ამ სეზონში ნამდვილად გამოირჩევა პეპე-კარვალიუს წყვილი. ისინი შესანიშნავ თამაშებს ატარებენ. რიკარდუს 3 გოლი აქვს გატანილი "ლა ლიგაში" ("ოსასუნას", "ატლეტიკოს" და "ლევანტეს" წინააღმდეგ) და ამით "პრიმერას" ყველაზე შედეგიანი მცველია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბენზემას და კარვალიუს გოლების ერთნაირი რაოდენობა აქვთ.
კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი ახალწვეული, რომელიც "ბლაუგრანაში" წლევანდელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩამოვიდა, უკვე რამდენიმე კლუბის ინტერესის სფეროში მოხვდა. აქედან ერთ ერთი პრემიერ ლიგის გუნდი "ლივერპულია".