ანრი: "თუ ვინმე შეაჩერებს ბარსელონას, ეს არსენალი იქნება." - 19 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011»იანვარი»19 » ანრი: "თუ ვინმე შეაჩერებს ბარსელონას, ეს არსენალი იქნება."
16:26
ანრი: "თუ ვინმე შეაჩერებს ბარსელონას, ეს არსენალი იქნება."
"ნიუ-იორკ რედ ბულსის" თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ შეაფასა არსენალის შანსები ბარსელონას წინააღმდეგ,
ორ-მატჩიან დაპირისპირებაში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში. ეს მატჩი იქნება
ევროპის მთავარი ტურნირის 2005/06 წლის ფინალის განმეორება.
"არსენალის
ფეხბურთელებს სჯერათ, რომ შეძლებენ წარმატების მიღწევას ბარსელონას
წინააღმდეგ. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. კანანირები დღეს ულამაზეს
ფეხბურთს გვიჩვენებენ. მე ვრჩები არსენალის გულშემატკივრად, და როგორც
ყოველ გულშემატკივარ მსურს, რომ არსენალმა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.
დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს შეუძლია ბარსელონას შეჩერება, ეს იქნება
მხოლოდ არსენალი," - ანრიმ განაცხადა THE SUN-თან საუბარში.