ეინ რუნიმ აღიარა რომ ეს სეზონი ყველაზე ცუდი იყო მის კარიერაში, მაგრამ
იმედოვნებს რომ შესძლებს პარტნიორების დახმარებას, რათა მოიგონ ტიტულები.
თავდამსხმელი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო შაბათს "უიგანთან" მიღწეული
წარმატებისა.
"უნდა ვთქვა რომ ჩემთვის ეს სეზონი ყველაზე
რთული იყო, რაც კი ოდესმე კარიერაში მქონია.მე მივიღე რამდენიმე ტრავმა და
გამოვტოვე თამაშები.მინდა დავეხმარო გუნდს უმნიშვნელოვანესი თამაშების
მოგებაში"
იტალიურ და არა მხოლოდ იტალიურ პრესაში გავრცელდა ჭორები, რომ უნაი ემერმიმ
სკაუტები გააგზავნა "პარმაში", სადაც სებასტიან ჯოვინკოს დააკირდებიან და
შეაფასებენ მის შესაძლებლობებს, დაადგენენ აკმაყოფილებს თუ არა ტანდაბალი
იტალიელი "ვალენსიას" სტანდარტებს.
ერთდროულად რამდენიმე ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ მადრიდის
"რეალს” ემანუელ ადებაიორის გამოსყიდვა სურს და ამ ტრანსფერში კაკას
ჩართვაც არაა გამორიცხული.
კვირა დღეს კობჰემში მომხდარი ინცინდენტის ”ავტორსა და შემომქმედს” ეშლი
კოულს შესაძლოა საქმე კარგად არ წაუვიდეს. გავიხსენოთ: გუშინ, მოგეხსენებათ
ინგლისურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეშლი კოულმა
”არისტოკრატების” სავარჯიშო ბაზაზე 21 წლის ”ლიფბოროს” სტუდენტს ავტომატი
ესროლა.