ვალენსიას ახალი შენაძენი ადილ რამი მოხარულია მისი ახალ გუნდში გადმოსვლით. "მე მოხარული ვარ ჩემი ახალი გუნდით, რადგან ვალენსია ესპანეთის ჩემპიონატის ერთ–ერთი წამყვანი გუნდია. ესპანეთის ჩემპიონატი კი უმაღლესი დონის ჩემპიონატია, რადგან აქ თამაშობენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები. მე ლილიში 4 წელი გავატარე და ჯერჯერობით ეს არის ჩემი კარიერის საუკეთესო წლები. მე ლილიში კიდევ 6 თვე უნდა ვითამაშო, ამ დროის განმავლობაში კი ვეცდები ლილის მაისურით საუკეთესო შეხვედრები ჩავატარო. ლილი ამჯერად პირველ ადგილზე იმყოფება. მე კი მსურს ჩემპიონი გუნდი დავტოვო,ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მე უკვე 25 წლის ვარ და მგონი დროა კარიერაში საუკეთესო მატჩები ჩავატარო. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ვალენსიაში ტრანსფერი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, მე უკვე ვნახე აქაური ატმოსფერო და გადმოსვლას მოუთმენლად ველოდები, თუმცა ამავე დროს ლილის დატოვება მიჭირს. მე ძალ–ღონეს არ დავიშურებ, რათა შემდეგ სეზონში ვალენსიას მაღალი ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო" განაცხადა ადილ რამიმ თავის პირველ პრესკონფერენციაში. შეგახსენებთ, რომ თეთრებმა ადილ რამი 3 იანვარს შეიძინეს. მისი სატრანსფერო ღირებულება კი €6–10მლნ. შეადგენს. ბოლო დროს რამის შეძენა ბევრ გრანდს სურდა. მან საფრანგეთის ნაკრებში, ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა, რაც მის მაღალ კლასზე მეტყველებს.