როგორც The Daily Mail იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი'' ამზადებს
35 მილიონ ფუნტს, რათა "ტოტენჰემის'' ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი
შეიძინოს, ვინაიდან სერ ალექსის გუნდში კვლავ პასუხგაუცემლად რჩება
კითხვა, თუ ვინ შეცვლის ლეგენდარულ პოლ სკოულზს?
თუ ლუკას შეძენა
ვერ მოხერხდა, სერ ალექს სხვა ალტერნატივებიც გააჩნია, ჯორდან ჰენდერსონის
სახით, რომელიც ამჟამად ინგლისური "სანდერლენდის'' ღირსებას იცავს და ჯეკ
როდუელიც, რომელიც ასევე ინგლისური "ევერტონის'' საკუთრებაა, მაგრამ The People-ის
ცნობით, არსებობს ერთი პრობლემა, რომელიც თანაქალაქელი "მანჩესტერ
სიტისგან'' მოდის. ისინი მზად არიან ნებისმიერ წინადადებაში შეეცილონ
"ეშმაკებს'', ვინაიდან მათაც ძალიან სურთ ჯეკ როდუელის შეძენა.
აღსანიშნავია, რომ 19 წლის ნახევარმცელს "ოლდ ტრაფორდზე'' გადასვლა სურს,
რაც მისი მხრიდან საკმაოდ ჭკვიანური საქციელი იქნება, რადგან "ცისფრებს''
მწვრთნელს რობერტო მანჩინის, გუნდში ნახევარმცველის პრობლემა ამ დროისთვის
არ გააჩნია.
The People ასევე იტყობინება, რომ მაიკლ
ოუენი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "სანდერლენდის'' ან "ნიუკასლის''
მოთამაშე გახდება. წყარო ასევე შეეხო პეპე რეინას თემასაც, რომლის
შეძენასაც "ეშმაკები'' დიდი ხანია ცდილობენ. ესპანელი მეკარე ამჟამად
"ლივერპულის'' ღირსებას იცავს. ხოლო "იუნაიტედში'' გადმოსვლის შემთხვევაში
იგი კვირაში 10 000 ფუნტს მიიღებს.