მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი მარიო გომესი გამოტყდა, რომ იანვარში ლონდონის ჩელსი მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს იხდიდა. Sport Bild-თან
ინტერვიუში გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა განაცხადა, რომ
"არისტოკრატების" დაინტერესების შესახებ მან მხოლოდ მას შემდეგ გაიგო,
როდესაც მიუნხენელებს უკვე უარით ყავდათ გასტუმრებული ინგლისელები: "ჩელსის
შემოთავაზების შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც ჩემმა გუნდმა უკვე უარი
განუცხადა მათ. მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მე ვიცავ ტოპ-კლუბის ღირსებას და
ვარ ერთ-ერთი ლიდერი, ასე რომ არაფრის გამოცვლა მინდა."-განაცხადა გომესმა.
ამჟამად მის ანგარიშზე 16 გოლია, თუმცა სეზონის დასაწყისისთვის მსგავს
შედეგიანობას მისგან არავინ ელოდა. ყველაფერი ბუნდესლიგის მე-8 ტურში
შეიცვალა ჰანოვერთან მატჩში, როდესაც მარიომ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. გომესი
აგრეთვე ჩემპიონთა ლიგაზეც რეგულარულად იტანს, მის ანგარიშზე 6 გოლია.
"სუპერმარიო" მიუნხენურ გრანდში 2009 წელს შტუტგარდიდან გადავიდა, 25,5
მილიონ ფუნტად. ამ ხნის მანძილზე მან ჩაატარა 74 თამაში და გაიტანა 39
გოლი.