2011 წლის 10 იანვარი ”ბარსელონას” ისტორიაში შევა. ამ დღეს ”ბარსას” სკოლის აღზდილი ფეხბურთელი ”ოქროს ბურთს” ასწევს, ხოლო მას გვერდს, ასევე ”ბარსას” აღზრდილი ფეხბურთელები დაუმშვენებენ.
ცერემონიაზე, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება, ”ბარსელონას” ფეხბურთელი მთავარ პრიზს მიიღებს. ასევე გამოვლინდება წლის საუკეთესო მწვრთნელი, ”ფიფას” საუკეთესო თერთმეტეული და სეზონის საუკეთესო გოლი.
”ბარსას” დელეგაცია ციურიხში ორი თვითმფრინავით გაემგზავრა.
”ოქროს ბურთის” სამი კანდიდატი, მეგობრებისა და ოჯახების თანხლებით ციურიხის აეროპორტში დღის 2 საათზე ჩავიდა. მათთან ერთად ცერემონიაზე გაემგზავრნენ ვილია, პიკე და პუიოლი, რომლებიც წარდგენილნი არიან ”ფიფას” საუკეთესო თერთმეტეულის ნომინაციაზე.