მთავარი » 2011 » თებერვალი » 15 » არსენალი 30 მილიონს იხდის
20:11 არსენალი 30 მილიონს იხდის |
ესპანური მედიის თანახმად მოლაპარაკება ახალი კონტრაქტის თაობაზე პეპესა და მადრიდულ კლუბს შორის ჩიხშია შესული.
ამჟამად პორტუგალიელი მცველი რეალის ერთ-ერთი ყველაზე
დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. პეპე წლიურად 1,8 მილიონ ევროს იღებს.
ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ორმაგ ოდენობას ითხოვს, რაზეც
რეალის დღევანდელი ხელმძღვანელები უარს აცხადებენ.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლონდონის არსენალმა ესპანელებს
პორტუგალიელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა. ამავე წყაროს თანახმად
პეპეთი ჩელსი და სიტი ინტერესდებიან.
მადრიდელთა 3 ნომერს მიმდინარე კონტრაქტი რეალთან 2012 წელს ეწურება.
ცნობილია, რომ ჟოზე მოურინიოს პეპეს გუნდში დატოვება სურს, თუმცა კლუბის
ხელმძღვანელები ფეხბურთელის სახელფასო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ამ ეტაპზე
არ გეგმავენ.
|
კატეგორია: ინგლისი |
ნანახია: 355 |
დაამატა: chicharito
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|