როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა მატჩი JB
სტადიონზე, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბრწყინვალე სტილში დაამარცხა
ადგილობრივი "უიგანი" და კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები სატურნირო ცხრილის
სათავეში. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მექსიკელი ხავიერ ერნანდესი
დასახელდა და ეს ფაქტი არც არავის გაკვირვებია – ჩიჩარიტოს მთელი მატჩის
განმავლობაში ორი მომენტი ჰქონდა და ორივე გოლად აქცია. მიუხედავად ასეთი
შესანიშნავი თამაშისა ახალგაზრდა თავდამსხმელს მომავალ თამაშში, სტუმრად
"ჩელსისთან", ძირითადში ადგილი გარანტირებული მაინც არ აქვს და მხოლოდ სერ
ალექს ფერგიუსონის გადაწყვეტილებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. გთავაზობთ
პატარა ინტერვიუს, რომელიც ჩიჩას MUTV–მ ჩამოართვა ...
ხსენებულ
მატჩში "იუგანთან" ჩიჩარიტომ მოედანზე 77 წუთი დაჰყო და ფერგიუსონმა იგი
ბულგარელი ბერბატოვით ჩაანაცვლა. ჩნდება კითხვა – ნიშნავს თუ არა
მწვრთნელის ასეთი გადაწყვეტილება იმას, რომ იგი მექსიკელს "სტამფორდ
ბრიჯზე" ძირითადში დააყენებს?
"მე ამ მომენტისთვის ვტკბები
თამაშით და მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებ, თუმცა გადაწყვეტილებას
ვითამაშებ თუ არა ძირითადში "ჩელსისთან" შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ
მწვრთნელი იღებს. არა აქვს მნიშვნელობა რამდენ წუთს დავყოფ მოედანზე 1–ს თუ
90–ს – მე ბოლომდე დავიხარჯები და შევეცდები საუკეთესოდ წარმოვაჩინო
საკუთარი თავი. "არისტოკრატებთან" დუელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და
გუნდი სრული მობილიზებით ხვდება მომავალ მატჩს".
ხავიერმა
"უიგანთან" მატჩში ანგარიში მე–17 წუთზე გახსნა. შემდეგ მან კიდევ ერთხელ
გაიბრწყინა, როდესაც რუნისთან გათამაშებული კომბინაციის შედეგად ერთი–ერთზე
დარჩრა მეკარესთან და შანსი არ დაუტოვა მას. მეორე გოლი გადამწყვეტი
აღმოჩნდა შეხვედრაში და საბოლოოდ გატეხა "იუნატედის" მეტოქე.
"ორივე
ტაიმში მოწინააღმდეგე ძალიან სახიფათოდ გვიტევდა. ჩვენ ვიცოდით, რომ
ადვილი გასეირნება არ გვექნებოდა, ისინი ძალიან კარგად აკონტროლებდნენ
ბურთს და რამდენიმე მეტად სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელიც ჰყავთ. მათ
მოტივაციაზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია – არავის აქვს მოტივაციის პრობლემა,
როცა მეტოქე "მანჩესტერ იუნატედია". ჩემი პირველი გოლი შესანიშვავი
კომბინაციის შედეგად გავიდა და ნანიმ ძალიან ზუსტი და დროული გადაცემა
გამიკეთა. რაც შეეხება მეორე გოლს – ეს იყო რუნის ფანტასტიკური პასი და მე
უფლება არ მქონდა გოლი არ შემეგდო. მე ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც გუნდის
ისე საკუთარი თამაშით. ჩვენ პრემიერლიგის ლიდერები ვართ და ვაგრძელებთ
გამოსვლას ჩემპიონთა ლიგასა და ინგლისი თასზე. გუნდის მიზანი სამივე ამ
ტიტულის დასაკუთრებაა."