უელსელმა ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა მთელი მსოფლიო საფეხბურთო წრეები გააოცა:ჯერ იყოდა, "სან სიროზე” მილანის "ინტერთან” სამი ჩინებული გოლი გაიტანა, ხოლო გუშინ კი… უბრალოდ საოცრებების კასკადი მოაწყო მან. გუშინდელი(3:1) დასრულებული მატჩის შემდეგ, "ტოტენჰემის” ნახევარმცველმა თქვა, რომ ამ მოგებას არასოდეს დავივიწყებთო.
გარეთ ბეილი:”ეს ბრწყინვალე იყო. ძალიან მაგარია, როდესაც ევროპის მომქმედ ჩემპიონს ამარცხებ. ეს იყო საღამო, რომელსაც არასოდეს არ დავივიწყებთ”.
გუშინ საღამოს, "სფურზის” უელსელმა ვარსკვლავმა მსოფლიოს დღეს-დღეობით საუკეთესო მარჯვენა მცველ დუგლას მაიკონს ისეთი რამეები გაუკეთა, გაგიჟდები კაცი… და 21 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ გუშინ ღამეს მთელი გუნდი უბედნიერესი იყო:
"მთელი გუნდი ვხარობდით ამ გამარჯვებას. გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩავატარეთ და დავიმსახურეთ აქ მოხვედრა, რასაც ჩემპიონთა ლიგა ჰქვია. ეს განსაკუთრებული საღამო იყო”.
ბეილმა თავის ბრწყინვალე სათამაშო ფორმასაც გაუკეთა კომენტარი:
"მე ვცდილობ შევინარჩუნო ჩემი ფორმა. წვრთნის დროს საკმაოდ ბევრს ვმუშაობ და მთელი არსებით ვიხარჯები მატჩებზე. ამ მომენტისთვის მე უბედნიერესი ვარ”.