ჩიჩარიტომ რუნი საბოლოოდ დაჩრდილა - 1 თებერვალში 2011 - All For Football
მთავარი » 2011 » თებერვალი » 1 » ჩიჩარიტომ რუნი საბოლოოდ დაჩრდილა
18:11
ჩიჩარიტომ რუნი საბოლოოდ დაჩრდილა


ნუთუ რაც აქამდე ჭორად გავარდა მართალია? ნუთუ რუნის მართლაც შურს ჩიჩარიტოსი? ნუთუ ჩიჩარიტომ რუნი საბოლოოდ დაჩრდილა? ნუთუ რუნი ამის გულიზე მიდის გუნდიდან? ნუთუ სიტყვები: რუნი შეუცვლელია ტყუილი იყო? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში მე დაგეხმარებით

მანჩესტერმა ახალი ფეხბურთელი შეიძინა რომლის სახელიც ძალიან კარგად იცით ეს არის ხავიერ ერნანდესი მეტსახელად ჩიჩარიტო. მან შეძლო და უმოკლეს დროში მანჩესტერი ააყვავა რაც რუნიმ წელს ვერ შეძლო და ამიტომ გადაუწყვეტია გუნდიდან წასვლა ნუთუ ეს არის მიზეზი? რუნი ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეცვალა და მან რუნის დაჩრდილვა ძალიან მალე მოახერხა, . 

ეს ეჭვი მანჩესტერელი ფანების უმეტესობას, შესაძლოა, ბოდვადაც მიაჩნია, მაგრამ სამშაბათს, „ბლუმფილდ როუდზე", „ბლექპულისა" და „იუნაიტედის" შეხვედრაში (მანჩესტერელელებმა 3:2 მოიგეს) დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა რუნისშემდგომი ეპოქის კონტურებს. გახსოვთ, რა მოხდა იმ შეხვედრაში? პირველ ტაიმის შემდეგ „ბლექპული" 2:0-ს იგებდა, მეორე ტაიმის 66-ე წუთზე კი სერ ალექს ფერგიუსონმა რუნი ხავიერ ერნანდესით შეცვალა და... თამაშის ნირი და ბედიც იქ შემოტრიალდა - „იუნაიტედმა" სამი გოლი გაიტანა. ერნანდესს მართალია მაისურზე ფრიად კნინობითი მეტსახელი, ჩიჩარიტო ანუ პატარა ბარდა აწერია, მაგრამ ისე თამაშობს, რომ აშკარაა, „მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი მომავალი ელის. იმ დღეს, „ბლუმფილდ როუდზე", მან დიმიტარ ბერბატოვის ორ გოლს შორის ერთი თავისიც შეაგდო. ერთი სიტყვით, გამოთქმა, - „მანჩესტერ იუნაიტედში" რუნი შეუცვლელია - როგორც ჩანს, თანდათან, ისტორიას ბარდება.

ასევე იძახიან რომ ბერბატოვს გოლი მხოლოდ მაშინ გააქვს როდესაც რუნი მოედანზეა, სად იყო რუნი მაშინ როდესაც შეცვლაზე შემოსულმა ჩიჩარიტომ ბერბატოვს 2 გოლი გაატანინა? მე მართალია რუნის დიდი გულშემატკივარი ვარ მაგრამ რასაც ეგ აკეთებს ეს გუნდის ღალატია მერე რა რომ რუნის მანჩესტერში ვიღაც ჯობია სამაგიეროდ ეს გუნდს ადგება თან ძალიან კარგად

უბრალოდ სირცხვილია ამის გულიზე გუნდიდან წასვლა, რუნის ადგილზე ბევრი კონკურენტობასაც არ გაუწევდა ჩიჩარიტოს და სწორედაც მოიქცევოდა.

ეს უბრალოდ ჩემი შეხედულებაა მანჩესტერის ამ პრობლემაზე :)

წყარო მე :D
კატეგორია: ინგლისი | ნანახია: 500 | დაამატა: chicharito | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
0  
6 RooneyChichaGiggsFan   (03.04.2011 15:13) [Entry]
:D:D:Ddd geo

რომელ გუნდს გულშემატკივრობთ
სულ პასუხები: 176
ძებნა
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
500
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0
მთვლელები
web site analyser
რეკლამა
Block content
რეკლამა
Block content
რეკლამა