"სტემფორდ ბრიჯზე” "ჩელსიმ” "ევერტონს” უმასპინძლა. მატჩი უაღრესად
საინტერესო და დაძაბული გამოდგა. 90-მა წუთმა უგოლოდ ჩაიარა. დამატებით
ტაიმში, 104 წუთზე ფრენკ ლამპარდმა ანგარიში გახსნა. ყველას ეგონა, რომ
ლონდონელები ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ, თუმცა 119 წუთზე ბეინსმა
ულამაზესი დარტყმით სხვაობა აღადგინა. წინ პენალტების სერია იყო… პირველი
ბურთთან ლამპარდი მივიდა. უძლიერესი დარტყმა…არის. ახლა ევერტონის ჯერი
დადგა, ბეინსს ჩეხმა აჯობა. დროგბამ ზუსტად მოათავსა ბურთი კარის ბადეში.
იაგიელკაც ზუსტია… ანელკას ჰოვარდმა აუღო დარტყმული. არტეტამ გაიტანა…
ესიენმაც გაიტანა…ჰეიტინგაც ზუსტია, ეშლი კოულმა ააცილა. კაპიტნის ჯერი
დადგა… თუ ფილ ნევილი გაიტანდა "ევერტონი” გაიმარჯვებდა და მართლაც ასე
მოხდა. საბოლოო ჯამში, პენალტების სერიაში "ევერტონმა” 4:3 დაამარცხა
"ჩელსი” და THE FA CUP-ის შემდეგ ეტაპზე გავიდა.