ლა-მანგაში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე მოსკოვის "სპარტაკმა” პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვალერი კარპინის შეგირდებმა დანიური ნორდშელანდი 4:0 დაამარცხეს. წინა მატჩების მსგავსად, რუსმა სპეციალისტმა ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე ძირითად შემადგენლობაში არც ამჯერად დააყენა, და 46-ე წუთზე შემოიყვანა, როცა "სახალხო გუნდი” ჯერ მხოლოდ მინიმალური სხვაობით იგებდა. ქართველ ფეხბურთელს გუნდის მიერ გატანილ მეორე და მესამე გოლებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მეოთხეს ავტორად თავად მოგვევლინა და თან ისე, რომ დანიელთა სათადარიგოთა სკამის აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა. ანანიძემ მეტოქის მცველს ბურთი მოედნის ცენტრში მოპარა, დაახლოებით 40 მეტრი ირბინა და მეკარესთან პირისპირ გასულმა დაბალ კუთხეში შეაგორა ბურთი. მომდევნო მატჩს სპარტაკი 7 თებერვალს, ვენის რაპიდის წინააღმდეგ ჩაატარებს. ესეც მატჩის ფოტომასალა