უეფას სადისციპლინო კომიტეტმა "მილანისა" და "ტოტენჰემის" მატჩის დროს ჯენარო გატუზოს მიერ ჩადენილი საქციელი განიხილა. შეგახსენებთ,
რომ "სან სიროზე" აღნიშნული მატჩის მეორე ტაიმში იტალიელმა ჰარი რედნაპის
ასისტენტ ჯო ჯორდანს ჯერ მოხჩობა დაუპირა, შემდეგ კი სახეში თავიც ჩაარტყა.
მართალია, გატუზომ მატჩის დასრულებისთანავე ბოდიში მოიხადა და
ყველაფერი "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტს გადააბრალა და
განაცხადა, რომ სწორედ მის პროვოკაციას აჰყვა იგი, თუმცა საბოლოო ჯამში
უეფამ "როსონერის" ფეხბურთელი მაინც არ დაინდო და 4 მატჩიანი
დისკვალიფიკაციით დასაჯა. შეგახსენებთ, რომ გატუზო ორი ყვითელი
ბარათის გამო "ტოტენჰემთან" განმეორებით მატჩს ისედაც გამოტოვებდა, თუმცა
უეფას კომიტეტის სასჯელი სწორედ ამ მატჩის შემდეგ შედის ძალაში. აქედან
გამომდინარე, ჯენარო 5 საჩემპიონთალიგო მატჩს გამოტოვებს.