The Sunday Mirror-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი
დარენ ფლეტჩერი სულ მალე გუნდთან ახალ, ოთხწლიან ხელშეკრულებას
გააფორმებს, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება კვირაში 80000 ფუნტი
იქნება.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელი ფეხბურთელი, რომელიც ალექს ფერგიუსონის
ერთ-ერთი ფავორიტია, დღემდე გუნდის ყველაზე დაბალანაზღაურებად მოთამაშეებს
შორის შედიოდა და მანჩესტერის ხელმძღვანელობამ ამ ფაქტის გამოსწორება
გადაწყვიტა. დარენი გუნდის აკადემიაში 2000 წელს ჩაირიცხა, 2003 წლიდან კი
რეგულარულად ასპარეზობს ძირითად შემადგენლობაში.
ცოტა ხნის წინ ფლეტჩერმა ბარი ფერგიუსონისგან შოტლანდიის ნაკრების
კაპიტნის სამკლაურიც ჩაიბარა, რამაც ფაქტობრივად დასახა კიდეც "ოლდ
ტრაფორდელთა” ხელმძღვანელობის წინაშე მისთვის ანაზღაურების გაზრდის
საკითხი.