ანდერსონი ... 90 წამში - 1 თებერვალში 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » ანდერსონი ... 90 წამში
21:30
ანდერსონი ... 90 წამში

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ირიცხება ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომლის სახელიც ყველამ კარგად ვიცით და რომელიც თავისი განსაკურთრებული იუმორით გამოირჩევა. ქვემოთ შემოგთავაზებთ პატარა სახალისო ინტერვიუს ანდერსონთან, რომელიც მას Manutd.com–ის ჟურნალისტმა ჩამოართვა ...



ანდო, რისი კეთება გიყვარს ფეხბურთის თამაშის გარდა?

მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დასვენებას – რელაქცასიისთვის საუკეთესო საშუალებაა ჩემი PlayStation–ი. მე უმეტესად ფეხბურთს ვთამაშობ, თუმცა ასევე მიყვარს Shooter–ის ჟანრის თამაშებიც. მე ასევე მიყვარს კარტის თამაში, ფილმების ყურება და დროის მეგობრებთან ერთად გატარება.

ნანი პიანინოზე უკრავს, ბერბას ხატვა იტაცებს, რაშია შენი ტალანტი?

მე მინდა ვთქვა რომ ნანი არც თუ ისე კარგად უკრავს პიანინოზე, იგი უბრალოდ წვალობს. რაც შეეხება ბერბატოვის ხატვის ნიჭს, მე ამის შესახებ არაფერი მსმენია. მე რაში მაქვს ტალანტი? მე ძალიან კარგად გამომდის ვიდეო თამაშები, ეს არ ითვლება?

თქვენ ბრაზილიიდან ჩამოხვედით და ალბათ ძალიან გიყვართ პლაჟზე სიარული. სადაა საუკეთესო ქვიშა და ტალღები მსოფლიოში?

ეჭვგარეშე ბრაზილიური სანაპიროები მსოფლიოში საუკეთესოა, ისინი საოცარი სანახავია. მართალი გითხრათ არ გამომიცდია ინგლისური პლაჟები, აქ ხომ ძალიან ცივა საბანაოდ.

ჩვენ შენიშნული გვაქვს შენი ტატუები, მოგვიყევი მათზე ...

მარჯვენა მხარზე ამოტვიფრულია ყველა ის ადგილი სადაც მე ნამყოფი ვარ, ეს ტატუ ჯერ კიდევ დაუსრულებელია. ხოლო მარცხენა მხარზე ... ეს ტატუ მაშინ გავიკეთე როცა ძალიან სულელი ბიჭი ვიყავი. არც კი მახსოვს რატომ გავაკეთე ეს. მე ასევე მაქვს ორი პატარა ზომის სვირინგი მაჯასა და კისერზე, რომლებიც ეძღვნებათ დედასა და ბებიას.

რომელია შენი ფავორიტი მანჩესტერული რესტორანი?

ჩემი სახლი. მე არაჩვეულებრივი საჭმელი მაქვს სახლში. ასევე მიყვარს ერთი კარგი ადგილი სახელად "ოსტერია". იქ ძალიან გემრიელ ბრაზილიურ კერძებს ამზადებენ.

ნაწნავებუბი თქვენი გარეგნობის განუყოფელი ნაწილია, არ გიფიქრიათ თმის გადახოტრაზე?

არა, შანსი არაა, თქვენ ალბათ ხუმრობთ! ჩემი თმა ჩემი ცხოვრებაა და ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩემი თმის მოჭრა იგივეა გული ამომაჭრათ ან ფეხები მომკვეთოთ. მე ალბათ ყოველ დღე ვიტირებ, ესეთი ვარცხნილობა ხომ 16 წლის ასაკიდან მაქვს.
კატეგორია: ინტერვიუები | ნანახია: 406 | დაამატა: RooneyChichaGiggsFan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
ესპანეთი
იტალია
გერმანია
ინგლისი
ერთგულები
ევრო თასები
საქართველო
სხვადასხვა
ჩვენი საიტი
საფეხბურთო იუმორი
მულტიმედია
საფეხბურთო პროგნოზები
ინტერვიუები
ისტორიები
ფოტოალბომები
ჩვენი გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
სულ პასუხები: 32
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 21
სტუმარი: 21
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა