვენსავე გუნდებს .”.
უახლოესი ოფიციალური შეჯიბრება, რომელიც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს ელით, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ელიტრაუნდია, რომელიც მარტის ბოლოს გაიმართება. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდის მზადებას სისტემატურად ვაშუქებთ, ახლა კი იმ ორ თაობაზე ვთქვათ, რომლებიც კონტინენტის პირველობაზე მოსახვედრად ბრძოლას წლევანდელ და მომავალ შემოდგომაზე დაიწყებენ.
თამამი განცხადებაა, „ლივერპულიდან" უფრო პატარა კლუბში გადავედიო - „ჩელსიზეა" ლაპარაკი. ალბათ მიხვდით, ფერნანდო ტორესის თემას ვაგრძელებთ. დიახ, ესპანელი თავდამსხმელისთვის ფაქტი ფაქტად რჩება: „ლივერპული" „ჩელსიზე" დიდი კლუბია, მაგრამ ალალად მთქმელი ვარსკვლავი არც იმას მალავს, რომ „ენფილდ როუდზე" კრიტიკოსებმა ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს და ბოლოს უკვე ერთი სული ჰქონდა როდის გამოიქცეოდა იქიდან.
შეამჩნევდით ალბათ - ლიონელ მესი, მიუხედავად ვარსკლავური სტატუსისა, მოკრძალებული ბიჭია. მართლაც, ფეხებზე ეპილაციას არ იკეთებს, მინი-შორტს არ იცვამს და არც ნაირ-ნაირი აქსესუარებით იტვირთავს თავს. საზოგადოებაშიც ის მეტწილად უბრალოდ ჩაცმული - სპორტული მაისურით, ჯინსით, კედებითა და ჟაკეტით ჩნდება.
სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია. "ჩემპიონატ.რუს" ფორუმში მატჩამდე ჩვენებიც ტრაბახობდნენ და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო ტრადიციული ქართულ-სომხური "ცავატანემ VS გენაცვალე", ანუ "მიმინო 2" - ორივე ერისთვის დამახასიათებელი თავმომწონეობით, მრავლად იყო სასაცილო თუ კურიოზული ფრაზები.