ფერნანდო ტორესმა კიდევ ერთხელ ისაუბრა თავის ლონდონურ ტრანსფერსა და ახალი კლუბის მფლობელ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩზე: "მართალია,
პირადად ჯერ არ შევხვედრილვარ რომან აბრამოვიჩს, თუმცა რასაც ეს პიროვნება
აკეთებს ნამდვილად დასაფასებელია. გუნდის თითოეული ფეხბურთელი ცდილობს
გაამართლოს ის თანხა, რომელიც მასში იქნა გადახდილი. პირადად მე ყველაფერს
გავაკეთებ მოედანზე, რათა ყველა იმედი გავამართლო, – თავდამსხმელი ვარ და ამიტომ რაც შეიძლება ბევრი გოლი უნდა გავიტანო. "
"სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრ ფეხბურთელსაც არ ესმის
ბოლომდე თუ რატომ გადავედი გუნდიდან. სინამდვილეში ყველაფერი არა ჩემი
წასვლით, არამედ ალონსოსა და მასკერანოს გაშვებით დაიწყო. მათი ტრანსფერის
შემდეგ გუნდში ნელ–ნელა გაუარესდა ყველაფერი. ამ სიტუაციიდან ჩემთვის
ერთადერთი გამოსავალი გუნდიდან გადასვლა იყო." "მსურს ბოლომდე დავამახსოვრდე ლივერპულის გულშემატკივარს. დიდ პატივს ვცემ იქაურ ხალხსა და კლუბს."