დორტმუნდის "ბორუსიის" პოლონელმა ნახევარმცველმა, იაკუბ ბლაჟუკოვსკიმ განაცხადა, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასავლელი ბუნდეს-ჩემპიონობამდე.
შეგახსენებთ, რომ დორტმუდნელები ბუნდეს-ცხრილში ერთპიროვნული ლიდერები არიან და უახლოეს მდევარ, "მაინცს" მთელი 10 ქულით უსწრებენ.
ბლაჟუკოვსკი: არ მჯერა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები ჩვენს გაჩემპიონებას ასე ადვილად შეეგუებიან და უბრძოლველად დანებდებიან. ჩვენ უკვე დაგვიცდა ფეხი "აინტრახტთან" და აქედან უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა და წინ ჯერ კიდევ რთული მატჩების გამართვა მოგვიწევს. უნდა ითქვას, რომ ჩვენ მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 10 ქულით უსწრებთ, თუმცა ჩემპიონობისთვის ეს არ კმარა. -განაცხადა 25 წლის გარემარბმა პოლონურ ტაბლოიდ, Przeglad Sportowy-თან ინტერვვიუში.