კრიშტიანო რონალდოს დისგან ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის პატარა ვაჟის დედა, რომლის ვინაობასაც აქადეც საიდუმლოდ ინახავდნენ და არც ახლა გათქვეს, გარდაცვლილია. 33 წლის კატია ავეირო არც იმას ამბობს როდის და რისგან გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი. მან ჟურნალისტებთან ასე ილაპარაკა: „პატარას არავინ ურეკავს. მის ცხოვრებაში არ არსებობს ქალი, რომელიც შვილის ამბავს კითხულობს. ამ ბავშვის დედა გარდაცვლილია. მას დედა არ ჰყავს". მოგეხსენებათ „რეალის" ვარსკვლავმა" შარშან ივლისში ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მამა გახდა, ხოლო დედას ვინაობის გამხელა არ სურს. კრიშტიანო რონალდო უმცროსს ფეხბურთელის დედა და ზრდიან - მამის ოჯახში ცხოვრობს. რა არ დაწერა ამ ამბის გახმაურების შემდეგ პორტუგალიურმა პრესამ. ისიც კი თქვეს, რომ თავდამსხმელმა, რომლის შემოსავალი თვეში 1 მილიონ ევრომდეა და პირმშვენიერ რუს (ქალის თეთრეულის მოდელ) ირინა შეიკს ყვარობს, სუროგატ დედას ფული გადაუხადა, რათა მისთვის ბავშვი გაეჩინა. პორტუგალიური პრესისგან განსხვავებით, ბრიტანული უმცროსი კრიშტიანოს დედას უფრო იოლად ხელმისაწვდომ ადგილებში ეძებდა - ერთ-ერთმა საკვირაო გაზეთმა დაწერა, რომ ქალი 20 წლის ინგლისელი სტუდენტია, რომელიც რონალდოს მისი „მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის დროს ერთი ღამით გადაეყარა. გაზეთი წერდა, რომ მამობის უფლებაში ამ ქალმა პორტუგალიელი ვარსკვლავისგან 10 მილიონი ფუნტი მიიღო, მაგრამ ბავშვის ნახვას ითხოვდა და ფეხბურთელი შიშობდა, რომ პატარას წაართმევდა. თითქოსდა, ამის შესახებ კრიშტიანომ ძმაკაცებთან ილაპარაკა. კატია ავეირომ ბრიტანული ხმები უარყო და მათ სისულელე უწოდა. მან თქვა, რომ ბავშვის აღზრდა, ძირითადად, მათ 55 წლის დედას დოლორესს აბარია, სუროგატი დედის საკითხს კი კომენტარი არ გაუკეთა. „ბიჭი ჩვენია - თქვა ვარსკვლავის დამ - არ გეტყვით როგორ მოხვდა ჩვენს ოჯახში, მაგრამ დაბეჯითებით მოგახსენებთ, რომ ჩემის ძმისშვილია და ჩვენი სისხლისაა. ბიჭუნას დედობას დედაჩემი უწევს, რომელიც 24 საათის განმავლობაში მასთან არის". ოჯახი ამბობს, რომ კრიშტიანო რონალდო უმცროსი შარშან 17 ივლისს აშშ-ში დაიბადა. აქა-იქ ითქვა, რომ რონალდო მთელ მსოფლიოში ირინასთან ერთად დასეირნობს, შვილს კი ყურადღებას არ აქცევს, რაზეც კატიამ უპასუხა: „ბავშვი ჩემი ძმის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია".