ბალოტელი რონალდუს:"მე შენზე ძლიერი ფეხბურთელი ვიქნები" - 16 იანვარს 2011 - All For Football
მთავარი » 2011»იანვარი»16 » ბალოტელი რონალდუს:"მე შენზე ძლიერი ფეხბურთელი ვიქნები"
01:46
ბალოტელი რონალდუს:"მე შენზე ძლიერი ფეხბურთელი ვიქნები"
მანჩესტერ სიტის ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ კრიშტიანო რონალდუს განუცხადა, რომ იგი მასზე დიდი ფეხბურთელი დადგება. ისინი ერთმანეთს ორი წლის წინ შეხვდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის დაპირისპირებაში. რონალდუს მანჩესტერმა დაამარცხა ბალოტელის ინტერი და შემდეგ ეტაპზე გავიდა. სწორედ იმ თამაშში უთხრა ბალოტელიმ პორტუგალიელს: "მე შენზე ძლიერი ფეხბურთელი ვიქნები." 19 წლის ფორვარდს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ჟოზე მოურინიოსთან. პორტუგალიელი ტაქტიკოსი მკაცრად აკრიტიკებდა ბალოტელის მისი ხასიათის გამო რაც მისი განცხადებით თამაშზეც ისახებოდა. "მე და მოურინიო ხშირად ვკამათობდით, მაგრამ მე მას ვუყვარვარ."-იხუმრა ბალოტელიმ.