მსოფლიო სპორტის ვარსკვლავების მეორე ნახევრები არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ. ბევრმა მათგანმა კი აღიარება მანამ მოიპოვა, სანამ ცხოვრებას სპორტის ამა თუ იმ ვარსკლავს დაუკავშირებდა. პოპულარული ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდები მათ უყურადღებოდ არასდროს ტოვებენ.
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ თავისი გუნდის ხვალინდელ მატჩზე კონცენტრაცია აღნიშნა. ემერიმ ასევე ესპანური გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებიც შეაფასა.
ცოტა ხნის უკან "პარმას" თავდამსხმელს, ვალერი ბოჟინოვს ხმები დაუყარეს, თავის მეგობარ გოგონასთან, ნიკოლეტა ლოზონოვთან ერთად მალდივში დასვენების დროს, "შინაურული" პორნოვიდეო გადაიღოო. ატყდა ერთი ამბავი - ბულგარულ პრესაში იმასაც კი იუწყებოდნენ, რომ ვალერიმ თავისი ეროტიკული შედევრი მეგობრებს უკვე უჩვენაო...
1995/96 წლის სეზონში გიორგი ქინქლაძის მიერ "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში "მანჩესტერ სიტის" მაისურით გატანილი გოლი პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო გოლების თერთმეტეულში შევიდა.
ბოლო წლებია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო მაქსიმუმად მეზობელი ქვეყნები - რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვ. იქცა.
ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც ფერნანდო ტორესი "ლივერპულიდან" ლონდონის "ჩელსიში" გადავიდა და ამ ტრანსფერს უკვე მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი. მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ "ინგლისური ფეხბურთი ჭკუიდან შეიშალა" და ძნელია, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ფეხბურთში მთავარი სწორედ ფული გახდა.