ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დავიდ ბექჰემი ჭორებთან ბრძოლითაა დაკავებული.ახლახან მან სასამართლოს ოფიციალური განცხადებით მიმართა, რომელშიც განაცხადა, რომ მას არ ჰქონია სექსი მეძავ ირმა ნიცისთან. ფეხბურთელის პრეტენზიები მეძავისა და იმ ჟურნალის მიმართ, რომელმაც გასული წლის სექტემბერში მეძავის მიერ მოთხრობილი ისტორია გამოაქვეყნა, 25 მილიონ დოლარადაა შეფასებული. -მე არათუ სექსი არ მქონია,ნიცის არასოდეს შევხვედრივარ. ასე რომ,რომელ ღალატზე შეიძლება იყოს საუბარი?! _ განაცხადა ბექჰემმა. ფეხბურთელი ამტკიცებს,რომ მეძავმა სტატიაში შეთითხნილი ფაქტები მოიყვანა . -ირმამ ნიცის განცხადებებმა უამრავი პრობლემა შეგვიქმნა მე და ჩემს ოჯახს,-ნათქვამია დევიდის განცხადებაში-ამის გამო ისევე დაზარალდა ჩემი პირადი და პროფესიული ცხოვრება. შეგახსენებთ რომ ნიცის თქმით,ცნობილ ფეხბურთელს 2007 წლისაგვისტოში მასთან და მის კოლეგებთან სექსუალური კონტაქტი ჰქონდა.სულ კი ირმას მტკიცებით,ბექჰემმა 5-ჯერ მაინც ისარგებლა მისი მომსახურებით....