ანტონიო კასანო დარწმუნებულია, რომ "მილანი"
წელს ბრწყინვალე სეზონს ჩაატარებს და რომ მათ აღარაფერში სჭირდებათ
"მანჩესტერ სიტის" იტალიელი შემტევი მარიო ბალოტელი. "მილანს
ყველაფრის მოგება შეუძლია. სკუდეტოსიც და კოპა იტალიისიც. ჩემპიონთა
ლიგის აღების დიდი შანსიც გვაქვს, თუმცა სამწუხაროა, რომ მე არ შემიძლია
მონაწილების მიღება. სამაგიეროდ მილანს ჰყავს ექსტრა კლასის ფორვარდი
ზლატანის სახით. ამჟამად ჩვენ ზუსტად ის გუნდი გვყავს, რომელსაც შეუძლია
უმაღლესი მწვერვალების მიღწევა, ამიტომ ამ მომენტისთვის მეტი არავინ
გვეჭაროება."
"გადმოვა თუ არა ბალოტელი ზაფხულში? - არამგონია, ის
არ უნდა მოვიდეს მილანში 2-3 წელი მაინც. მართალია, მარიო კარგი
ფეხბურთელია, თუმცა არ შეიძლება ამდენი შეცდომის თავიდან გამეორება." - განაცხადა კასანომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.